რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან?
1მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2მოპედის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
ბილეთი #172ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის ჯგუფების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში, გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს:
160-80 მეტრს
280-100 მეტრს
340-60 მეტრს
420-40 მეტრს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80-100 მეტრი.
ბილეთი #173ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ვალდებულია თუ არა საჭაპანო ტრანსპორტის მეხრე, გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით ატაროს?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტის მეხრემ გზის მიმდებარე ტერიტო¬რიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს.
ბილეთი #174ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს:
1დღე-ღამის ბნელ დროს
2დღე-ღამის ნათელ დროს
3როგორც დღე-ღამის ნათელ, ასევე ბნელ დროს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ნათელ დროს.
ბილეთი #223ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
აქვს თუ არა უფლება ქვეითს გადაადგილდეს ველობილიკზე ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. თუ არსებობს ველობილიკი და მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, ქვეითს უფლება აქვთ გადაადგილდეს მასზე, თუმცა არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა და მოპედების მოძრაობა.
ბილეთი #523ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
ველოსიპედისა და მოპედის კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ერთ ჯგუფში უნდა იყოს არა უმეტეს:
115 ერთეულისა
25 ერთეულისა
310 ერთეულისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.
ბილეთი #525ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მოპედით მოძრაობა აკრძალულია:
1გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლში
2ქვეითთა ბილიკზე
3ღორღიან გზაზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #528ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
აკრძალულია თუ არა ავტომობილით ეტლიანი მოტოციკლის გასწრება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად?
1არ არის აკრძალული
2აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად.
ბილეთი #535ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების კარი გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის ზოლის მხარეს არ უნდა იყოს გაღებული:
120 წუთზე მეტი ხნით
215 წუთზე მეტი ხნით
3მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით
45 წუთზე მეტი ხნით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
ბილეთი #772ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:
1გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის
2მოძრაობის ზოლს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობისათვის
3სატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.3 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.3 „საავტომობილო გზა” - გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.
ბილეთი #781ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:
1გაქანების ზოლის დასასრულს
2ორმხრივმოძრაობიანი გზის დასასრულს
3რევერსული მოძრაობიანი გზის მონაკვეთის დასასრულს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.9 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.9 „რევერსული მოძრაობის დასასრული“ - მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთის დასასრულს.
ბილეთი #783ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით?
1I
2II
3III
4IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.11 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.11 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ - გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას.
ბილეთი #791ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს ტერიტორიას (ზონას), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დამდგენი წესები?
1I
2II
3III
4IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - ტერიტორიას (ზონა), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
ბილეთი #793ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობის წესრიგის დამდგენი წესების მოთხოვნები?
1მხოლოდ I და III
2მხოლოდ II და III
3მხოლოდ I და II
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.23.1 და 5.23.2 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები: - 5.23.1 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. - 5.23.2 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.).
ბილეთი #795ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.)?
1I
2II
3III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.23.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.23.2 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.).
ბილეთი #797ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებში შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე?
1I
2II
3III
4IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.27 და 5.29 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშანი 5.31. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა“. აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე.
ბილეთი #806ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
გზებზე მეხრეობა ნებადართულია:
116 წლის ასაკიდან
214 წლის ასაკიდან
312 წლის ასაკიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გზებზე სასაპალნე, შესაბმელ და დასაჯდომ, აგრეთვე გასარეკ პირუტყვს უნდა ჰყავდეს მეხრე, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს მის მართვას. გზებზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან.
ბილეთი #808ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
მეხრეს ეკრძალება:
1ერთდროულად ფარისა და ნახირის გარეკვა
2პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგებზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა
3გზაზე ერთდროულად 5-ზე მეტი საპალნე პირუტყვის გარეკვა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეხრეს ეკრძალება პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (სხვადასხვა დონეზე განლაგებული გადასარეკების გარდა).
ბილეთი #809ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოცდა ნებადართულია:
1მხოლოდ ტროტუარზე ან გვერდულაზე
2მხოლოდ სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მათი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე
3გზის სავალ ნაწილზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ გზის სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მისი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე.
ბილეთი #938ველოსიპედი, მოპედი, საჭაპნე და პირუტყვი
1როგორც ავტომატარებელზე, ასევე შესახსრებულ ავტობუსზე
2მხოლოდ ავტომატარებელზე
3მხოლოდ შესახსრებულ ავტობუსზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საწარმო, ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპოტო საშუალებებზე დაამაგრონ შემდეგი საცნობი ნიშნები: ა) „ავტომატარებელი” – კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული, ერთმანეთისაგან 150-დან 300 მმ-დე დაშორებული, სამი ნარინჯისფერი ფარანი – მაგრდება ავტომატარებელზე და შესახსრებულ ავტობუსზე.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.