საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი

13 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ქვეითის უპირატესობა ეზოში და სამარშრუტო ტრანსპორტის პრიორიტეტი.

ბილეთი #59 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი
ბილეთი #59 — სიტუაციის სურათი

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში:

  1. 1 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ
  2. 2 მხოლოდ ქვეითის მიმართ
  3. 3 როგორც მოტოციკლის მძღოლის, ასევე ქვეითის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
ბილეთი #266 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი

თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, ქვეითის გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც:

  1. 1 არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს
  2. 2 გამყოფი ზოლია და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.
ბილეთი #268 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი

იქ სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, გზის სავალ ნაწილზე ქვეითი უნდა გადავიდეს:

  1. 1 როგორც მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, ასევე მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ
  2. 2 მხოლოდ გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ
  3. 3 მხოლოდ მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის განსაზღვრის შემდეგ
  4. 4 მხოლოდ მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის განსაზღვრის შემდეგ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იქ სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრამდე და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე.
ბილეთი #503 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი
ბილეთი #503 — სიტუაციის სურათი

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. 2 მხოლოდ ქვეითების მიმართ
  3. 3 მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
  4. 4 როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
ბილეთი #513 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი
ბილეთი #513 — სიტუაციის სურათი

აქვთ თუ არა უფლება საცხოვრებელ ზონაში მოძრავ ქვეითებს უსაფუძვლოდ შეაფერხონ თეთრი ავტომობილის მოძრაობა?

  1. 1 არ აქვთ უფლება
  2. 2 აქვთ უფლება, ვინაიდან საცხოვრებელ ზონაში ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
ბილეთი #519 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი
ბილეთი #519 — სიტუაციის სურათი

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლების მიმართ
  2. 2 მხოლოდ ქვეითების მიმართ
  3. 3 მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
  4. 4 მხოლოდ მოპედის მძღოლის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - აღნიშნავს 5.21 „საცხოვრებელი ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს.
ბილეთი #534 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი

ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ მოძრაობის უპირატესობა ენიჭებათ:

  1. 1 მძღოლებს
  2. 2 ქვეითებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
ბილეთი #619 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი
ბილეთი #619 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში, რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელამდე, 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარცხენა მხარეს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” და 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე; ბ) 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.10 „გასახსნელი ხიდი”, 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი”, 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი”, 1.24 „ბავშვები” და 1.26 „საგზაო სამუშაოები” ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები - დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე; ვ) 1.4.1-1.4.3„რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4-1.4.6 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” ნიშნები - მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშნებთან ერთად. ნიშნები 1.4.3 და 1.4.6 იდგმება მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებთან, ხოლო ნიშნები 1.4.2 და 1.4.5 - დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებითი 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის.
ბილეთი #624 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი
ბილეთი #624 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდულ ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.12.1 და 1.12.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.12.1, 1.12.2 „სახიფათო მოსახვევი” - აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს: 1.12.1 – მარჯვნივ, 1.12.2 – მარცხნივ.
ბილეთი #629 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი
ბილეთი #629 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.15 „ციცაბო აღმართი”- იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.
ბილეთი #634 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი
ბილეთი #634 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის გზისპირის მდგომარეობა არ შეესაბამება არსებულ სტანდარტებს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.20 „სახიფათო გზისპირი“ - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის გზისპირის მდგომარეობა არ შეესაბამება არსებულ სტანდარტებს.
ბილეთი #637 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი
ბილეთი #637 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება მარცხენა მხრიდან?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.
ბილეთი #1050 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი

ჩასასხდომი ბაქანის არ არსებობის შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია:

  1. 1 მხოლოდ სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს
  2. 2 მხოლოდ სავალი ნაწილის შუაში დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულზე
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
  4. 4 მხოლოდ ტროტუარზე ან გვერდულაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ გზის სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მისი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.