გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

29 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

მგზავრთა გადაყვანა, ბავშვები, ტვირთის გაბარიტები და აღნიშვნა.

ბილეთი #325 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

ვალდებულია თუ არა მძღოლი ბავშვთა ჯგუფების გამცილებლის მინიშნებისას გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ სავალ ნაწილს?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფების გამცილებლის მინიშნებისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ გზის სავალ ნაწილს.
ბილეთი #332 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

ბავშვთა ჯგუფების გადაყვანისას ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს:

  1. 1 ოთხი ბავშვისა
  2. 2 სამი ბავშვისა
  3. 3 ორი ბავშვისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფების გადაყვანილი უნდა იქნეს სრულწლოვანი გამცილებლის თანმხლებით, ამასთანავე ბავშვთა ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს ორი ბავშვისა.
ბილეთი #476 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

აკრძალულია თუ არა მგზავრთა (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად) გადაყვანა, თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ ოდენობას?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია, თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ ოდენობას (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად).
ბილეთი #571 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

ნებადართულია თუ არა მგზავრების იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს?

  1. 1 ნებადართულია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში, მეორეხარისხოვან გზაზე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ
  2. 2 არ არის ნებადართული
  3. 3 ნებადართულია, მხოლოდ მძღოლის თანხმობით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს.
ბილეთი #573 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

აკრძალული არ არის მგზავრთა გადაყვანა:

  1. 1 ტრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანების სალონის, ან კაბინის გარეთ
  2. 2 მობუქსირე ავტობუსით
  3. 3 სატვირთო მოტოციკლის ძარით
  4. 4 სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, აგრეთვე მისაბმელ-აგარაკით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწი¬ნებული დასასხდომი ადგილების გარეთ.
ბილეთი #574 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

აკრძალულია თუ არა მგზავრთა გადაყვანა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა თუ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას.
ბილეთი #581 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:

  1. 1 დაცული იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა
  2. 2 მხოლოდ არ იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა
  3. 3 მხოლოდ არ დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები
  4. 4 მხოლოდ საფრთხე არ შეექმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები.
ბილეთი #585 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, თუ ის სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან გადმოშვერილია:

  1. 1 1,0 მეტრზე მეტად
  2. 2 არანაკლებ 1,5 მეტრით
  3. 3 არანაკლებ 2,0 მეტრით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
ბილეთი #586 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი”, თუ ის გვერდიდან, საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან გადმოშვერილია:

  1. 1 არანაკლებ 2 მეტრით
  2. 2 არანაკლებ 1,5 მეტრით
  3. 3 0,4 მეტრზე მეტად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
ბილეთი #587 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი დამატებით უნდა აღინიშნოს:

  1. 1 მხოლოდ უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით
  2. 2 მხოლოდ წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით
  3. 3 როგორც წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, ასევე უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
ბილეთი #812 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია:

  1. 1 მხოლოდ დგომით მდგომარეობაში
  2. 2 ჯდომით მდგომარეობაში, თუ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია ითვალისწინებს დასაჯდომ ადგილებს, ხოლო თუ არ ითვალისწინებს - დგომით მდგომარეობაში
  3. 3 მხოლოდ ჯდომით მდგომარეობაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, კონსტრუქციულად განსაზღვრული დასასხდომი ადგილებით. ბავშვთა დამდგარ მდგომარეობაში გადაყვანა აკრძალულია.
ბილეთი #813 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:

  1. 1 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს
  2. 2 გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  3. 3 გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული გზის მონაკვეთი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.
ბილეთი #814 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ
  2. 2 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას
  3. 3 გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.
ბილეთი #815 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

ვალდებულია თუ არა გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, გზა დაუთმოს თეთრი ფერის ხელჯოხით მოძრავ უსინათლო ქვეითს, რომელიც კვეთს სავალ ნაწილს?

  1. 1 ვალდებულია ყველა შემთხვევაში
  2. 2 არ არის ვალდებული
  3. 3 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.
ბილეთი #816 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

რა შემთხვევაშია ვალდებული მძღოლი, გზა დაუთმოს გამყოლ ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს?

  1. 1 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
  2. 2 ვალდებულია ყველა შემთხვევაში
  3. 3 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.
ბილეთი #845 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

დასაშვებია თუ არა ქვეითის სავალი ნაწილის კიდესთან გაადაგილება ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ტროტუარის არსებობისას?

  1. 1 დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 დასაშვებია, თუ მას გადააქვს დიდი მოცულების ტვირთი, რის გამოც მისი ტროტუარზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს
  3. 3 დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებობს ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკი, ტროტუარი ან გზისპირი, ქვეითმა უნდა გამოიყენოს იგი, თუმცა უნდა დაიცვას სიფრთხილის აუცილებელი ზომები. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი მოცულობის ნივთი, შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან, თუ მისი ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე ან გზისპირზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს.
ბილეთი #847 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

დასაშვებია თუ არა სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავალი ნაწილის კიდესთან გადაადგილება, მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკის არსებობის შემთხვევაში?

  1. 1 დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეითთა ბილიკზე ქვეითთა ინტენსიური მოძრაობაა
  3. 3 დაუშვებელია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე. მას უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან.
ბილეთი #849 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

დასაშვებია თუ არა ქვეითის მოძრაობა ორმხივმოძრაობიანი გზის გამყოფ ზოლზე, თუ მასზე არ არის ტროტუარი?

  1. 1 დასაშვებია მხოლოდ ავტომაგისტრალებზე
  2. 2 დაუშვებელია
  3. 3 დასაშვებია, თუ აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ქვეითს ეკრძალება ორმხრივმოძრაობიანი გზის გამყოფ ზოლზე ან მის გასწვრივ მოძრაობა, თუ მასზე ტროტუარი არ არის.
ბილეთი #946 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ ტვირთი მისი უკანა გაბარიტის წერტილიდან გამოშვერილია:

  1. 1 1 მეტრზე
  2. 2 1,70 მეტრზე
  3. 3 2 მეტრზე
  4. 4 2 მეტრზე მეტად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: გ) სიგრძე - ავტომატარებელის შემთხვევაში - 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში -12 მეტრს, ან, თუ ტვირთი სატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გამოშვერილი.
ბილეთი #1065 გადაზიდვები — ხალხი და ტვირთი

სატრანსპორტო საშულებაზე გადასაზიდი ტვირთის განთავსებისას ან/და დამაგრებისას ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მოთხოვნის გათვალისწინება არ არის სავალდებულო?

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნის გათვალისწინება სავალდებულოა
  2. 2 არ უნდა იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ უნდა დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა
  3. 3 საფრთხე არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე
  4. 4 არ უნდა დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ხელით მისაცემი სიგნალები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები;
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.