მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

66 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ზოლის შეცვლა, მოხვევა, უკუსვლა და ავტომობილის სწორი განლაგება.

ბილეთი #950 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
  2. 2 თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.
ბილეთი #951 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:

  1. 1 არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
  2. 2 არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
ბილეთი #1048 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:

  1. 1 გვირაბში
  2. 2 ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ
  3. 3 გზაჯვარედინზე
  4. 4 რკინიგზის გადასასვლელზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე.
ბილეთი #1058 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

აკრძალულია თუ არა გზაზე იმ ორი ან ორზე მეტი წამყვანღერძიანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის, თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას?

  1. 1 არ არის აკრძალული, თუ თითოეულ ღერძზე დატვირთვა არ აღემატება 12,5 ტონას
  2. 2 არ არის აკრძალული, თუ იგი არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გზაზე მოძრაობს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდგომ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად
  3. 3 აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ თანახმად, აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის: ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.
ბილეთი #1334 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:

  1. 1 მხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს
  2. 2 მხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს
  3. 3 მხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ
  4. 4 რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
კანონის ახსნა
თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ, ასევე შეიძლება მკვეთრად შეამციროს სიჩქარე და გადამავალი ქვეითების გზის დათმობის გამო შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს.
ბილეთი #1430 მოძრაობის დაწყება, მანევრირება, განლაგება

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაში არ უნდა მისცეს მძღოლმა მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მანევრის დაწყებამდე?

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიგნალმა შეიძლება შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის უკან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი. მოხვევის შუქ-მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიცემული უნდა იქნეს დროულად, მანევრის დაწყების წინ და უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთანავე, სიგნალმა არ უნდა შეაცდინოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.