მოძრაობის უსაფრთხოება

99 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღვედი, ალკოჰოლი, დაღლილობა, ამინდი, ქცევა ავარიის დროს.

ბილეთი #1070 მოძრაობის უსაფრთხოება

მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:

  1. 1 უსაფრთხოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია
  2. 2 მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდი უმოქმედოა ნისლის, წვიმის ან თოვის დროს
  3. 3 არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა ხედვის სარკე
  4. 4 გაუმართავია გადამუშავებული აირების გამოშვების სისტემა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
ბილეთი #1286 მოძრაობის უსაფრთხოება

დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:

  1. 1 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
  2. 2 ისე, როგორც რეალურადაა
  3. 3 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
კანონის ახსნა
დღის ნათელ დროს, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ადამიანის თვალი განსაზღვრავს სივრცეში არსებულ სხვა ორიენტირებთან შედარებით (საგზაო ნიშნები, მონიშვნა, გზისპირზე გამწვანება და სხვა), ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა.
ბილეთი #1287 მოძრაობის უსაფრთხოება

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი:

  1. 1 იზრდება
  2. 2 მცირდება
  3. 3 არ იცვლება
კანონის ახსნა
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ჩართული პირველი გადაცემით მოძრაობისას სიჩქარე დაბალია, ხოლო ძრავი მუშაობს მაღალი ბრუნთა რიცხვით და საჭიროებს მეტ საწვავს. მოძრაობის დაწყებისას, პირველი გადაცემით ჩართული სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი იზრდება.
ბილეთი #1290 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:

  1. 1 დაბლა
  2. 2 მაღლა
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი.
ბილეთი #1296 მოძრაობის უსაფრთხოება

მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:

  1. 1 სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია
  2. 2 სიჩქარის ტოლია
  3. 3 სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია
კანონის ახსნა
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავრიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე იქნება სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარის ტოლი.
ბილეთი #1298 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:

  1. 1 ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
  2. 2 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
  3. 3 დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს.
ბილეთი #1299 მოძრაობის უსაფრთხოება

სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს:

  1. 1 გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად გადაცემისა და სიჩქარის ცვლილებით
  2. 2 წინასწარ შერჩეული დაბალი გადაცემით და სიჩქარით, მკვეთრი მობრუნებებისა და გაჩერებების გარეშე
კანონის ახსნა
სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს წინასწარ შერჩეული გადაცემითა და სიჩქარით გაჩერებების გარეშე, გამორიცხოს საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება.
ბილეთი #1301 მოძრაობის უსაფრთხოება

აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, რომელ მომენტშია მიზანშეწონილი სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება?

  1. 1 მოძრაობის დაწყების შემდეგ
  2. 2 მოძრაობის დაწყებისთან ერთდროულად
  3. 3 მოძრაობის დაწყებამდე
კანონის ახსნა
აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება მიზანშეწონილია ერთდროულად მოძრაობის დაწყებისას.
ბილეთი #1305 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:

  1. 1 იზრდება
  2. 2 მცირდება
  3. 3 არ იცვლება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალა იზრდება.
ბილეთი #1308 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა:

  1. 1 მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით
  2. 2 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
  3. 3 მრავალჯერადი მდორე დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად უნდა გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით.
ბილეთი #1309 მოძრაობის უსაფრთხოება

წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მუხრუჭის ეფექტურობის აღსადგენად უნდა:

  1. 1 გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით
  2. 2 გააგრძელოს მოძრაობა სიფრთხილით, სარემონტო ადგილამდე
  3. 3 იმოძრაოს სადგომი მუხრუჭის ნახევრად ამოწეული ბერკეტით
კანონის ახსნა
წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მუხრუჭების ეფექტურობის აღსადგენად, მძღოლმა უნდა გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები მუხრუჭის სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით.
ბილეთი #1313 მოძრაობის უსაფრთხოება

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს:

  1. 1 მხედველობის არეზე ნაკლები
  2. 2 მხედველობის არეზე მეტი
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს მხედველობის არეზე ნაკლები.
ბილეთი #1315 მოძრაობის უსაფრთხოება

დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, უნდა:

  1. 1 გამორთოს გადაბმულობა
  2. 2 შეწყვიტოს დამუხრუჭება
  3. 3 გააგრძელოს დამუხრუჭება სატერფულზე დაწოლის შეუცვლელად
კანონის ახსნა
დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, უნდა შეწყვიტოს დამუხრუჭება.
ბილეთი #1316 მოძრაობის უსაფრთხოება

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია:

  1. 1 მხოლოდ დისკებზე ბზარების არსებობა
  2. 2 მხოლოდ დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა
  3. 3 როგორც დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა, ასევე დისკებზე ბზარების არსებობა
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად: 6. დაუშვებელია დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა. 7. დაუშვებელია დისკებზე ბზარების არსებობა.
ბილეთი #1326 მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში მოძრაობისას მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება:

  1. 1 ავტომობილის დასაშვები ინტერვალი
  2. 2 ავტომობილის დინამიკური დერეფანი
  3. 3 ავტომობილის მოხვევის რადიუსი
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის ან მისაბმელის უკანა თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება ავტომობილის დინამიკური დერეფანი.
ბილეთი #1426 მოძრაობის უსაფრთხოება

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?

  1. 1 მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით
  2. 2 ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით
  3. 3 მდორე აჩქარება მდორე შენელებით
კანონის ახსნა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას საწვავის ნაკლებ ხარჯს უზრუნველყოფს მართვის სტილი მდორე აჩქარება მდორე შენელებით.
ბილეთი #1431 მოძრაობის უსაფრთხოება

მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილის მძღოლმა, უნდა:

  1. 1 გამორთოს გადაბმულობა
  2. 2 სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია
  3. 3 ჩართული გადაბმულობით მდორედ დაამუხრუჭოს
კანონის ახსნა
მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილი მძღოლმა, უნდა სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოვურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია.
ბილეთი #1449 მოძრაობის უსაფრთხოება

რა დადებითი მხარე აქვს სატრანსპორტო საშუალებაზე ზამთრის საბურავების გამოყენებას ზამთრის პერიოდში?

  1. 1 მცირდება მოლიპულ გზის საფარზე თვლების სრიალისა და ბუქსაობის შესაძლებლობა
  2. 2 შესაძლებელი ხდება ნებისმიერ ამინდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარით
  3. 3 გამოირიცხება სატრანსპორტო საშუალების გვერდითი მოცურების საფრთხე
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალებაზე ზამთრის საბურავების გამოყენება ზამთრის პერიოდში ამცირებს მოლიპულ გზის საფარზე თვლების სრიალსა და ბუქსაობის შესაძლებლობას.
ბილეთი #1475 მოძრაობის უსაფრთხოება

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
  3. 3 მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
  4. 4 მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
კანონის ახსნა
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვერდითი ინტერვალის გაზრდა მიზანშეწონილია როგორც მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას, ასევე გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას და სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას.
ბილეთი #1577 მოძრაობის უსაფრთხოება

მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:

  1. 1 უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
  2. 2 უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
კანონის ახსნა
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.