ბილეთების სრული სია

864 ოფიციალური ბილეთი — A, A1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #63 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #63 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ გზაჯვარედინის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებით ჩახერგილია სავალი ნაწილი?

  1. 1 ორივე ავტომობილის მძღოლს
  2. 2 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
  3. 3 მხოლოდ რუხი ავტომობილის მძღოლს
  4. 4 არცერთი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.
ბილეთი #64 მიმთითებელი ნიშნები
ბილეთი #64 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მოძრაობა გააგრძელოს:

  1. 1 A, B, C და D მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ A, C და D მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ D მიმართულებით
  4. 4 მხოლოდ B და C მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 4.1.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ” რთავს მხოლოდ ისრით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის ნებას.
ბილეთი #67 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ შუქნიშანის წინ დგანან ბავშვები, შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება
  2. 2 მხოლოდ, ის გარემოება რომ ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე
  3. 3 მხოლოდ, ის გარემოება რომ ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა
  4. 4 მხოლოდ, ის გარემოება რომ შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის მოძრაობის ნებადამრთველი შუქნიშნის სიგნალის ჩართვამდე
კანონის ახსნა
თუ შუქნიშანის წინ ბავშვები აპირებენ გზაზე გადასვლას შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: - ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე; - ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა; - შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვამდე.
ბილეთი #70 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #70 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 მოტოციკლის მძღოლს
  2. 2 ყვითელი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
ბილეთი #71 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #71 — სიტუაციის სურათი

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა და ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
  2. 2 ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - მსუბუქმა და სატვირთო ავტომობილებმა
  3. 3 ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა და ბოლოს - მოტოციკლმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
ბილეთი #79 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ გამოყენებული იქნება:

  1. 1 მხოლოდ არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი
  2. 2 მხოლოდ ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება
  3. 3 როგორც ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ხარისხიანი და არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი
  4. 4 მხოლოდ ხარისხიანი საწვავი
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ გამოყენებული იქნება ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ხარისხიანი და არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი.
ბილეთი #80 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #80 — სიტუაციის სურათი

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა
  2. 2 ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
  3. 3 ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
ბილეთი #81 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #81 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ საგზაო ნიშნები დაფარულია თოვლით?

  1. 1 წითელი ავტომობილის მძღოლს
  2. 2 თეთრი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
ბილეთი #86 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #86 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. 2 როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ
  3. 3 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
ბილეთი #90 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #90 — სიტუაციის სურათი

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
  2. 2 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
  3. 3 ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
ბილეთი #96 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #96 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  2. 2 ტრამვაის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა, სადაც ტრამვაის ლიანდაგი სავალ ნაწილს კვეთს, ტრამვაის აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა დეპოდან გამოსვლის შემთხვევისა.
ბილეთი #99 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #99 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან?

  1. 1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  2. 2 მოპედის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
ბილეთი #108 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #108 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაიაროს გზაჯვარედინი პირველმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა
  2. 2 ტრამვაისა და მოტოციკლის მძღოლებმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
ბილეთი #122 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა მძღოლი უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს?

  1. 1 არ არის ვალდებული
  2. 2 ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
ბილეთი #123 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

ვალდებულია თუ არა მძღოლი გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია?

  1. 1 არ არის ვალდებული
  2. 2 ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, მძღოლი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.
ბილეთი #125 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის და მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ მათში ასახული მონაცემები:

  1. 1 შესრულებული არ არის ქართული ასოებით, მაგრამ შესრულებულია ლათინური ასოებით
  2. 2 შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით
  3. 3 შესრულებული არ არის ლათინური ასოებით, მაგრამ შესრულებულია ქართული ასოებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე იმ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც იგი მართავს, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში/დოკუმენტებში ასახული მონაცემები შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით.
ბილეთი #129 გზაჯვარედინის გავლა
ბილეთი #129 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მიმართ სარგებლობს უპირატესობით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში:

  1. 1 როგორც მოტოციკლის, ასევე ყვითელი ავტომობილის მიმართ
  2. 2 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მიმართ
  3. 3 მხოლოდ მოტოციკლის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
ბილეთი #130 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში, მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლისას, სადაც საქართველოს იურიდიქცია არ ვრცელდება, ვალდებულია თუ არა მძღოლი თან იქონიოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განკარგვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი?

  1. 1 არ არის ვალდებული
  2. 2 ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან განკარგვის ან მისით სარგებლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი -მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
ბილეთი #135 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს:

  1. 1 როგორც კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა, ასევე დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები
  2. 2 მხოლოდ დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები
  3. 3 მხოლოდ კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით იგი აღჭურვილი უნდა იქნეს სინათლეებით.
ბილეთი #137 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება
ბილეთი #137 — სიტუაციის სურათი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოიქმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 როგორც მოტოციკლის მძღოლის, ასევე ტრამვაის მძღოლის მიმართ
  2. 2 მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
  3. 3 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად: 3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის. 9. მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.