შუქნიშნის სიგნალები

39 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ფერების და ისრების მნიშვნელობა, მოციმციმე რეჟიმები, რევერსული შუქნიშანი.

ბილეთი #170 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #170 — სიტუაციის სურათი

რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

  1. 1 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
  2. 2 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  3. 3 ყველა მიმართულებით
  4. 4 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ შუქნიშნები გზის სავალი ნაწილის თანმხვედრი მიმართულების მხარეს არსებული თითოეული მოძრაობის ზოლის ზევითაა განლაგებული, თითოეული შუქნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ მოძრაობის ზოლზე, რომლის ზემოთაც არის იგი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
ბილეთი #176 შუქნიშნის სიგნალები

თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:

  1. 1 შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით
  2. 2 გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს.
ბილეთი #177 შუქნიშნის სიგნალები

თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:

  1. 1 გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით
  2. 2 შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს.
ბილეთი #178 შუქნიშნის სიგნალები

ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი გამოიყენება:

  1. 1 რკინიგზის გადასასვლელებზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელებთან, გემის ან ბორნის მისადგომებთან, ასევე გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელებთან და ადგილებში, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია
  2. 2 იმ სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება
  3. 3 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
ბილეთი #181 შუქნიშნის სიგნალები

რევერსული შუქნიშანი, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით გამოიყენება:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისთვის
  3. 3 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ისრის მქონე ყვითელი ან თეთრი მაშუქი სიგნალი, რომლის ჩართვა იტყობინება ფერადი მაშუქი სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ. ორივე მხრიდან 1.9 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ზოლის ზემოთ მდებარე გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას.
ბილეთი #182 შუქნიშნის სიგნალები

შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პასუხი სწორია
  2. 2 მძღოლს აწვდის ინფორმაციას შუქნიშნზე დამატებითი სექციის არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ დამატებითი სექციის მაშუქი სიგნალით განსაზღვრული მიმართულებების შესახებ
  3. 3 მძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები მძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ.
ბილეთი #183 შუქნიშნის სიგნალები

„T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი შეიძლება გამოყენებული იქნეს:

  1. 1 თვლიანი ტრაქტორების მოძრაობის რეგულირებისათვის
  2. 2 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის
  3. 3 „T“-სებურ გზაჯვარედინზე მოძრაობის რეგულირებისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.
ბილეთი #184 შუქნიშნის სიგნალები

„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნებადართულია:

  1. 1 თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.
ბილეთი #185 შუქნიშნის სიგნალები

„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია:

  1. 1 თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.
ბილეთი #186 შუქნიშნის სიგნალები

აქვს თუ არა მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე მას არ შეუძლია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც ამკრძალავი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.
ბილეთი #249 შუქნიშნის სიგნალები

თუ გადასასვლელზე არსებობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, ქვეითმა გადასასვლელზე გადასვლისას უნდა შეასრულოს:

  1. 1 ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები
  2. 2 სატრანსპორტო შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლისას, თუ გადასასვლელზე არსებობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, ქვეითმა უნდა შეასრულოს ამ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები.
ბილეთი #327 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #327 — სიტუაციის სურათი

რომელმა მძღოლმა გააჩერა ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დაცვით შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე?

  1. 1 ყვითელი ავტომობილის მძღოლმა
  2. 2 არცერთი ავტომობილის მძღოლმა
  3. 3 თეთრი ავტომობილის მძღოლმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შუქნიშნის (რევერსულის გარდა) ამკრძალავი მაშუქი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზთან ( ან 7.16 ნიშანთან).
ბილეთი #349 შუქნიშნის სიგნალები

შუქნიშნის ჩართული მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი:

  1. 1 რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი
  2. 2 რთავს მოძრაობის ნებას და იძლევა ინფორმაციას არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი.
ბილეთი #389 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #389 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

  1. 1 მხოლოდ C მიმართულებით
  2. 2 არცერთი მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ A მიმართულებით
  4. 4 მხოლოდ B მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, შესვლის მიზნით იმ სავალ ნაწილზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ისე უნდა იმოძრაოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას განაპირა მარჯვენა მოძრაობის ზოლი დაიკავოს. სხვა მოძრაობის ზოლზე გადაჯგუფება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება, რომ აღნიშნულ მოძრაობის ზოლზე ნებადართულია თანმხვედრი მოძრაობა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.10 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.10 „გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა“ − მიუთითებს 5.8 „რევერსული მოძრაობა“ ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასვლას. ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 „რევერსული მოძრაობა“ ნიშნით აღნიშნული გზიდან.
ბილეთი #477 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #477 — სიტუაციის სურათი

რომელი ტრამვაის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 ორივე ტრამვაის მძღოლის მიმართ
  2. 2 მხოლოდ პირველი ტრამვაის მძღოლის მიმართ
  3. 3 არცერთი ტრამვაის მძღოლის მიმართ
  4. 4 მხოლოდ მეორე ტრამვაის მძღოლის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
ბილეთი #1252 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #1252 — სიტუაციის სურათი

დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 არ დაარღვევს
  2. 2 დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად.
ბილეთი #1278 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #1278 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
ბილეთი #1279 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #1279 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
ბილეთი #1649 შუქნიშნის სიგნალები

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:

  1. 1 გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად
  2. 2 გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს
  3. 3 გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა
კანონის ახსნა
თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა გააგრძელოს მოძრაობა, ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.