ეკო-მართვა

Bu mövzuda 51 rəsmi bilet, düzgün cavab və qanun izahı ilə.

საწვავის ეკონომია, ეკოლოგიური და ეკონომიური მართვის ტექნიკა.

Bilet #1782 ეკო-მართვა

როგორ შეიძლება საბურავების ცვეთის ინტენსივობის შემცირება?

  1. 1 საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დადგენილ დონეზე შენარჩუნებით
  2. 2 მაღალი სიჩქარით მოძრაობით
  3. 3 ზამთრის საბურავების ზაფხულში გამოყენებით
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Bilet #1783 ეკო-მართვა

როგორ უნდა იქნას მიღწეული გარემოზე ზემოქმედების შემცირება?

  1. 1 საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ერთად ერთი სატრანსპორტო საშუალების გაზიარებით და მათთან ერთად მგზავრობით
  2. 2 გადატვირთული საგზაო მოძრაობის მიუხედავად, საკუთარი სატრანსპორტო საშუალების მართვით
  3. 3 საგზაო მოძრაობის დროს ხერგილში მოხვედრისას სატრანსპორტო საშუალების დაკეტვით და ქვეითად გზის გაგრძელებით
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Bilet #1784 ეკო-მართვა

რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მიერ საწვავის მოხმარების გაზრდას?

  1. 1 მინების დაკეტვა
  2. 2 მგზავრთა რაოდენობის ან/და გადასაზიდი ტვირთის მატება
  3. 3 საბურავებში ჰაერის წნევის დონის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Bilet #1785 ეკო-მართვა

როგორ შევძლებთ საწვავის დაზოგვას?

  1. 1 სახურავზე დამაგრებული საბარგულის ან თხილამურების სამაგრის მოხსნით
  2. 2 საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დონის ინსტრუქციით განსაზღვრულ დონეზე მეტად შემცირებით
  3. 3 მოძრაობის დროს უმაღლეს გადაცემაზე გადართვისგან თავის არიდებით
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Bilet #1786 ეკო-მართვა

რომელი ქცევა მიუთითებს გარემოზე ზრუნვაზე?

  1. 1 მგზავრობისათვის არჩევანის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთება
  2. 2 ინტენსიური მოძრაობისას წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებიდან მინიმალურად დასაშვები დისტანციის შენარჩუნება
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Bilet #1787 ეკო-მართვა

სად უნდა განათავსოთ თქვენი ბარგი იმისათვის, რომ დაზოგოთ საწვავი?

  1. 1 საბარგულში
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების სახურავზე
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Bilet #1788 ეკო-მართვა

როგორ შევძლებთ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირებას დასახლებულ პუნქტებში?

  1. 1 გადაცემათა ყოველი გადართვისას გადაბმულობის ორჯერადი გათიშვით
  2. 2 მოძრაობის სიჩქარის შერჩევით გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად
  3. 3 დაბალ გადაცემაზე მღალი სიჩქარით მოძრაობით
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Bilet #1789 ეკო-მართვა

რამდენიმე ობიექტზე მისასვლელად, როგორ უნდა დავგეგმოთ მოძრაობის მარშუტი, რომ იგი იყოს ეკოლოგიურად გამართლებული?

  1. 1 რამდენიმე მარშუტი გავაერთიანოთ ერთ მარშუტში
  2. 2 ყველა მიმართულებით მოძრაობისათვის მარშუტი შევარჩიოთ დასახლებული პუნქტის ცენტრზე გავლით
  3. 3 თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შეთანხმებით ვიმოძრაოთ ერთ კოლონაში
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Bilet #1790 ეკო-მართვა

დაღმართის უსაფრთხოდ გავლას შევძლებთ, თუ ბოლომდე ავუშვებთ ფეხს აქსელერატორის სატერფულს და:

  1. 1 გავთიშავთ ანთების სისტემას
  2. 2 ვიმოძრავებთ ნეიტრალური გადაცემის გამოყენებით
  3. 3 ავირჩევთ ისეთ გადაცემას, რომელზეც მოძრაობის დროს არ მოგვიწევს მუხრუჭის სატერფულზე ფეხის ძლიერად დაჭერა
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Bilet #1791 ეკო-მართვა

მოკლე მანძილზე ცივი ძრავით მოძრაობა გარემოსთვის განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ამ რეჟიმით მოძრაობა გულისხმობს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების ანთების სისტემის შესაძლო მწყობრიდან გამოსვლას
  2. 2 ავტომობილის აკუმულატორის განმუხტვას
  3. 3 მეტი საწვავის მოხმარებას
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Bilet #1792 ეკო-მართვა

რა იწვევს ისეთ ხმაურს, რომლისგანაც თავის არიდება შესაძლებელია?

  1. 1 ხმოვანი სიგნალის გამოყენება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების კარის დახურვა
  3. 3 ხმოვანი სიგნალის გამოყენება მისალმების მიზნით
Qanunun izahı
განმარტება მალე დაემატება...
Praktiki hissə

İmtahan marşrutları — imtahan verənin sürdüyü kimi

10 şəhərdə 48 real imtahan marşrutu, cəmi 623 km. Hər dönüş və dayanacaq xəritədə, səsli göstərişlə.

  • Bütün marşrutlar xəritədə
  • Real yolda GPS rejimi
  • Sürət tənzimləməli məşq rejimi
  • Həm saytda, həm tətbiqdə

Birdəfəlik ödəniş, avtomatik yenilənmə yoxdur — Gürcüstan Bankının təhlükəsiz səhifəsində kartla.