სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

22 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

რეაქციის დრო, დამუხრუჭების მანძილი, უსაფრთხო დისტანცია და ინტერვალი.

ბილეთი #1695 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:

  1. 1 სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
  2. 2 ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
  3. 3 დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
კანონის ახსნა
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე.
ბილეთი #1728 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

თუ ავტომობილი აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS):

  1. 1 მძღოლს შეუძლია დამუხრუჭება დაიწყოს მოგვიანებით, რადგან სამუხრუჭო მანძილი მცირდება
  2. 2 მატულობს სამუხრუჭო სისტემის სიმძლავრე
  3. 3 ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია
კანონის ახსნა
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS) აღჭურვილი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ სამართავია.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.