რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?
1მხოლოდ მოტოციკლი
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი
3არცერთი სატრანსპორტო საშუალება
4ორივე სატრანსპორტო საშუალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად: ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.
თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
1საგზაო მონიშვნის მოთხოვნები
2საგზაო ნიშნების მოთხოვნები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს საგზაო ნიშნების მოთხოვნები.
შუქნიშნის ჩართული მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი:
1რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი
2რთავს მოძრაობის ნებას და იძლევა ინფორმაციას არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მწვანე მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ამცნობს, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი.
თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივ მოძრაობიანი გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება:
1მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი
2შუა და მარჯვენა მოძრაობის ზოლები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნით აღნიშნული სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივმოძრაობიან გზაზე თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის საშუალებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, სურათზე მითითებულ ადგილას, ავტომობილის სადგომზე დაყენების უფლება, თვის ლუწ რიცხვებში 19.00 საათიდან 21.00 საათამდე?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.29 და 3.30 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში, ხოლო საგზაო ნიშანი 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში. ამავე პუნქტების შენიშვნის თანახმად 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალე¬ბის გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე, ამ პერიოდში დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს.
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?
140 მკ/სთ სიჩქარით
230 მკ/სთ სიჩქარით
320 მკ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით.
სატრანსპორტო საშუალება იძულებით გაჩერებულად ითვლება, თუ:
1მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
2მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას
3მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-26 პუნქტის თანახმად იძულებით გაჩერება არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.
სატრანსპორტო საშუალება სადგომზე მდგომად ითვლება, თუ:
1მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
2მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის
3მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად დგომა არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
1მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს
2მხოლოდ გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე, ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა
3მხოლოდ ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე
4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე, გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა. ამავე პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტების თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის: ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს; ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე.
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ ენიჭება უპირატესობა რუხი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ მოტოციკლის მიმართ
2როგორც მოტოციკლის, ასევე თეთრი ავტომობილის მძღოლის მიმართ
3მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლის მიმართ
4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად მოძრაობის ზოლიდან ზოლში გადასვლისას, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
მოცემულ სიტუაციაში, სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, გავლის უპირატესობა ენიჭება:
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2სატვირთო ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად მოძრაობის ზოლიდან ზოლში გადასვლისას, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება, თუ ხილვადობა შეზღუდულია 90 მეტრამდე?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია.
მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით მსუბუქი ავტომობილი ისრის მიმართულებით მოძრაობს უკუსვლით, ხოლო - მოტოციკლი ახორციელებს ისრის მიმართულებით მობრუნებას?
1მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
2ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები
3მხოლოდ ავტომობილის მძღოლი
4არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ. ამავე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.
მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მობრუნება დასაშვებია:
1როგორც A, ასევე B მიმართულებით
2ორივე მიმართულებით დაუშვებელია
3მხოლოდ A მიმართულებით
4მხოლოდ B მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.5 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
მოცემულ სიტუაციაში, მოსახვევს გაცდენილი ავტომობილის მძღოლს, მარჯვენა მოსახვევში შესვლის მიზნით:
1მოძრაობა ეკრძალება როგორც A, ასევე B მიმართულებით
2უფლება აქვს მოაბრუნოს ავტომობილი A მიმართულებით
3უფლება აქვს იმოძრაოს როგორც A, ასევე B მიმართულებით
4უფლება აქვს იმოძრაოს უკუსვლით B მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.4 პუნქტის და ამავე პუნქტის შენიშვნის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ” - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მობრუნება დასაშვებია:
1ორივე მიმართულებით დაუშვებელია
2როგორც A, ასევე B მიმართულებით
3მხოლოდ B მიმართულებით
4მხოლოდ A მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.16 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.16 „ავტობუსის და (ან) ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი“ აღნიშნავს შესაბამისი სახის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელ ადგილს. ამავე თავის 5.19.1 და 5.19.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 5.19.1 და 5.19.2 „ქვეითთა გადასასვლელი“ - აღნიშნავს გზაზე ქვეთთა გადასასვლელისთვის გამოყოფილ ადგილს. ნიშანი 5.19.1 იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 5.19.2 - გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არ არსებობისას ნიშანი 5.19.1 იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან, ხოლო ნიშანი 5.19.2 - გადასასვლელის შორ საზღვართან.
რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1ორივე ავტომობილის მძღოლს
2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
3არცერთი ავტომობილის მძღოლს
4მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა). ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება რკინიგზის გადასასვლელზე.
წითელი ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?
1არ ეკრძალება
2ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასცდა სავალი ნაწილების განივი შეერთების ადგილს. ეკრძალება თუ არა მას ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?
1ეკრძალება
2არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.
გარდა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება გადააჭარბოს:
1მხოლოდ საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარეს
2მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარეს
3მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარეს
4როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციულ, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.