ასაკი, განლაგება სავალ ნაწილზე, აკრძალვები და პირუტყვის გადარეკვა.
ბილეთი #997ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას შესაბმელი, სასაპალნე ან საჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრეებმა, მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიონ:
1მხოლოდ უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
2წინ -სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე, ხოლო უკან - სულ მცირე ერთი წითელი სინათლე
3მხოლოდ წინ -სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას: ბ) შესაბმელი, სასაპალნე ან დასაჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრემ მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან. ამ სინათლის წყაროდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი მოწყობილობა.
ბილეთი #1183ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ავტომაგისტრალთან სხვა გზიდან ამოსასვლელის შერწყმის ადგილს?
1I
2II
3III
4IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.36 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.36 „შერწყმის ადგილი“ - ავტომაგისტრალთან სხვა გზიდან ამოსასვლელის (გაქანების ზოლის) შერწყმის ადგილი.
ბილეთი #1218ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება ავტომატარებელზე და შესახსრებულ ავტობუსზე?
1მხოლოდ I
2მხოლოდ II
3მხოლოდ III
4სამივე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ა) „ავტომატარებელი“ – კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული, ერთმანეთისაგან 150-დან 300 მმ-მდე დაშორებული სამი ნარინჯისფერი მაშუქი – მაგრდება ავტომატარებელსა და შესახსრებულ ავტობუსზე.
ბილეთი #1222ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უმისოდ აღემატება 20 მეტრს, და ავტომატარებელზე ორი ან მეტი მისაბმელით?
1მხოლოდ III
2მხოლოდ II
3მხოლოდ I
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ე) „გრძელი სატრანსპორტო საშუალება“ – არანაკლებ 1200X200 მმ ზომის, ყვითელი მართკუთხედი 40 მმ სიგანის წითელი არშიით და შუქამრეკლი ზედაპირით – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უიმისოდ აღემატება 20 მეტრს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე, რომელშიც ორი ან ორზე მეტი მისაბმელია. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დამაგრება შეუძლებელია, დასაშვებია დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი სატრანსპორტო საშუალების ღერძის სიმეტრიულად.
ბილეთი #1270ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
რომელ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ველოსიპედის მძღოლს
2მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.
ბილეთი #1333ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადადის საქონლის ჯოგი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე აღარ შეიძლება გამოვიდეს ცალკეული საქონელი
2ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე კიდე შეიძლება გამოვიდეს ჯოგს ჩამორჩენილი ცალკეული საქონელი
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადადის საქონლის ჯოგი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯოგის გადასვლის შემდეგ გზის სავალ ნაწილზე შეიძლება გამოვიდეს ერთეული ცხოველები.
ბილეთი #1335ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1მხოლოდ გარემოება, რომ ის შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან
2მხოლოდ გარემოება, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობს უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
3რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
4მხოლოდ გარემოება, რომ მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და წაიქცეს
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობენ უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები, ასევე შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდნენ უკან და მან შეიძლება დაკარგონ წონასწორება და წაიქცნენ.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.