დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
1იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
2მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე
3ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე. დაარღვევს თუ არა იგი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში არ ჩართავს საგაბარიტო სინათლეებს?
1დაარღვევს
2არ დაარღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ბ) სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა.
აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები?
1აქვს უფლება
2არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა.
არღვევს თუ არა მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სურათზე მითითებულ ადგილას ავტომანქანა გაჩერებულია გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად?
1არღვევს
2არ არღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ბ) სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა.
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში
2დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა
3დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები (ან მათ გარეშე) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა
4არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
რომელ ნახატზეა ნაჩვენები ხელების სწორი განლაგება საჭის თვალზე?
1I
2II
3III
კანონის ახსნა
საჭის თვალზე ხელების სწორი განლაგებაა, როდესაც ავარიული სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში მძღოლს შეუძლია სწრაფად და მოხერხებულად მოაბრუნოს საჭე ყველა მიმართულებით და დააბრუნოს იგი საწყის მდგომარეობაში. გარდა ამისა სწორი განლაგება უზღუნველყოფს ხელებზე მინიმალურ დატვირთვას, ამცირებს დაღლილობას. მძღოლი ყოველთვის მზადაა რეაგირება მოახდინოს საგზაო სიტუაციის ცვლილებაზე. საჭის თვალზე ხელების სწორი განლაგება ნაჩვენებია მეორე ნახატზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა
2მხოლოდ ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება
3მხოლოდ პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრების გაუმართაობა
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-9 და მე-17 პუნქტების თანახმად: 9. სამუხრუჭო სისტემების სასიგნალო და საკონტროლო სისტემა, პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრები, სადგომი სამუხრუჭო სისტემის მართვის ორგანოს ფიქსაციის მოწყობილობა უნდა იყოს გამართული. 17. დაუშვებელია სამუხრუჭო სარქველების (სარედუქციო სარქველები და რეგულატორები) დაზიანება, ჰაერის ზედმეტი გადინება, კომპრესორიდან ზედმეტი ზეთის გადინება, არასაიმედო მონტაჟი, ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება.
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ გარე სანათი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი და მუშაობის რეჟიმი არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნებს?
1არ არის აკრძალული
2აკრძალულია
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასაშვებია წარმოებიდან მოხსნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებეებზე სხვა მარკისა და მოდელების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარე მაშუქი ხელსაწყოების დაყენება. გარე მაშუქი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი, განთავსება და მუშაობის რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევებშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია:
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივრობის არსებობის შემთხვევაში
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
3მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკან ხედვის სარკე
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმოვანი სასიგნალე მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. ამავე რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს კომპლექტაციის შემდეგი ელემენტებით: ზ) უკანა ხედვის სარკეებით.
დასაშვებია, თუ არა საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა?
1არ არის დასაშვები
2დასაშვებია
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დასაშვებია საქარე მინის ზედა ნაწილში გამჭვირვალე ფერადი აფსკის დამაგრება სიგანით არა უმეტეს 140 მმ, ხოლო კატეგორიების ასს-ზე – სიგანით, რომელიც არ აჭარბებს საქარე მინის ზედა ნაწილსა და მისი მინასაწმენდით გაწმენდის ზედა ზონის ზღვარს შორის მანძილს. დაუშვებელია საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.