ბილეთების სრული სია

966 ოფიციალური ბილეთი — D1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1338 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებლებით, ისინი დარეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ მძღოლის და მგზავრების თავი მას ეყრდნობოდეს:

  1. 1 კეფის არეში
  2. 2 კისრის არეში
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებელით, ისინი რეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ თავი ეყრდნობოდეს კეფის არეში.
ბილეთი #1339 უწესივრობა და ექსპლუატაციის აკრძალვა

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია თუ არა თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი სამაგრებს ეყრდნობა კეფის არეში?

  1. 1 არ არის მიზანშეწონილი
  2. 2 დიახ, მიზანშეწონილია
კანონის ახსნა
თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ ვალდებულია დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი დამჭერებს მიყრდნობილნი არიან კეფის არეში.
ბილეთი #1340 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას
  2. 2 ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
კანონის ახსნა
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად.
ბილეთი #1341 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:

  1. 1 შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის
  2. 2 მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძლოს მოძრაობა
  3. 3 ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის.
ბილეთი #1342 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლი უნდა დარწმუნდეს:

  1. 1 მხოლოდ, რომ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება
  2. 2 მხოლოდ, რომ ეტლი, სავარძლი ან დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში
კანონის ახსნა
სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძლი ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას, ასევე სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.
ბილეთი #1343 რკინიგზის გადასასვლელი

ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა თუ არა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას?

  1. 1 არა, რადგან ავტომატარებლის მძღოლის გამოცდილების გამო მისი რეაქციის დრო ნაკლებია ვიდრე სხვა მძღოლების
  2. 2 დიახ, რადგან დიდი მასის გამო ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო დიდია ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა
  3. 3 არა, რადგან ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო მოკლეა ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა
კანონის ახსნა
ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას რადგან ავტომატერებლის დიდი მასა და მუხრუჭების რეაგირებისათვის საჭირო დრო საშუალებას არ იძლება სწრაფად დამუხრუჭების.
ბილეთი #1344 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

ჩამოთვლილიდან საბაჟო კონტროლს ექვემდებარება:

  1. 1 მხოლოდ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება
  2. 2 მხოლოდ ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება
  3. 3 საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო კონტროლს ექვემდებარება: ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება; გ) ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.
ბილეთი #1346 ადმინისტრაციული კანონი

თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, აქვს თუ არა მას უფლება მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე?

  1. 1 არ აქვს უფლება
  2. 2 აქვს უფლება
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.
ბილეთი #1347 ადმინისტრაციული კანონი

თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება:

  1. 1 საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე
  2. 2 საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღე
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე. თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა არ საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილში შესაბამისი დოკუმენტის რეგისტრაციის დღე.
ბილეთი #1349 ადმინისტრაციული კანონი

თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია:

  1. 1 დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ
  2. 2 დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განადგურებული ან დაზიანებული ქონების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა
კანონის ახსნა
თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევებში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
ბილეთი #1353 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია:

  1. 1 ნებისმიერი საქონელისათვის
  2. 2 მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული.
ბილეთი #1354 ადმინისტრაციული კანონი

საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება:

  1. 1 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე
  2. 2 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
ბილეთი #1355 ადმინისტრაციული კანონი

ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს:

  1. 1 საგადასახადო ორგანო
  2. 2 შინაგან საქმეთა სამინისტრო
  3. 3 დეკლარანტი
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.
ბილეთი #1365 გზაჯვარედინის გავლა

რომელი შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად ხდება მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში?

  1. 1 შეთანხმება სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ
  2. 2 „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმება (AETR)
  3. 3 შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის შესახებ
კანონის ახსნა
მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში ხდება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR). მოთხოვნათა შესაბამისად.
ბილეთი #1366 გზაჯვარედინის გავლა

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს:

  1. 1 ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას 100 კმ-ზე მეტ მანძილზე
  2. 2 ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც.
ბილეთი #1379 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. 3 აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბილეთი #1380 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

ეკრძალება თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დადგენილ მოთხოვნებს?

  1. 1 არ ეკრძალება
  2. 2 ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
ბილეთი #1381 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?

  1. 1 მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
  2. 2 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
  3. 3 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე
კანონის ახსნა
სამუხრუჭო მანძილის მნიშვნელობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე, ასევე გზის საფარის მდგომარეობაზე და სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე.
ბილეთი #1426 მოძრაობის უსაფრთხოება

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?

  1. 1 მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით
  2. 2 ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით
  3. 3 მდორე აჩქარება მდორე შენელებით
კანონის ახსნა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას საწვავის ნაკლებ ხარჯს უზრუნველყოფს მართვის სტილი მდორე აჩქარება მდორე შენელებით.
ბილეთი #1428 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:

  1. 1 სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  3. 3 საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა
  4. 4 სამუხრუჭო მანძილის შემცირება
კანონის ახსნა
ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭო სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შენცირება.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.