მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

56 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ძირითადი მოვალეობები, საცნობი ნიშნები და საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნები.

ბილეთი #37 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
ბილეთი #37 — სიტუაციის სურათი

მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“ - საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების განმასხვავებელი ნიშანი. ნიშანი არის ელიფსის ფორმის, რომლის ღერძების სიგრძე არანაკლებ 0,175მ X 0,115 მ-ია. ნიშანში ჩაწერილია საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. ლათინური ასოების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 0,08 მ-ისა. ისინი გამოსახულია არა ნაკლებ 0,01 მ-ის სიგანის შტრიხებით. ასოები დაიტანება შავი საღებავით თეთრ ფონზე (თეთრი ფონი შეიძლება შუქამრეკლი მასალისგან იყოს დამზადებული). სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანი ისე უნდა დამაგრდეს რომ ის რეგისტრაციის ნომრად (სახელმწიფო სანომრე ნიშნად) არ იქნეს აღთქმული ან არ გაუარესდეს მისი წაკითხვა.
ბილეთი #62 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 მხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში
  2. 2 მხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში
  3. 3 როგორც შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების, აგრეთვე ამ უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მძღოლს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესაბამისი მართვის უფლების მინიჭების შემდეგ, მძღოლს ეკრძალება ამ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვების გარეშე, აგრეთვე ამ უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში.
ბილეთი #123 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

ვალდებულია თუ არა მძღოლი გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია?

  1. 1 არ არის ვალდებული
  2. 2 ვალდებულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, მძღოლი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.
ბილეთი #125 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის და მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ მათში ასახული მონაცემები:

  1. 1 შესრულებული არ არის ქართული ასოებით, მაგრამ შესრულებულია ლათინური ასოებით
  2. 2 შესრულებული არ არის ლათინური ასოებით, მაგრამ შესრულებულია ქართული ასოებით
  3. 3 შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე იმ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც იგი მართავს, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში/დოკუმენტებში ასახული მონაცემები შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით.
ბილეთი #130 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში, მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლისას, სადაც საქართველოს იურიდიქცია არ ვრცელდება, ვალდებულია თუ არა მძღოლი თან იქონიოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განკარგვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან განკარგვის ან მისით სარგებლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი -მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
ბილეთი #133 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს:

  1. 1 როგორც ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით მოძრაობა, ასევე შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა
  2. 2 მხოლოდ ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით მოძრაობა
  3. 3 მხოლოდ შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკურად გამართული საკონტროლო მოწყობილობით (ტაქოგრაფით) მოძრაობა, აგრეთვე შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა.
ბილეთი #260 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითებისთვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი გზის სავალ ნაწილზე არ უნდა გადავიდეს:

  1. 1 მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე
  2. 2 ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლისას, თუ გადასასვლელზე არ არსებობს, ან არ მუშაობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულირება ხორციელდება სატრანსპორტო შუქნიშნით მეშვეობით, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე, ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა.
ბილეთი #335 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 მხოლოდ მიიღოს საჭირო ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
  2. 2 მხოლოდ ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები
  3. 3 მხოლოდ მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად
  4. 4 შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ქმედება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მიიღოს ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები.
ბილეთი #390 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
ბილეთი #390 — სიტუაციის სურათი

რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?

  1. 1 სამი
  2. 2 ოთხი
  3. 3 ერთი
  4. 4 ორი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) არის გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულისა, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა). ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, გზა არის მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ასევე რამოდენიმე, გამოყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული, ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს.
ბილეთი #391 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
ბილეთი #391 — სიტუაციის სურათი

რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?

  1. 1 ოთხი
  2. 2 ორი
  3. 3 ერთი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) არის გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულისა, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა). ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, გზა არის მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ასევე რამოდენიმე, გამოყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული, ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს.
ბილეთი #878 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

ქვეითთა გადასასვლელზე შესვლამდე მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ:

  1. 1 გადასასვლელზე საპირისპირო მიმართულებიდან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება
  2. 2 იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე
  3. 3 გადასასვლელის ზედპირი არ არის მოყინული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა შევიდეს ქვეითთა გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დაურწმუნდება, რომ ის იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე.
ბილეთი #879 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

უპირატესობა (პრიორიტეტი) არის:

  1. 1 საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით
  2. 2 საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება არ განახორციელოს მანევრი, თუკი ეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის უეცრად შეცვალოს სიჩქარე ან მიმართულება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 84-ე პუნქტის თანახმად, უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით.
ბილეთი #880 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„ავტობუსი’’ არის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია:

  1. 1 მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება
  2. 2 მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება
  3. 3 ტვირთის გადასაზიდად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 12 000 კგ-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება.
ბილეთი #881 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

“ავტომატარებელი” არის:

  1. 1 სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
  2. 2 ავტობუსის 1200 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
  3. 3 მსუბუქი ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან/მისაბმელებთან კომბინაცია.
ბილეთი #883 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„არასაკმარის ხილვადობად“ ითვლება გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, გზის ხილვადობის შემცირება:

  1. 1 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
  2. 2 500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
  3. 3 600 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება.
ბილეთი #884 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„გამყოფი ზოლი“ არის:

  1. 1 გზის ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის გამოიყენება
  2. 2 გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს გზის სავალი ნაწილი
  3. 3 კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.
ბილეთი #887 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

გარდა სავალი ნაწილისა, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელ ელემენტს შეიძლება მოიცავდეს გზა?

  1. 1 მხოლოდ ველობილიკს
  2. 2 მხოლოდ ტრამვაის ლიანდაგს და ტროტუარს
  3. 3 როგორც ტრამვაის ლიანდაგს, ასევე ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს
  4. 4 მხოლოდ გვერდულას და გამყოფ ზოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, გზა - მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამოდენიმე, გამოყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული, ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს.
ბილეთი #888 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„გზაჯვარედინი“ არის:

  1. 1 სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილების კვეთა
  2. 2 ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით
  3. 3 მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელებისა და გზების კვეთა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი - ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.
ბილეთი #891 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„დასახლებული პუნქტი“ არის:

  1. 1 განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით
  2. 2 ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის
  3. 3 ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, დასახლებული პუნქტი - განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
ბილეთი #892 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„დატვირთული მასა“ არის:

  1. 1 ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
  2. 2 მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგითა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) - მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.