ბილეთების სრული სია

966 ოფიციალური ბილეთი — D1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1259 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1259 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერა “BUS” აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია:

  1. 1 ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებებისათვის
  2. 2 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის
  3. 3 ველოსიპედებისა და მოპედებისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.23 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.23 აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.
ბილეთი #1260 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1260 — სიტუაციის სურათი

გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა აფრთხილებს:

  1. 1 სავალი ნაწილის შევიწროებასთან, მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა მიახლოების შესახებ
  2. 2 სახიფათო მოსახვევიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.19 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.19 იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა, ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.21.1–1.21.3 ნიშნებთან ერთად.
ბილეთი #1261 საგზაო მონიშვნა
ბილეთი #1261 — სიტუაციის სურათი

ხიდზე დახაზული ვერტიკალური მონიშვნა აღნიშნავს:

  1. 1 გვირაბის, ხიდის და გზაგამტარის და სხვა ნაგებობათა ელემენტების ქვედა ნაპირს, რომლებიც განთავსებულნი არიან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილიდან და რომელთა ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი
  2. 2 გზის სავალი ნაწილზე მოძრაობის ზოლების რაოდენობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის მე-2 თავის (ვერტიკალური მონიშვნა) 2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 2.2 - აღნიშნავს გვირაბის, ხიდის, გზაგამტარისა და სხვა ნაგებობის ელემენტის ქვედა ნაპირს, რომელიც განთავსებულია გზის სავალი ნაწილიდან 5 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე და რომლის ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი.
ბილეთი #1262 ამკრძალავი ნიშნები
ბილეთი #1262 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის გაჩერება?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი არის ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.
ბილეთი #1263 გაჩერება და დგომა
ბილეთი #1263 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

  1. 1 არც A და ასევე არც B ადგილას
  2. 2 მხოლოდ B ადგილას
  3. 3 მხოლოდ A ადგილას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის და ამავე თავის შენიშვნის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო 3.28 ნიშნისა – 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთანავე, ნიშნების მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზის სიგრძით განისაზღვრება.
ბილეთი #1264 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს თვალზე აღენიშნება ჭრილობა, იგი უნდა:

  1. 1 დავაწვინოთ გვერდზე ჯანსაღი თვალის მხარეს. დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
  2. 2 დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
  3. 3 დავაწვინოთ ზურგზე და წამოვუწიოთ თავი წინ. დაზიანებულ თვალზე დავადოთ სუფთა საფენი
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თვალის ჭრილობის დროს დაშავებული უნდა დავაწვინოთ ზურგზე და თავი წამოვუწიოთ წინ. დაზიანებულ თვალზე უნდა დავადოთ სუფთა საფენი.
ბილეთი #1265 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის იდაყვის ქვემოთ ხელის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ:

  1. 1 იდაყვის ზემოთ, მხართან
  2. 2 ჭრილობის ზემოთ იდაყვამდე
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის იდაყვის ქვემოთ ხელის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ იდაყვის ზემოთ, მხართან.
ბილეთი #1266 ადმინისტრაციული კანონი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ:

  1. 1 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენის შესახებ
  2. 2 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის უახლოესი ორიენტირი, დაშავებულების რაოდენობა, მათი სქესი და წლოვანება
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენა.
ბილეთი #1268 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ტრამვები თავის თმიან ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა:

  1. 1 კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე დაედოს სტერილური ბამბის ტამპონი, დაშავებული დავაწვინოთ ზურგზე
  2. 2 კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე სტერილური ბინტით დაედოს დამწოლი ნახვევი, დაშავებული დავაწვინოთ გვერდზე მუხლებში მოხრილი ფეხებით, თავზე მივადოთ ყინული ან ცივი საფენი
კანონის ახსნა
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება ტრაბმები თავის თმიან ადგილებზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა კისერზე დაედოს იმპროვიზირებული ნახვევი, ჭრილობაზე სტერილური ბინტით დაედოს დამწოლი ნახვევი, დაშავებული დავაწვინოთ გვერდზე მუხლებში მოხრილი ფეხებით, თავზე მივადოთ ყინული ან ცივი საფენი.
ბილეთი #1269 გაჩერება და დგომა
ბილეთი #1269 — სიტუაციის სურათი

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

  1. 1 მხოლოდ A ადგილას
  2. 2 მხოლოდ B ადგილას
  3. 3 როგორც A ადგილას, B ასევე ადგილას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.
ბილეთი #1270 ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ბილეთი #1270 — სიტუაციის სურათი

რომელ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 ველოსიპედის მძღოლს
  2. 2 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.
ბილეთი #1276 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #1276 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქ სიგნალზე?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
ბილეთი #1280 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა:

  1. 1 დაშავებული დავაყენოთ მუხლებზე სახით დაბლა და რამდენჯერმე მუშტი დავარტყათ ზურგზე
  2. 2 რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით.
ბილეთი #1281 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #1281 — სიტუაციის სურათი

რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

  1. 1 მხოლოდ A და D მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ B და C მიმართულებით
  3. 3 ყველა მიმართულებით
  4. 4 მხოლოდ A, B და D მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან. ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
ბილეთი #1282 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #1282 — სიტუაციის სურათი

რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?

  1. 1 ყველა მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  3. 3 მხოლოდ პირდაპირ
  4. 4 მხოლოდ მარცხნივ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
ბილეთი #1283 სამედიცინო დახმარება

ნებადართულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა?

  1. 1 არ არის ნებადართული
  2. 2 ნებადართულია
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა ნებადართული არ არის.
ბილეთი #1284 სამედიცინო დახმარება

არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:

  1. 1 იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
  2. 2 გასწორებული ხელი ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
კანონის ახსნა
არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე.
ბილეთი #1286 მოძრაობის უსაფრთხოება

დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:

  1. 1 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
  2. 2 ისე, როგორც რეალურადაა
  3. 3 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
კანონის ახსნა
დღის ნათელ დროს, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ადამიანის თვალი განსაზღვრავს სივრცეში არსებულ სხვა ორიენტირებთან შედარებით (საგზაო ნიშნები, მონიშვნა, გზისპირზე გამწვანება და სხვა), ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა.
ბილეთი #1287 მოძრაობის უსაფრთხოება

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი:

  1. 1 იზრდება
  2. 2 მცირდება
  3. 3 არ იცვლება
კანონის ახსნა
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ჩართული პირველი გადაცემით მოძრაობისას სიჩქარე დაბალია, ხოლო ძრავი მუშაობს მაღალი ბრუნთა რიცხვით და საჭიროებს მეტ საწვავს. მოძრაობის დაწყებისას, პირველი გადაცემით ჩართული სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი იზრდება.
ბილეთი #1290 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:

  1. 1 დაბლა
  2. 2 მაღლა
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.