მოძრაობის უსაფრთხოება

99 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღვედი, ალკოჰოლი, დაღლილობა, ამინდი, ქცევა ავარიის დროს.

ბილეთი #1579 მოძრაობის უსაფრთხოება

სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:

  1. 1 უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
  2. 2 უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
  3. 3 როგორც სინამდვილეშია
კანონის ახსნა
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია.
ბილეთი #1591 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?

  1. 1 მხედველობის არე არ იცვლება
  2. 2 მხედველობის არე ვიწროვდება
  3. 3 მხედველობის არე ფართოვდება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას მძღოლის მხედველობის მხედველობის არე ვიწროვდება.
ბილეთი #1608 მოძრაობის უსაფრთხოება

ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?

  1. 1 მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
  2. 2 მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
  3. 3 მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
  4. 4 ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.
ბილეთი #1609 მოძრაობის უსაფრთხოება

საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრხე იზრდება:

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.
ბილეთი #1635 მოძრაობის უსაფრთხოება

ჩამოთვლილი გარემოებიდან, რომელი მიანიშნებს ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯვის მკვეთრ მომატებაზე?

  1. 1 მხოლოდ მაყუჩიდან ჟონვადი კონდენსირებული სითხე
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
  3. 3 მხოლოდ მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი
კანონის ახსნა
ჩამოთვლილი გარემოებიდან, ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯის მკვეთრ მომატებაზე მიანიშნებს მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი.
ბილეთი #1650 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ უნდა მოიქცეს უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება?

  1. 1 მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას
  2. 2 სიჩქარის შემცირებისას ყოველთვის გამოიყენოს სადგომი მუხრუჭი
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოქმედება სწორია
კანონის ახსნა
უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება უნდა მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას.
ბილეთი #1651 მოძრაობის უსაფრთხოება

რა ფუნქციას ასრულებს უსაფრთხოების ღვედი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს?

  1. 1 მხოლოდ მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას
  2. 2 მხოლოდ აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან
  3. 3 ასრულებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს უსაფრთხოების ღვედი როგორც აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან, ასევე მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას.
ბილეთი #1654 მოძრაობის უსაფრთხოება

რა ფუნქციებს ასრულებს რესივერი ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში?

  1. 1 უზრუნველყობს ჰაერიდან კონდენსატის გამოყოფას
  2. 2 უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას
  3. 3 ზრდის დამუხრუჭების ძალას
  4. 4 ზრდის ჰაერის წნევას
კანონის ახსნა
ავტომობილის პნევმატურ სამუხრუჭე სისტემაში, რესივერი უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის რეზერვის შექმნას.
ბილეთი #1655 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?

  1. 1 დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
  2. 2 უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
  3. 3 დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
  4. 4 დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
კანონის ახსნა
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება.
ბილეთი #1656 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ ერთ-ერთი მგზავრი იქცევა აგრესიულად და აწუხებს სხვა მგზავრებს?

  1. 1 მძღოლმა უნდა განუცხადოს მგზავრს, რომ აპირებს პოლიციაში დარეკვას, ხოლო თუ იგი გააგრძელებს აგრესიულად მოქცევას იძულებით ჩამოსვას ავტობუსიდან
  2. 2 აგრესიული მგზავრის შეშინების მიზნით განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება
  3. 3 მძღოლმა სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს აგრესიულად განწყობილ მგზავრს და გააფრთხილოს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებს პოლიციას. თუ მგზავრი არ დამშვიდდა და სიტუაცია ხდება საფრთხის შემცველი, მძღლმა უნდა დარეკოს პოლიციაში
კანონის ახსნა
თუ ერთ-ერთი მგზავრი იქცევა აგრესიულად და აწუხებს სხვა მგზავრებს ავტობუსის მძღოლმა სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს აგრესიულად განწყობილ მგზავრს, და გააფრთხილოს რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებს პოლიციას. თუ მგზავრი არ დამშვიდდა და სიტუაცია ხდება საფრთხის შემცველი, მძღლმა უნდა დარეკოს პოლიციაში.
ბილეთი #1657 მოძრაობის უსაფრთხოება

ავარიულ გასასვლელად ავტობუსში შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

  1. 1 ავარიული გასასვლელის კარები, ლუქი და ფანჯრები
  2. 2 მხოლოდ საავარიო გასასვლელი ფანჯრები
  3. 3 მხოლოდ ის კარებები, რომლებიც ავარიის დროს ავტომატურად იხსნება
კანონის ახსნა
ავარიულ გასასვლელად ავტობუსში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავარიული გასასვლელის კარები, ლუკი და ფანჯრები.
ბილეთი #1658 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ უნდა მოიქცეს ავტობუსის მძღოლი, თუ მის წინ მიმავალი ავტომობილი უსაფუძვლოდ მოძრაობს მეტისმეტად დაბალი სიჩქარით?

  1. 1 იმოძრაოს უსაფრთხო დისტანციაზე და ხმოვანი სიგნალის მიცემით მოსთხოვოს მას მოძრაობის შეფერხების შეწყვეტა
  2. 2 უნდა გააგრძელოს მის უკან მოძრაობა მანამდე სანამ არ მიეცემა უსაფრთხოდ გასწრების შესაძლებლობა
  3. 3 მაქსიმალურად მიუახლოვდეს უკნიდან, რათა აიძულოს იგი გაზარდოს სიჩქარე
კანონის ახსნა
თუ მის წინ მიმავალი ავტომობილი უსაფუძვლოდ მოძრაობს მეტისმეტად დაბალი სიჩქარით ავტობუსის მძღოლმა უნდა გააგრძელოს მის უკან მოძრაობა მანამდე სანამ არ მიეცემაა უსაფრთხოდ გასწრების შესაძლებლობა.
ბილეთი #1660 მოძრაობის უსაფრთხოება

დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:

  1. 1 განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
  2. 2 შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
  3. 3 ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
ბილეთი #1661 მოძრაობის უსაფრთხოება

შეიძლება თუ არა გადამზიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით?

  1. 1 არ შეიძლება
  2. 2 შეიძლება
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
ბილეთი #1662 მოძრაობის უსაფრთხოება

გადამზიდველი პასუხს აგებს:

  1. 1 მხოლოდ მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის. მგზავრის ბარგის დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის გადამზიდველს არ შეიძლება დაეკისროს პასუხიმგებლობა
  2. 2 მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის პირელი პუნქტის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის.
ბილეთი #1663 მოძრაობის უსაფრთხოება

ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?

  1. 1 ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
  2. 2 ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 670-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
ბილეთი #1696 მოძრაობის უსაფრთხოება

რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?

  1. 1 დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
  2. 2 დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
  3. 3 აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
კანონის ახსნა
მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.
ბილეთი #1697 მოძრაობის უსაფრთხოება

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:

  1. 1 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
  2. 2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
  3. 3 ისე, როგორც რეალურადაა
კანონის ახსნა
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.
ბილეთი #1727 მოძრაობის უსაფრთხოება

ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:

  1. 1 პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
  2. 2 პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
  3. 3 სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
  4. 4 მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
კანონის ახსნა
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.