მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდი უმოქმედოა ნისლის, წვიმის ან თოვის დროს
2არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა ხედვის სარკე
3უსაფრთხოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია
4გაუმართავია გადამუშავებული აირების გამოშვების სისტემა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:
1უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
2ისე, როგორც რეალურადაა
3უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
კანონის ახსნა
დღის ნათელ დროს, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ადამიანის თვალი განსაზღვრავს სივრცეში არსებულ სხვა ორიენტირებთან შედარებით (საგზაო ნიშნები, მონიშვნა, გზისპირზე გამწვანება და სხვა), ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა.
სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:
1დაბლა
2მაღლა
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი.
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:
1სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია
2სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია
3სიჩქარის ტოლია
კანონის ახსნა
მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავრიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე იქნება სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარის ტოლი.
მოსახვევში მოძრაობისას წინა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
1შეამციროს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
2დაამუხრუჭოს და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
3ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება
კანონის ახსნა
წინა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება.
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:
1დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს
2ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა
3ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს.
თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა:
1მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით
2მრავალჯერადი მდორე დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
3ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად უნდა გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით.
წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მუხრუჭის ეფექტურობის აღსადგენად უნდა:
1იმოძრაოს სადგომი მუხრუჭის ნახევრად ამოწეული ბერკეტით
2გააგრძელოს მოძრაობა სიფრთხილით, სარემონტო ადგილამდე
3გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით
კანონის ახსნა
წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მუხრუჭების ეფექტურობის აღსადგენად, მძღოლმა უნდა გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები მუხრუჭის სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით.
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს:
1მხედველობის არეზე მეტი
2მხედველობის არეზე ნაკლები
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს მხედველობის არეზე ნაკლები.
მოსახვევში მოძრაობისას მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება:
1ავტომობილის მოხვევის რადიუსი
2ავტომობილის დასაშვები ინტერვალი
3ავტომობილის დინამიკური დერეფანი
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის ან მისაბმელის უკანა თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება ავტომობილის დინამიკური დერეფანი.
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
2მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
3მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
4მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
2განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.