რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემთხვევაში, საერთო განგაშის ხმოვან სიგნალს შეესაბამება:
1სამი გრძელი და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალი
2ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი
3ორი გრძელი და ორი მოკლე ხმოვანი სიგნალი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.
1გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების სხვადასხვა დონეზე გადაკვეთა
2რკინიგზის ლიანდაგების ნებისმიერი მონაკვეთი
3გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 58-ე პუნქტის თანახმად, „რკინიგზის გადასასვლელი“ - გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა.
მოსახვევში მოძრაობისას როგორი პროფილის ავტოცისტერნაა უფრო მდგრადი გადაყირავების წინააღმდეგ?
1ელიფსის ფორმის პროფილის
2მრგვალი პროფილის
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი. ელიფსის ფორმის პროფილის მქონე ავტოცისტერნის სიმძიმის ცენტრი განლაგებულია უფრო დაბლა ვიდრე მრგვალი პროფილის მქონე ავტოცისტერნის, ამიტომ ელიფსის ფორმის პროფილის მქონე ავტოცისტერნა უფრო მდგრადია გადაყირავების წინააღმდეგ.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.