თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
1საგზაო მონიშვნის მოთხოვნები
2საგზაო ნიშნების მოთხოვნები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს საგზაო ნიშნების მოთხოვნები.
თუ უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან მოწყობილობა განლაგებულია ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე, მძღოლმა მას უნდა შემოუაროს:
1მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
2მარჯვენა, ან მარცხენა მხრიდან
3მხოლოდ მარცხენა მხრიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.
თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:
1როგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით
2უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად
3სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.
მძღოლებმა, რომლებიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებენ, უნდა:
1გაზარდონ სიჩქარე, რათა სწრაფად გაიარონ და არ შეაფერხონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი
2შეამცირონ სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომის ან გადმოსხდომის შესაძლებლობა
3გაჩერდნენ გვერდულასთან და არ დაიძრან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაგრძელებამდე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.
შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:
1ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
2კონონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად
3თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.
ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:
1მხოლოდ მარჯვენა მხრიდან
2მხოლოდ მარცხენა მხრიდან
3მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: ბ) უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.
მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?
1მხოლოდ მოტოციკლის მძღოლს
2მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
3არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.11 ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე¬ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.
მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება?
1მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს
2მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
3არცერთი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი ან ორზე მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
2შესაბამისი ნომრის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ მოძრაობის ზოლებს
3გზის (მარშრუტის) ნომერს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.22 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.22 აღნიშნავს გზის (მარშრუტის) ნომერს.
გზის სავალ ნაწილზე დატანილი ყვითელი მონიშვნა აღნიშნავს:
1ხაგრძლივი დასვენებისთვის დგომის ადგილს
2სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და ტაქსის სადგომს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.17 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.17 ყვითელი ხაზი აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს და ტაქსის სადგომს.
გზის სავალ ნაწილზე დატანილი განივი მონიშვნა აღნიშნავს ადგილს, სადაც:
1საველოსიპედო ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს
2ქვეითთა ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.15 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.15 აღნიშნავს ადგილს, სადაც ველობილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს.
გზის სავალ ნაწილზე დატანილი ორმაგი წყვეტილი ხაზი აღნიშნავს:
1რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს
2ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს
3გზაჯვარედინზე საველოსიპედო ბილიკებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.9 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.9 აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლის საზღვარს; ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშანი) გზაზე, რომელიც რევერსულად წესრიგდება.
გზის სავალი ნაწილის ნაპირის ამღვნიშვნელი უწყვეტი ხაზის გადაკვეთა ნებადართულია, თუ მძღოლი მოძრაობს:
1B მიმართულებით
2A მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.2.1 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.2.1 მთლიანი ფართო ხაზი აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირს. 1.2.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.2.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერა “BUS” აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია:
1ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებებისათვის
2ველოსიპედებისა და მოპედებისათვის
3სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.23 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.23 აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.
გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა აფრთხილებს:
1სახიფათო მოსახვევიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე
2სავალი ნაწილის შევიწროებასთან, მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა მიახლოების შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.19 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.19 იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა, ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.21.1–1.21.3 ნიშნებთან ერთად.
2გვირაბის, ხიდის და გზაგამტარის და სხვა ნაგებობათა ელემენტების ქვედა ნაპირს, რომლებიც განთავსებულნი არიან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილიდან და რომელთა ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის მე-2 თავის (ვერტიკალური მონიშვნა) 2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 2.2 - აღნიშნავს გვირაბის, ხიდის, გზაგამტარისა და სხვა ნაგებობის ელემენტის ქვედა ნაპირს, რომელიც განთავსებულია გზის სავალი ნაწილიდან 5 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე და რომლის ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.