მოძრაობის უსაფრთხოება

129 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღვედი, ალკოჰოლი, დაღლილობა, ამინდი, ქცევა ავარიის დროს.

ბილეთი #1577 მოძრაობის უსაფრთხოება

მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:

  1. 1 უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
  2. 2 უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
კანონის ახსნა
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.
ბილეთი #1579 მოძრაობის უსაფრთხოება

სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:

  1. 1 უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
  2. 2 უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
  3. 3 როგორც სინამდვილეშია
კანონის ახსნა
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია.
ბილეთი #1591 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?

  1. 1 მხედველობის არე ფართოვდება
  2. 2 მხედველობის არე არ იცვლება
  3. 3 მხედველობის არე ვიწროვდება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას მძღოლის მხედველობის მხედველობის არე ვიწროვდება.
ბილეთი #1608 მოძრაობის უსაფრთხოება

ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?

  1. 1 მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
  3. 3 მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
  4. 4 მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.
ბილეთი #1609 მოძრაობის უსაფრთხოება

საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრხე იზრდება:

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.
ბილეთი #1635 მოძრაობის უსაფრთხოება

ჩამოთვლილი გარემოებიდან, რომელი მიანიშნებს ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯვის მკვეთრ მომატებაზე?

  1. 1 მხოლოდ მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  3. 3 მხოლოდ მაყუჩიდან ჟონვადი კონდენსირებული სითხე
კანონის ახსნა
ჩამოთვლილი გარემოებიდან, ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯის მკვეთრ მომატებაზე მიანიშნებს მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი.
ბილეთი #1650 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ უნდა მოიქცეს უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება?

  1. 1 სიჩქარის შემცირებისას ყოველთვის გამოიყენოს სადგომი მუხრუჭი
  2. 2 მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოქმედება სწორია
კანონის ახსნა
უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება უნდა მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას.
ბილეთი #1651 მოძრაობის უსაფრთხოება

რა ფუნქციას ასრულებს უსაფრთხოების ღვედი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს?

  1. 1 მხოლოდ მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას
  2. 2 მხოლოდ აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან
  3. 3 ასრულებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს უსაფრთხოების ღვედი როგორც აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან, ასევე მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას.
ბილეთი #1652 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი, თუ საწევარასა და ნახევარმისაბმელის დამაკავშირებელ მოწყობილობაზე წარმოიშვა ისეთი სახის გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი განცალკევება?

  1. 1 ნახევარმისაბმელის უკანა მხარეს დაამაგროს საავარიო ნიშანი და გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილას
  2. 2 სახელდახელოდ დააყენოს დამატებითი სამაგრები და მინიმალური სიჩქარით გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილზე ან სადგომზე
  3. 3 შეწყვიტოს მოძრაობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას.
ბილეთი #1653 მოძრაობის უსაფრთხოება

ჩამოთვლილიდან რომელი მოთხოვნა უნდა იქნეს დაცული ავტომობილის სატვირთო განყოფილებაში ტვირთის განთავსებისას?

  1. 1 მხოლოდ ის, რომ ტვირთი უნდა განთავსდეს რაც შეიძლება დაბლა
  2. 2 მხოლოდ ის, რომ ტვირთი უნდა განთავსდეს მაქსიმალურად თანაბრად სატვირთო განყოფილების იატაკის ზედაპირზე
  3. 3 დაცული უნდა იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
  4. 4 მხოლოდ ის, რომ ტვირთის განთავსებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ღერძებზე ნებადართული დატვირთვები.
კანონის ახსნა
ავტომობილის სატვირთო განყოფილებაში ტვირთის განთავსებისას ტვირთი უნდა განთავსდეს, მაქსიმალურად თანაბრად სატვირთო განყოფილების იატაკის ზედაპირზე რაც შეიძლება დაბლა, ასევე ტვირთის განთავსებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ღერძებზე ნებადართული დატვირთვები.
ბილეთი #1654 მოძრაობის უსაფრთხოება

რა ფუნქციებს ასრულებს რესივერი ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში?

  1. 1 ზრდის დამუხრუჭების ძალას
  2. 2 უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას
  3. 3 უზრუნველყობს ჰაერიდან კონდენსატის გამოყოფას
  4. 4 ზრდის ჰაერის წნევას
კანონის ახსნა
ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში, რესივერი უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას.
ბილეთი #1655 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?

  1. 1 უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
  2. 2 დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
  3. 3 დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
  4. 4 დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
კანონის ახსნა
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება.
ბილეთი #1660 მოძრაობის უსაფრთხოება

დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:

  1. 1 ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
  2. 2 შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
  3. 3 განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
ბილეთი #1661 მოძრაობის უსაფრთხოება

შეიძლება თუ არა გადამზიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით?

  1. 1 არ შეიძლება
  2. 2 შეიძლება
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
ბილეთი #1663 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?

  1. 1 ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
  2. 2 ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 670-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
ბილეთი #1664 მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის გადაზიდვისათვის ზედნადები დგება:

  1. 1 სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი, ამასთან პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი
  2. 2 ორ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გადამზიდველი და მიმღები, ამასთან პირველი პირი რჩება გადამზიდველს, ხოლო მეორე - ტვირთის მიღებასთან ერთად გადაეცემა მიმღებს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტვირთის გადაზიდვისათვის ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
ბილეთი #1665 მოძრაობის უსაფრთხოება

აქვს თუ არა გადამზიდველს ტრანსპორტის ან ტვირთის სახეობების შესაბამისი რაოდენობის ზედნადების შედგენის მოთხოვნის უფლება?

  1. 1 არ აქვს უფლება, ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულია ზედნადების, მხოლოდ ორ ეგზემპლიარად შედგენა
  2. 2 აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი ვადა 60 კალენდარულ დღეზე მეტია
  3. 3 აქვს უფლება, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.
ბილეთი #1666 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?

  1. 1 ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას
  2. 2 ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას
  3. 3 ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
  4. 4 ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - დ. ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს; - ვ. ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას; - თ. ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას.
ბილეთი #1667 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?

  1. 1 გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს
  2. 2 მისი გაცემის დღესა და ადგილს
  3. 3 გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
  4. 4 ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - ა. გაცემის დღესა და ადგილს; - ზ. გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს; - ი. გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე).
ბილეთი #1668 მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ დამატებით მონაცემს არ შეიძლება შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?

  1. 1 ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას
  2. 2 სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას
  3. 3 ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს
  4. 4 საჭიროების შემთხვევაში, ზედნადები შეიძლება შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ მონაცემს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს: - ა. სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას; - ბ. ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს; - გ. ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.