„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე რომელი ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა შეუძლია?
1„D1E“
2„D1E“ და „C1E“
3„C1E“
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
აქვს თუ არა უფლება „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
აქვს თუ არა უფლება „CE“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
„C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან სამი წლის შემდეგ, უფლება აქვს დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანოს:
18-ზე მეტი მგზავრი
2არა უმეტეს 8 მგზავრისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.
გზაჯვარედინზე, მოცემული საგზაო მონიშვნის არსებობისას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მოძრაობა გააგრძელოს:
1მხოლოდ C მიმართულებით
2როგორც A და B, ასევე C მიმართულებით
3მხოლოდ B მიმართულებით
4მხოლოდ A მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.7 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.7 წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით - აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში. 1.7 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
რომელი შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად ხდება მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში?
1შეთანხმება სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ
2„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმება (AETR)
3შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის შესახებ
კანონის ახსნა
მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში ხდება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR). მოთხოვნათა შესაბამისად.
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს:
1ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას 100 კმ-ზე მეტ მანძილზე
2ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც.
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
2სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა
3მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
კანონის ახსნა
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.