მოძრაობა ავტომაგისტრალზე

22 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ვის ეკრძალება შესვლა, უკუსვლა, გაჩერება და მოძრაობის განსაკუთრებული წესები.

ბილეთი #1710 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 250 ლარით
  2. 2 დაჯარიმებას 300 ლარით
  3. 3 დაჯარიმებას 300 ლარითა და სატრანსპორტო საშუალების უფლების შეჩერება 3 თვის ვადით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1191-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.
ბილეთი #1724 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
  2. 2 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 1 წლით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.