„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის პერიოდები მოიცავს მართვის ნებისმიერ დროს:
1როგორც ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე, ასევე იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს
2მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე
3მხოლოდ იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის პერიოდები მოიცავს მართვის ნებისმიერ დროს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე და იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს.
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, თუ მძღოლი მართავს საკონტროლო მოწყობილობით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას მას უნდა შეეძლოს წარადგინოს ჩანაწერები მართვისა და დასვენების დროის შესახებ:
1ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარე დღის და წინა 28 კალენდარულ დღის
2ანალოგიური ტაქოგრაფების შემთხვევაში მხოლოდ მიმდინარე დღის
3ციფრული ტაქოგრაფების შემთხვევაში წინა 14 კალენდარული დღის
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, თუ მძღოლი მართავს საკონტროლო მოწყობილობით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებას მას უნდა შეეძლოს წარადგინოს ჩანაწერები მართვისა და დასვენების დროის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მიმდინარე დღეს და წინა 28 კალენდარულ დღეს.
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული საკონტროლო მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ დაფიქსირდეს:
1როგორც სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე და გავლილი მანძილი, ასევე მართვის, დასვენებისა და შესვენების ხანგრძლივობა
2მხოლოდ დასვენების და შესვენების ხანგრძლივობა
3მხოლოდ მართვის ხანგრძლივობა
4მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე და გავლილი მანძილი
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული საკონტროლო მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ დაფიქსირდეს: 1. სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე და გავლილი მანძილი. 2. მართვის ხანგრძლივობა. 3. დასვენების და შესვენების ხანგრძლივობა.
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
2სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა
3მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
კანონის ახსნა
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.