ძირითადი მოვალეობები, საცნობი ნიშნები და საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნები.
ბილეთი #1089მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:
1რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობას
2რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი
3რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული).
ბილეთი #1224მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც სმენადაქვეითებული მძღოლი მართავს?
1მხოლოდ III
2მხოლოდ II
3მხოლოდ I
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრი¬ს ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი.
ბილეთი #1340მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
2ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას
კანონის ახსნა
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად.
ბილეთი #1341მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:
1ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
2შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის
3მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძლოს მოძრაობა
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის.
ბილეთი #1379მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
3აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბილეთი #1380მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
ეკრძალება თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დადგენილ მოთხოვნებს?
1არ ეკრძალება
2ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
ბილეთი #1482მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1მხოლოდ, რომ შესაძლებელია მოხუც ქვეითს მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა ან/და მხედველობა
2მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია
3ყველა ჩამოთვლილი გარემოება
4მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეით, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ის, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ასევე ის, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია და შესაძლებელია მას მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა და მხედველობა.
ბილეთი #1486მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
რატომ არის ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა საფრთხის შემცველი?
1მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება
2მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას
3ნარკოტიკული თრობა იწვევს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფაქტორს
კანონის ახსნა
ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა სიფრთხილის შემცველია, რადგან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება, ასევე იგი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას.
ბილეთი #1572მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
1მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
2თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
3მხედველობის პირობებს
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მხედველობის პირობებს.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.