სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

14 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

რეაქციის დრო, დამუხრუჭების მანძილი, უსაფრთხო დისტანცია და ინტერვალი.

ბილეთი #860 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

დასახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:

  1. 1 არა უმეტეს 2 წამისა
  2. 2 არა უმეტეს 5 წამისა
  3. 3 არანაკლებ 7 წამისა
  4. 4 არანაკლებ 2 წამისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: პ) ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი, აგრეთვე ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
ბილეთი #861 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

დაუსახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:

  1. 1 არანაკლებ 6 წამისა
  2. 2 არა უმეტეს 9 წამისა
  3. 3 არა უმეტეს 4 წამისა
  4. 4 არანაკლებ 3 წამისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: პ) ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი, აგრეთვე ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
ბილეთი #862 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

დასახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:

  1. 1 არანაკლებ 4 წამისა
  2. 2 არანაკლებ 9 წამისა
  3. 3 არანაკლებ 6 წამისა
  4. 4 არა უმეტეს 2 წამისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ჟ) მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი.
ბილეთი #863 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

დაუსახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:

  1. 1 12 წამზე ნაკლები
  2. 2 არანაკლებ 9 წამისა
  3. 3 არანაკლებ 6 წამისა
  4. 4 არა უმეტეს 4 წამისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ჟ) მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი.
ბილეთი #899 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ჩამოთვლილიდან, რომელი შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებაზე უკნიდან შეჯახების მიზეზი?

  1. 1 მხოლოდ მძღოლის უყურადღებობა
  2. 2 მხოლოდ წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან არსათანადოდ დაცული დისტანცია
  3. 3 მხოლოდ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების უეცარი და მკვეთრი დამუხრუჭება
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო.
ბილეთი #911 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

“სამუხრუჭო მანძილი” არის:

  1. 1 კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური მანძილი, რომლის ფარგლებშიც სავალდებულოა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გაჩერება
  2. 2 გზაზე მოძრაობის შენელების ზოლის სიგრძე
  3. 3 მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 68-ე პუნქტის თანახმად, „სამუხრუჭე მანძილი“ - მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე.
ბილეთი #1003 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით მოძრავ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მინიჭებული პრიორიტეთით სარგებლობის უფლება აქვს:

  1. 1 მხოლოდ მაშინ, როცა იგი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ არცერთ შემთხვევაში
  3. 3 ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა უთმობენ, თუ არა მას გზას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ.
ბილეთი #1085 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

მკვეთრი დამუხრუჭებით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დასაშვებია:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 მხოლოდ მარეგულირებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით
  4. 4 მხოლოდ შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალების ერთობლივად ჩართვის შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა.
ბილეთი #1294 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია:

  1. 1 პერიოდული მდორე დამუხრუჭება ჩართული გადაბმულობითა და გადაცემათა კოლოფით
  2. 2 პერიოდული მკვეთრი დამუხრუჭება გამორთული გადაბმულობით
  3. 3 დამუხუჭება ძრავით
კანონის ახსნა
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია - დამუხრუჭება ძრავით. რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს.
ბილეთი #1295 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა გადაცემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს რომ:

  1. 1 რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გადაცემა
  2. 2 რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა
  3. 3 გადაცემის შერჩევა დამოკიდებული არ არის დაღმართის სიმკვეთრეზე
კანონის ახსნა
რაც უფრო მკვეთრია დაღმართი მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს.
ბილეთი #1304 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მძღოლმა უნდა მოახდინოს:

  1. 1 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით თვლების სრულ ბლოკირებამდე
  2. 2 თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე
კანონის ახსნა
ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მიიღწევა თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე.
ბილეთი #1307 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:

  1. 1 იზრდება
  2. 2 არ იცვლება
  3. 3 მცირდება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა მცირდება.
ბილეთი #1381 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?

  1. 1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
  2. 2 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
  3. 3 მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე
კანონის ახსნა
სამუხრუჭო მანძილის მნიშვნელობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე, ასევე გზის საფარის მდგომარეობაზე და სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე.
ბილეთი #1428 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:

  1. 1 საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა
  2. 2 სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  4. 4 სამუხრუჭო მანძილის შემცირება
კანონის ახსნა
ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭო სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შენცირება.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.