ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

35 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ასაკი, განლაგება სავალ ნაწილზე, აკრძალვები და პირუტყვის გადარეკვა.

ბილეთი #99 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #99 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან?

  1. 1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  2. 2 მოპედის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
ბილეთი #172 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის ჯგუფების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში, გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს:

  1. 1 60-80 მეტრს
  2. 2 40-60 მეტრს
  3. 3 80-100 მეტრს
  4. 4 20-40 მეტრს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80-100 მეტრი.
ბილეთი #173 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

ვალდებულია თუ არა საჭაპანო ტრანსპორტის მეხრე, გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით ატაროს?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტის მეხრემ გზის მიმდებარე ტერიტო¬რიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს.
ბილეთი #174 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს:

  1. 1 დღე-ღამის ბნელ დროს
  2. 2 დღე-ღამის ნათელ დროს
  3. 3 როგორც დღე-ღამის ნათელ, ასევე ბნელ დროს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ნათელ დროს.
ბილეთი #190 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

მეხრეს ეკრძალება:

  1. 1 მხოლოდ სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე
  2. 2 მხოლოდ პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება
  3. 3 როგორც პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება, ასევე სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მეხრეს ეკრძალება: ა) პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება; გ) სხვა გზის არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე.
ბილეთი #223 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

აქვს თუ არა უფლება ქვეითს გადაადგილდეს ველობილიკზე ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. თუ არსებობს ველობილიკი და მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, ქვეითს უფლება აქვთ გადაადგილდეს მასზე, თუმცა არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა და მოპედების მოძრაობა.
ბილეთი #246 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

დაუსახლებელ პუნქტში, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსიურობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც მოძრაობენ გზის სავალ ნაწილზე (რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის კიდესთან), შეძლებისდაგვარად უნდა იმოძრაონ:

  1. 1 სამ მწკრივად
  2. 2 ორ მწკრივად
  3. 3 ერთ მწკრივად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოძრაობის უსაფრთხოების უზუნველსაყოფად, კერძოდ, ცუდი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ, შეძლებისდაგვარად ერთ მწკრივად უნდა იმოძრაონ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეითები გზის სავალ ნაწილზე გადადგილებისას უნდა იმყოფებოდნენ სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს.
ბილეთი #520 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

გზებზე, ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია:

  1. 1 18 წლის ასაკიდან
  2. 2 14 წლის ასაკიდან
  3. 3 12 წლის ასაკიდან
  4. 4 16 წლის ასაკიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის.
ბილეთი #521 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

გზებზე მოპედის მართვა ნებადართულია:

  1. 1 14 წლის ასაკიდან
  2. 2 12 წლის ასაკიდან
  3. 3 18 წლის ასაკიდან
  4. 4 16 წლის ასაკიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის.
ბილეთი #523 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

ველოსიპედისა და მოპედის კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ერთ ჯგუფში უნდა იყოს არა უმეტეს:

  1. 1 15 ერთეულისა
  2. 2 5 ერთეულისა
  3. 3 10 ერთეულისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.
ბილეთი #525 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

მოპედით მოძრაობა აკრძალულია:

  1. 1 ქვეითთა ბილიკზე
  2. 2 გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლში
  3. 3 ღორღიან გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #527 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

აკრძალულია თუ არა ავტომობილით მოპედის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად?

  1. 1 არ არის აკრძალული
  2. 2 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად.
ბილეთი #537 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი

აქვს თუ არა უფლება მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და ველოსიპედის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი არ ეხებოდეს გზის ზედაპირს?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.
ბილეთი #769 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #769 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი მითითებს:

  1. 1 გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს გააჩნიათ გზის დათმობის ვალდებულება
  2. 2 ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები
  3. 3 გზის თავზე გამავალ ხიდს ან ესტაკადას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოეს 8.1.1 დაფით.
ბილეთი #772 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #772 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილს
  2. 2 გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის
  3. 3 მოძრაობის ზოლს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.3 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.3 „საავტომობილო გზა” - გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.
ბილეთი #773 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #773 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს საავტომობილო გზის დასასრულზე?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.4 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.4 „საავტომობილო გზის დასასრული” - მიუთითებს 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.
ბილეთი #775 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #775 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდაბა ერთი მიმართულებით?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.5 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.5 „ცალმხრივმოძრაობიანი გზა” - გზა ან სავალ ნაწილი, რომელ-ზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით მოძრაობს.
ბილეთი #781 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #781 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

  1. 1 გაქანების ზოლის დასასრულს
  2. 2 რევერსული მოძრაობიანი გზის მონაკვეთის დასასრულს
  3. 3 ორმხრივმოძრაობიანი გზის დასასრულს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.9 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.9 „რევერსული მოძრაობის დასასრული“ - მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთის დასასრულს.
ბილეთი #783 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #783 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.11 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.11 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ - გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას.
ბილეთი #786 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #786 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანხვედრი მიმართულებით?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.14 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.14 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ - გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.