გზის სავალ ნაწილზე დატანილი ორმაგი წყვეტილი ხაზი აღნიშნავს:
1ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს
2გზაჯვარედინზე საველოსიპედო ბილიკებს
3რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.9 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.9 აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლის საზღვარს; ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშანი) გზაზე, რომელიც რევერსულად წესრიგდება.
გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერა “BUS” აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია:
1ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებებისათვის
2ველოსიპედებისა და მოპედებისათვის
3სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.23 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.23 აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.
გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა აფრთხილებს:
1სახიფათო მოსახვევიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე
2სავალი ნაწილის შევიწროებასთან, მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა მიახლოების შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.19 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.19 იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა, ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.21.1–1.21.3 ნიშნებთან ერთად.
2გვირაბის, ხიდის და გზაგამტარის და სხვა ნაგებობათა ელემენტების ქვედა ნაპირს, რომლებიც განთავსებულნი არიან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილიდან და რომელთა ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის მე-2 თავის (ვერტიკალური მონიშვნა) 2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 2.2 - აღნიშნავს გვირაბის, ხიდის, გზაგამტარისა და სხვა ნაგებობის ელემენტის ქვედა ნაპირს, რომელიც განთავსებულია გზის სავალი ნაწილიდან 5 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე და რომლის ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.