მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

47 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ზოლის შეცვლა, მოხვევა, უკუსვლა და ავტომობილის სწორი განლაგება.

ბილეთი #941 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:

  1. 1 სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე
  2. 2 ნებისმიერი მოძრაობის ზოლი
  3. 3 სავალი ნაწილის მარცხენა მხარე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
ბილეთი #947 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულება დადგენილია:

  1. 1 როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს
  2. 2 მარჯვენა მხარეს
  3. 3 მარცხენა მხარეს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.
ბილეთი #950 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
  2. 2 საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.
ბილეთი #951 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:

  1. 1 არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
  2. 2 არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
ბილეთი #1048 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:

  1. 1 ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ
  2. 2 გვირაბში
  3. 3 გზაჯვარედინზე
  4. 4 რკინიგზის გადასასვლელზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე.
ბილეთი #1334 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:

  1. 1 მხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს
  2. 2 რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  3. 3 მხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს
  4. 4 მხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ
კანონის ახსნა
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ, ასევე შეიძლება მკვეთრად შეამციროს სიჩქარე და გადამავალი ქვეითების გზის დათმობის გამო შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს.
ბილეთი #1430 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაში არ უნდა მისცეს მძღოლმა მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მანევრის დაწყებამდე?

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის უკან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიგნალმა შეიძლება შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.