საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

31 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

რეჟიმის დაწესება ან გაუქმება, ობიექტების და მიმართულებების მითითება.

ბილეთი #790 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #790 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

  1. 1 ხელოვნურ უსწორმასწორობას
  2. 2 უსწორმასწორო გზას
  3. 3 სახიფათო გზისპირს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.20 „ხელოვნური უსწორმასწორობა“ - მიუთითებს გზის სავალ ნაწილზე არსებულ ხელოვნურ უსწორმასწორობას. ნიშანი იდგმება ხელოვნურ უსწორმასწორობასთან ან 1.25 მონიშვნასთან მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების მხარეს.
ბილეთი #792 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #792 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი მუითითებს:

  1. 1 დასახლებული პუნქტის დასასრულს
  2. 2 საცხოვრებელი ზონის დასასრულს
  3. 3 ქვეითთა ბილიკის დასასრულს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ – მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.
ბილეთი #794 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #794 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასასრულს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.25 და 5.26 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები: - 5.25 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - აღნიშნავს დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები; - 5.26 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ - აღნიშნავს შესაბამისად 5.25 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტების დასასრულს.
ბილეთი #796 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #796 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებში რეგლამენტირებულია დგომა?

  1. 1 მხოლოდ II და IV
  2. 2 მხოლოდ IV
  3. 3 მხოლოდ I და II
  4. 4 მხოლოდ III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.27 და 5.29 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 5.27 „ზონა დგომის შეზღუდვით“ და 5.29 „რეგულირებადი სადგომის ზონა“ აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა.
ბილეთი #798 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #798 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

  1. 1 არცერთი ავტომობილის მძღოლს
  2. 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლს
  3. 3 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  4. 4 ორივე ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს.
ბილეთი #799 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #799 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულება?

  1. 1 ორივე მძღოლს ეკრძალება
  2. 2 არცერთს
  3. 3 მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლს
  4. 4 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა.
ბილეთი #800 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #800 — სიტუაციის სურათი

ისრის მიმართულებით მოძრავი, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

  1. 1 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  2. 2 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
  3. 3 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი
  4. 4 მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მარცხნივ მოხვევასა და მობრუნებას ასრულებს ამ ვაკისზე, თუ 5.15.1 და 5.15.2 საგზაო ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი დადგენილი არ არის. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.
ბილეთი #912 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

“საცხოვრებელი ზონა” არის:

  1. 1 ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის
  2. 2 განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით
  3. 3 ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 75-ე პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ზონა“ - განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
ბილეთი #1234 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #1234 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს ციცაბო დაღმართებზე ავარიული გაჩერების ზოლის არსებობის შესახებ?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.5 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.5 „ავარიული გაჩერების ზოლი“ - მიუთითებს ციცაბო დაღმართზე საავარიო გაჩერების ზოლის არსებობის თაობაზე. ნიშანი იდგმება საავარიო გაჩერების ზოლის შესასვლელის წინ.
ბილეთი #1236 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #1236 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს მობრუნების ზონის სიგრძეს?

  1. 1 I
  2. 2 II
  3. 3 III
  4. 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.3.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.3.2 „მობრუნების ზონა” - მიუთითებს მობრუნების ზონის სიგრძეს.
ბილეთი #1238 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
ბილეთი #1238 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაშია ნებადართული მობრუნება?

  1. 1 არცერთის
  2. 2 ყველასი
  3. 3 მხოლოდ II და IV
  4. 4 მხოლოდ I და III
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნიშნები 4.1.1-4.1.6 რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა. ამავე დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.3.1 და 7.3.2 პუნქტების შენიშვნის თანახმად, საგზაო ნიშნები 7.3.1 „მობრუნების ადგილი” და 7.3.2 „მობრუნების ზონა” იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშნები მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.