მარეგულირებლის სიგნალები

33 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ხელების და კვერთხის მდებარეობა და მისი შესაბამისობა შუქნიშანთან.

ბილეთი #213 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #213 — სიტუაციის სურათი

მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

  1. 1 არც ერთი მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ B და D მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ A და C მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდა¬პირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.
ბილეთი #215 მარეგულირებლის სიგნალები

თუ მარეგულირებელის სიგნალის მოთხოვნა ეწინააღმდეგება შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან შეასრულონ:

  1. 1 საგზაო მონიშვნის მოთხოვნები
  2. 2 საგზაო ნიშნების მოთხოვნები
  3. 3 შუქნიშნის მაშუქი სიგნალის მოთხოვნები
  4. 4 მარეგულირებლის სიგნალის მოთხოვნები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
ბილეთი #216 მარეგულირებლის სიგნალები

თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობის, ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩედრეს:

  1. 1 მისთვის მოსახერხებელ ადგილას
  2. 2 მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილას
  3. 3 დაუყოვნებლივ ყოფნის ადგილას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობით ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩერდეს მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილზე.
ბილეთი #217 მარეგულირებლის სიგნალები

მარეგულირებელმა შეიძლება სიგნალი მისცეს:

  1. 1 მხოლოდ შავი და თეთრი ზოლებიანი ხელკეტით, ან წითელი შუქამრეკლი დისკით
  2. 2 მხოლოდ წითელი ან ყვითელი ფერის ალმებით, ან წითელი სინათლის მოძრაობით
  3. 3 მხოლოდ ხელით ან დისკით, რომელზეც გამოსახულია საგზაო ნიშანი - მოძრაობა აკრძალულია
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საშუალებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მარეგულირებელი სიგნალს აძლევს: ა) შავი და თეთრი ზოლების მქონე ხელკეტით; ბ) შუქამრეკლი წითელი დისკით; გ) დისკით, რომელზედაც გამოსახულია საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“; დ) ხელით; ე) წითელი ან ყვითელი ალმით; ვ) წითელი სინათლის მოძრაობით.
ბილეთი #218 მარეგულირებლის სიგნალები

მარეგურილებელის მიერ სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი:

  1. 1 გამიზნულია მოძრაობის მონაწილეთა ყურადღების მისაპყრობად
  2. 2 რთავს მოძრაობის უფლებას
  3. 3 კრძალავს მოძრაობას
  4. 4 აფრთხილებს მოახლოებული საშიშროების შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის მიერ სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი გამიზნულია მოძრაობის მონაწილეების ყურადღების მისაპყრობად.
ბილეთი #221 მარეგულირებლის სიგნალები

მარეგულირებლის მიერ წითელი სინათლის მოძრაობა საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს სიგნალს:

  1. 1 მოახლოებული საფრთხის შესახებ
  2. 2 გაჩერების შესახებ
  3. 3 მოძრაობის აჩქარების შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წითელი სინათლის მოძრაობა - ეს სიგნალი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს „სდექ“ სიგნალს.
ბილეთი #222 მარეგულირებლის სიგნალები

თუ მარეგულირებელ პირთა სიგნალები ეწინააღმდეგება შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ:

  1. 1 შუქნიშნის მაშუქი სიგნალის მოთხოვნები
  2. 2 მარეგულიებლის სიგნალის მოთხოვნები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
ბილეთი #427 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #427 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 გაჩერდეს შუქნიშანთან
  2. 2 გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
  3. 3 გააგრძელოს მოძრაობა
  4. 4 გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეუ¬ლი კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. ამავე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
ბილეთი #428 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #428 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 გაჩერდეს შუქნიშანთან
  2. 2 გააგრძელოს მოძრაობა
  3. 3 გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
  4. 4 გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეუ¬ლი კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. ამავე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
ბილეთი #875 მარეგულირებლის სიგნალები

თუ ქვეითთა გადასასვლელების მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა რეგულირდება მარეგულირებლის მეშვეობით, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლები უნდა გაჩერდნენ:

  1. 1 მარეგულირებელის წინ
  2. 2 საპირიპირო მიმართულების ზოლზე
  3. 3 ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან.
ბილეთი #901 მარეგულირებლის სიგნალები

“მარეგულირებელი” არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

  1. 1 საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა
  2. 2 მხოლოდ სამართალდამრღვევ მძღოლს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 32-ე პუნქტის თანახმად, მარეგულირებელი - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა.
ბილეთი #955 მარეგულირებლის სიგნალები

თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ:

  1. 1 არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით
  2. 2 მხოლოდ პრიორიტეტის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.
ბილეთი #1282 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #1282 — სიტუაციის სურათი

რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?

  1. 1 ყველა მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ მარცხნივ
  3. 3 მხოლოდ პირდაპირ
  4. 4 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.