აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება:
1ნებისმიერი ჩამოთვლილი გარემოებების არსებობისას
2მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად
3მხოლოდ საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროსა და სტიქიური უბედურებისას
4მხოლოდ ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურების შემთხვევაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
ვალდებულია თუ არა მძღოლი, უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში არსებულმა სატრანსპორტო საშუალებებმა მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს.
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი საქმიანობა იკრძალება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედება
2მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
3მხოლოდ სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალების, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება
4მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება
კანონის ახსნა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა ��) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა ��) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.
საგზაო მოძრაობის მონაწილეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს:
1მხოლოდ გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება
2მხოლოდ თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე
3როგორც თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზებზე, ასევე გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე; გ) გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება.
საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს ინფორმაცია:
1მხოლოდ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე
2ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაცია
3მხოლოდ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე
4მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს: ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ; ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ; ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
აქვს თუ არა უფლება საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე.
თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაყრით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე, მან დაუყოვნებლივ უნდა:
1მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება
2აცნობოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დასუფთავების სამსახურში და განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით გააგრძელოს მოძრაობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით ან დაყრით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე და ობიექტური მიზეზის გამო დაუყოვნებლივ ვერ ახერხებს ამ შეზღუდვის ან საფრთხის აცილებისათვის აუცილებელი ზომების მიღებას, მან უნდა:
1უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა დროული გაფრთხილება
2გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილით, ამასთან იგი ვალდებული არ არის აღნიშნული შეზღუდვის ან საფრთხის შესახებ გააფრთხილოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
თუ შუქნიშანის წინ დგანან ბავშვები, შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1მხოლოდ, ის გარემოება რომ ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა
2მხოლოდ, ის გარემოება რომ ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე
3მხოლოდ, ის გარემოება რომ შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის მოძრაობის ნებადამრთველი შუქნიშნის სიგნალის ჩართვამდე
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება
კანონის ახსნა
თუ შუქნიშანის წინ ბავშვები აპირებენ გზაზე გადასვლას შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: - ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე; - ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა; - შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვამდე.
მსუბუქი ავტომობილის შიდა უკუხედვის სარკის გამოყენებისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1მხოლოდ ის გარემოება, რომ სარკე დარეგულირებული უნდა იყოს მძღოლის სიმაღლის შესაბამისად
2მხოლოდ ის გარემოება, რომ სარკეს გააჩნია „უხილავი უბნები“, რის გამოც იგი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ მხედველობის არეს და გამსწრები სატრანსპორტო საშუალების თვალის მიდევნას
3მხოლოდ ის გარემოება, რომ ამობურცულ სარკეში საგნები უფრო შორს ჩანს ვიდრე სინამდვილეშია
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება
კანონის ახსნა
მსუბუქი ავტომობილის შიდა უკუხედვის სარკის გამოყენებისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სარკე დარეგულირებული უნდა იყოს მძღოლის სიმაღლის შესაბამისად, ასევე ამობურცულ სარკეში საგნები უფრო შორს ჩანს ვიდრე სინამდვილეშია და სარკეს გააჩნია „მკვდარი უბნები“, რის გამოც იგი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ მხედველობის არეს და გამსწრები სატრანსპორტო საშუალების თვალის მიდევნას.
ვალდებულია თუ არა მძღოლი უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს?
1ვალდებულია
2არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების გარდა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ:
1მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა
2მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებმა
3მხოლოდ ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა)
4ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო კოლონების გადაადგილებისას; დ) სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისას; ე) ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა) − ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
აქვს თუ არა უფლება ქვეითს სავალ ნაწილზე გასვლის შემდეგ, დააყოვნოს გადასვლა, შეყოვნდეს ან შეჩერდეს მასზე, თუ ეს არ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას?
1არ აქვს უფლება
2აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე გასვლის შემდეგ, ქვეითმა არ უნდა დააყოვნოს გადასვლა, არ უნდა შეყოვნდეს ან შეჩერდეს მასზე, თუ ეს არ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
გარდა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება გადააჭარბოს:
1მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარეს
2მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარეს
3როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციულ, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს
4მხოლოდ საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარეს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.
ეკრძალება თუ არა საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზის საფარის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვა სახით დაბინძურება?
1ეკრძალება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამით საფრთხე ექმნება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს
2არ ეკრძალება
3ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება გზის საფარის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვაგვარად დაბინძურება.
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბებში, წყალსაცავებში, მდინარეებში და ზედაპირული წყლის სხვა ობიექტებში და აგრეთვე მათ ნაპირებთან წყლიდან არანაკლებ 10 მეტრისა?
1აკრძალულია
2არ არის აკრძალული, როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ პუნქტებში
3დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში ნებადართულია, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომლებიც აბინძურებენ გარემოს?
1დასაშვებია
2დაუშვებელია
3დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის ვალდებულებას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს.
ვალდებულია თუ არა მძღოლი, გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის მოქმედებაზე (მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ)?
1ვალდებულია მხოლოდ იმ ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ან ტვირთის გადაზიდვას
2ვალდებულია მხოლოდ ის მძღოლი, რომელიც მართავს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას
3ვალდებულია მიუხედავად იმისა, თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას მართავს იგი
4არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ..
დასაშვებია თუ არა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ თავიანთი უფლებების რეალიზება, თუ აღნიშნულით შეიზღუდება ან დაირღვევა სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების უფლებები?
1დაუშვებელია
2დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს. საგზაო მოძრაობის მონაწილე თავისი მოქმედებით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობას. მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანებს და არ უნდა მიაყენოს ზიანი სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო ქონებას.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.