ანგარიშის და მონაცემების წაშლა
imecadine — imecadine.ge
ქვემოთ აღწერილია, როგორ წაშალო imecadine-ის ანგარიში და მასთან დაკავშირებული მონაცემები. წაშლა უფასოა და დადასტურების შემდეგ დაუყოვნებლივ სრულდება.
ვარიანტი 1 — აპლიკაციიდან
- გახსენი აპლიკაცია imecadine და შედი შენს ანგარიშზე (Google ან Apple).
- ქვედა მენიუში აირჩიე „პროფილი".
- გვერდის ბოლოში დააჭირე „ანგარიშის წაშლა".
- დაადასტურე. ანგარიში მაშინვე იშლება და აპლიკაციიდან გამოხვალ.
ვარიანტი 2 — საიტიდან
- შედი imecadine.ge-ზე იმავე ანგარიშით.
- გახსენი პროფილი და აირჩიე „ანგარიშის წაშლა".
ვარიანტი 3 — ელფოსტით
მოგვწერე info@imecadine.ge იმ ელფოსტიდან, რომლითაც ანგარიში გაქვს რეგისტრირებული. მოთხოვნას დავამუშავებთ 30 დღეში, ჩვეულებრივ კი ერთ სამუშაო დღეში.
რა იშლება
- ანგარიშის მონაცემები — სახელი, ელფოსტა, ავატარი, Google/Apple იდენტიფიკატორი
- სასწავლო მონაცემები — ტესტების მცდელობები, პასუხები, სტატისტიკა და შეცდომების სია
- აპლიკაციის ავტორიზაციის ტოკენები
რა შეიძლება შენარჩუნდეს
გადახდის ჩანაწერები (შეკვეთის ნომერი, თარიღი და თანხა — ბარათის მონაცემების გარეშე) ინახება 6 წელი, როგორც ამას საქართველოს საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობა მოითხოვს. ეს ჩანაწერები ანგარიშთან აღარ არის დაკავშირებული.
დამატებით იხილე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.