ბილეთების სრული სია

966 ოფიციალური ბილეთი — D1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1715 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით
  2. 2 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  3. 3 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
ბილეთი #1716 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით
  2. 2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  3. 3 სიტყვიერ გაფრთხილებას
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1717 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 თვის ვადით
  2. 2 დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით
  3. 3 დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით) იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1718 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, იწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით
  2. 2 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  3. 3 ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1719 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, იწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას
  2. 2 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
  3. 3 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
ბილეთი #1720 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს:

  1. 1 სიტყვიერ გაფრთხილებას
  2. 2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  3. 3 დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1721 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
  2. 2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 15 დღემდე ვადით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6²ნაწილის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1722 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს:

  1. 1 მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  2. 2 მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
  3. 3 მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6³ ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა - გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1723 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით
  2. 2 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 თვის ვადით
  3. 3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1724 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 1 წლით
  2. 2 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  3. 3 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1725 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?

  1. 1 მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის
  3. 3 მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
  4. 4 მხოლოდ საბურავების
კანონის ახსნა
ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.
ბილეთი #1727 მოძრაობის უსაფრთხოება

ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:

  1. 1 პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
  2. 2 პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
  3. 3 სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
  4. 4 მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
კანონის ახსნა
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.
ბილეთი #1728 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

თუ ავტომობილი აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS):

  1. 1 მატულობს სამუხრუჭო სისტემის სიმძლავრე
  2. 2 ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია
  3. 3 მძღოლს შეუძლია დამუხრუჭება დაიწყოს მოგვიანებით, რადგან სამუხრუჭო მანძილი მცირდება
კანონის ახსნა
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS) აღჭურვილი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ სამართავია.
ბილეთი #1729 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?

  1. 1 კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა
  2. 2 პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა
  3. 3 მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე
  4. 4 ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა
კანონის ახსნა
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, ავტომობილის მუხრუჭების უფრო სწრაფად ამოქმედებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა.
ბილეთი #1737 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?

  1. 1 დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
  2. 2 უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
  3. 3 დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
კანონის ახსნა
სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.
ბილეთი #1742 ეკო-მართვა

რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?

  1. 1 მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
  2. 2 სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
  3. 3 უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1743 ეკო-მართვა

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:

  1. 1 მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
  2. 2 ძრავის ჰაერის ფილტრი
  3. 3 საქარე მინის მინასაწმენდები
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1744 ეკო-მართვა

რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?

  1. 1 ზრდის საწვავის მოხმარებას
  2. 2 ამცირებს საბურავების ცვეთას
  3. 3 ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1745 ეკო-მართვა

როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?

  1. 1 როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
  2. 2 როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
  3. 3 როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1746 ეკო-მართვა

სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:

  1. 1 აბინძურებს გარემოს
  2. 2 ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
  3. 3 ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.