საგზაო მონიშვნა

24 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნა, მისი პრიორიტეტი ნიშნებთან.

ბილეთი #347 საგზაო მონიშვნა

თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:

  1. 1 საგზაო მონიშვნის მოთხოვნები
  2. 2 საგზაო ნიშნების მოთხოვნები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს საგზაო ნიშნების მოთხოვნები.
ბილეთი #400 საგზაო მონიშვნა

თუ უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან მოწყობილობა განლაგებულია ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე, მძღოლმა მას უნდა შემოუაროს:

  1. 1 მხოლოდ მარცხენა მხრიდან
  2. 2 მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
  3. 3 მარჯვენა, ან მარცხენა მხრიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.
ბილეთი #876 საგზაო მონიშვნა

თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:

  1. 1 სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები
  2. 2 უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად
  3. 3 როგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.
ბილეთი #877 საგზაო მონიშვნა

მძღოლებმა, რომლებიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებენ, უნდა:

  1. 1 გაზარდონ სიჩქარე, რათა სწრაფად გაიარონ და არ შეაფერხონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი
  2. 2 გაჩერდნენ გვერდულასთან და არ დაიძრან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაგრძელებამდე
  3. 3 შეამცირონ სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომის ან გადმოსხდომის შესაძლებლობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.
ბილეთი #948 საგზაო მონიშვნა

შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:

  1. 1 ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
  2. 2 თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით
  3. 3 კონონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.
ბილეთი #952 საგზაო მონიშვნა

ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:

  1. 1 მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან
  2. 2 მხოლოდ მარცხენა მხრიდან
  3. 3 მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: ბ) უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.
ბილეთი #1194 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1194 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) მიუთითებს:

  1. 1 გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს
  2. 2 მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე
  3. 3 მანძილს გზის სხვა მხარეს მდებარე ობიექტამდე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).
ბილეთი #1195 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1195 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე?

  1. 1 მხოლოდ II და III
  2. 2 მხოლოდ I და IV
  3. 3 მხოლოდ IV
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.3, 8.1,4 პუნქტების თანახმად, დაფები 8.1.3 და 8.1.4 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.
ბილეთი #1197 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1197 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ I
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 მხოლოდ IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.
ბილეთი #1200 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1200 — სიტუაციის სურათი

მოცემული დაფებიდან რომელი მიუთითებს დგომის ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულზე?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.3 პუნქტის თანახმად, დაფა 8.2.3 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს.
ბილეთი #1202 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1202 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი აწვდის მძღოლს ინფორმაციას დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის თაობაზე?

  1. 1 მხოლოდ III
  2. 2 მხოლოდ I
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 მხოლოდ II და III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.4 პუნქტის თანახმად, დაფა 8.2.4 „მოქმედების ზონა”- მძღოლს აწვდის ინფორმაციას მისი 3.27–3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონაში ყოფნის თაობაზე.
ბილეთი #1204 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1204 — სიტუაციის სურათი

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან მოძრაობის მიმართულებას, უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისაკენ?

  1. 1 მხოლოდ I და III
  2. 2 მხოლოდ I
  3. 3 მხოლოდ II
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.3.1-8.3.3 პუნქტების თანახმად, დაფები 8.3.1-8.3.3 „მოქმედების მიმართულება” - მიუთითებს გზაჯვარე¬დინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისაკენ მოძრაო¬ბის მიმართულებას.
ბილეთი #1210 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1210 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომლის მოქმედება ვრცელდება შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში?

  1. 1 მხოლოდ III
  2. 2 მხოლოდ I და IV
  3. 3 მხოლოდ II და III
  4. 4 მხოლოდ I
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.5.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.5.1 „შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები” - მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები. ამავე თავის 8.5.5-8.5.7 პუნქტების თანახმად დაფები 8.5.5–8.5.7 „მოქმედების დრო” - მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი.
ბილეთი #1212 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1212 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომელი მიუთითებს დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი?

  1. 1 მხოლოდ II და IV
  2. 2 მხოლოდ I
  3. 3 მხოლოდ II და III
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.5.2 და 8.5.3 პუნქტების თანახმად, დაფები 8.5.2 „სამუშაო დღეები” და 8.5.3 „კვირის დღეები” - მიუთითებენ კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშანი. ამავე თავის 8.5.5-8.5.7 პუნქტების თანახმად დაფები 8.5.5–8.5.7 „მოქმედების დრო” - მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი.
ბილეთი #1214 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1214 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი, მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი?

  1. 1 მხოლოდ III
  2. 2 მხოლოდ IV
  3. 3 მხოლოდ II და IV
  4. 4 მხოლოდ I
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.5.5-8.5.7 პუნქტების თანახმად დაფები 8.5.5–8.5.7 „მოქმედების დრო” - მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი.
ბილეთი #1248 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1248 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?

  1. 1 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  2. 2 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლს
  3. 3 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.11 ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე¬ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.
ბილეთი #1249 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1249 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება?

  1. 1 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
  2. 2 არცერთი ავტომობილის მძღოლს
  3. 3 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი ან ორზე მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
ბილეთი #1254 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1254 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერები აღნიშნავენ:

  1. 1 გზის (მარშრუტის) ნომერს
  2. 2 შესაბამისი ნომრის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ მოძრაობის ზოლებს
  3. 3 მანძილს უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.22 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.22 აღნიშნავს გზის (მარშრუტის) ნომერს.
ბილეთი #1255 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1255 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი ყვითელი მონიშვნა აღნიშნავს:

  1. 1 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და ტაქსის სადგომს
  2. 2 ხაგრძლივი დასვენებისთვის დგომის ადგილს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.17 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.17 ყვითელი ხაზი აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს და ტაქსის სადგომს.
ბილეთი #1256 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1256 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი განივი მონიშვნა აღნიშნავს ადგილს, სადაც:

  1. 1 ქვეითთა ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს
  2. 2 საველოსიპედო ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.15 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.15 აღნიშნავს ადგილს, სადაც ველობილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.