კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წელი

რა მონაცემებს ვაგროვებთ

რეგისტრაციისას — ელფოსტა, სახელი და (სურვილისამებრ) ტელეფონის ნომერი. სწავლის პროცესში — შენი პასუხები, ტესტების შედეგები და პროგრესი, რათა შეგინახოთ სტატისტიკა და შეცდომების სია.

ლოკაცია

მარშრუტის GPS რეჟიმში ბრაუზერი ითხოვს ლოკაციაზე წვდომას. ლოკაცია მუშავდება მხოლოდ შენს მოწყობილობაზე — იმისთვის, რომ სისტემამ იცოდეს, მარშრუტის რომელ მონაკვეთზე ხარ. ჩვენ ამ მონაცემს სერვერზე არ ვინახავთ და მესამე მხარეს არ ვუზიარებთ.

გადახდები

ბარათის მონაცემები მუშავდება ლიცენზირებული გადახდის პროვაიდერის მხარეს. ჩვენს სერვერზე ბარათის ნომერი არ ინახება — ვინახავთ მხოლოდ შეკვეთის სტატუსსა და თანხას.

ქუქიები

ვიყენებთ მხოლოდ ტექნიკურად აუცილებელ ქუქის — სესიის შესანარჩუნებლად (რომ ყოველ გვერდზე ხელახლა არ შეხვიდე).

მონაცემების გაზიარება

პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და არ ვაზიარებთ სარეკლამო მიზნით. გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან სერვისის ტექნიკური მიმწოდებლებისთვის (ჰოსტინგი, გადახდა) — მკაცრად საჭირო მოცულობით.

შენახვის ვადა

მონაცემები ინახება ანგარიშის აქტიურობის განმავლობაში. ანგარიშის წაშლის მოთხოვნისას ვშლით პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმისა, რაც საბუღალტრო მიზნით კანონით უნდა შევინახოთ.

შენი უფლებები

შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ასლი, შესწორება ან წაშლა — მოგვწერე info@imecadine.ge.