ბილეთების სრული სია

1073 ოფიციალური ბილეთი — C1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1671 მოძრაობის უსაფრთხოება

აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს გადასაზიდი ტვირთის შემცველობის გადამოწმება?

  1. 1 აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
  2. 2 არ აქვს უფლება
  3. 3 აქვს უფლება
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.
ბილეთი #1672 მოძრაობის უსაფრთხოება

იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნმა გადამზიდველს მოსთხოვა გადასაზიდი ტვირთის შემცველობის, წონის ან სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება:

  1. 1 უნდა შესრულდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
  2. 2 გადამოწმების შედეგად უნდა შედგეს ე.წ. „რევიზიის აქტი“
  3. 3 გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში
  4. 4 გადამოწმების შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.
ბილეთი #1673 მოძრაობის უსაფრთხოება

გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი სწორი არ არის
  2. 2 მხოლოდ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მონაცემები და გარემოება
  4. 4 მხოლოდ ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: - ა. ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; - ბ. ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.
ბილეთი #1674 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ:

  1. 1 გადამზიდველს არც ზედნადები და არც ტვირთი არ მიუღია
  2. 2 გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს
  3. 3 გადამზიდველს ტვირთი არ მიუღია
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს.
ბილეთი #1675 მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის გადაზიდვისას, ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის პასუხს აგებს:

  1. 1 გადამზიდველი
  2. 2 ტვირთის მიმღები
  3. 3 გამგზავნი
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 679-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის; მას არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა.
ბილეთი #1676 მოძრაობის უსაფრთხოება

ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის გადამზიდველს:

  1. 1 შეიძლება დაეკისროს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა
  2. 2 არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 679-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის; მას არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა.
ბილეთი #1677 მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან მიტანის ვადის გადაცილებისათვის გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ:

  1. 1 აღნიშნული იმ უფლებამოსილი პირის ბრალით ან/და ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს
  2. 2 აღნიშნული მოხდა გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლის გამო ან ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალით
  3. 3 გადაზიდვის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან მიტანის ვადის გადაცილებისათვის გადამზიდველის პასუხისგებლობას
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.
ბილეთი #1678 მოძრაობის უსაფრთხოება

რა შემთხვევაში არ ეკისრება პასუხიმგებლობა გამგზავნს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას?

  1. 1 იმ შემთხვევაში, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს
  2. 2 იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვალდებულებას არ ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
  3. 3 იმ შემთხვევაში თუ ზედნადებში გაკეთებულია სპეციალური აღნიშვნა, რომლის თანახმად გამგზავნს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 678-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას, ასევე უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ხარჯებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს.
ბილეთი #1679 მოძრაობის უსაფრთხოება

ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები ტვირთის გადაცემის დღისა და ადგილის, ასევე ტვირთის მიტანის ადგილის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება:

  1. 1 გამგზავნს
  2. 2 გადამზიდველს
  3. 3 ტვირთის მიმღებს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი 674-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ვ", "ზ", "თ" და "კ" ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები. ხოლო ამავე კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ზედნადები უნდა შეიცავდეს მონაცემებს ტვირთის გადაცემის დღისა და ადგილის, ასევე ტვირთის მიტანის ადგილის შესახებ.
ბილეთი #1680 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მსჯელობაა სწორი? გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები:

  1. 1 გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯების შესახებ (გადაზიდვის ფასი, დამატებით ხარჯების, იმპორტის გადასახადები და სხვა ხარჯები, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
  2. 2 ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებისა და შეფუთვის სახის შესახებ, აგრეთვე საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნების შესახებ
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი 674-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ვ", "ზ", "თ" და "კ" ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები. ხოლო ამავე კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად ზედნადები უნდა შეიცავდეს მონაცემებს ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახის, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნის შესახებ.
ბილეთი #1681 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა:

  1. 1 ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 15 სამუშაო დღისა
  2. 2 ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღისა
  3. 3 ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის თანახმად ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, - გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.
ბილეთი #1682 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა:

  1. 1 ტვირთი არ არის მიტანილი გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში
  2. 2 ტვირთი არ არის მიტანილი გამოგზავნიდან ერთი კალენადრული წლის განმავლობაში
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის თანახმად ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, - გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.
ბილეთი #1683 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ:

  1. 1 ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
  2. 2 ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
  3. 3 ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 20 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.
ბილეთი #1684 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად:

  1. 1 გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ
  2. 2 გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან არაუმეტეს 50 დღის განმავლობაში
  3. 3 გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან 60 დღის შემდეგ
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.
ბილეთი #1685 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია:

  1. 1 გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი - დააზღვიოს ეს ტვირთი
  2. 2 შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობა
  3. 3 ტვირთის გადაზიდვის პირობები წინასწარ შეათანხმოს საგადასახადო ორგანოსთან
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი - დააზღვიოს ეს ტვირთი. თუ ეს ვალდებულება არ არის შეტანილი ზედნადებში, მაშინ გამგზავნსა და მიმღებს ევალებათ სხვა საშუალებებით დაამტკიცონ, რომ გადამზიდველმა ზუსტად იცოდა ტვირთის სახეობა და მოსალოდნელი საფრთხე.
ბილეთი #1686 მოძრაობის უსაფრთხოება

გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს ტვირთი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე, თუ:

  1. 1 არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამგზავნი დროულად ვერ უზრუნველყობს ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გადახდას
  2. 2 აღნიშნული ტვირთი არის საფრთხის შემცველი, რომლის საფრთხის შესახებაც გამგზავნის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო მან არაფერი იცოდა
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფრთხეშემცველი ტვირთი, რომლის საფრთხის შესახებაც გამგზავნის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო გადამზიდველმა არაფერი იცოდა, გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს იგი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე; გამგზავნი ასევე აგებს პასუხს ამ ტვირთის გადასაზიდად გადაცემით ან გადაზიდვებით გამოწვეული ზიანისა და ხარჯებისათვის.
ბილეთი #1687 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება:

  1. 1 ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით
  2. 2 ტვირთის გადაზიდვის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიდოში დაფიქსირებული ანალოგიური სახეობის ტვირთის მაქსიმალური ფასის მიხედვით
  3. 3 ტვირთის მიმღებისათვის გადაცემის ადგილსა და დროისათვის მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით.
ბილეთი #1688 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ:

  1. 1 მიმღებმა ტვირთი არ ჩაიბარა
  2. 2 მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა მისი მდგომარეობის განუსაზღვრელად
  3. 3 მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში.
ბილეთი #1689 მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:

  1. 1 ტვირთის გამოგზავნის დღიდან
  2. 2 ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების დღიდან, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში - ტვირთის ჩაბარებისათვის დადგენილ დღიდან
  3. 3 მიმღების მიერ განხორციელებული რეკლამაციის (პრეტენზიის) დღიდან
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი გამოგზავნის დღიდან.
ბილეთი #1690 მოძრაობის უსაფრთხოება

განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას, გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს:

  1. 1 ერთ წელს
  2. 2 ორ წელს
  3. 3 სამ წელს
  4. 4 ხუთ წელს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.