ბილეთების სრული სია

1021 ოფიციალური ბილეთი — T, S კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #534 საცხოვრებელი ზონა და სამარშრუტო ტრანსპორტი

ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ მოძრაობის უპირატესობა ენიჭებათ:

  1. 1 მძღოლებს
  2. 2 ქვეითებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
ბილეთი #538 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას ვალდებულია თუ არა მოპედის მძღოლი გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
ბილეთი #539 ბუქსირება
ბილეთი #539 — სიტუაციის სურათი

აქვს თუ არა უფლება მაბუქსირებელ ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით)?

  1. 1 აქვს უფლება
  2. 2 არ აქვს უფლება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება ავტომაგისტრალზე შესვლა. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულმა გაუმართავმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოვიდა, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თვითნაკეთ მოწყობილობაში იგულისხმება თოკი, მავთული და სხვა მსგავსი საშუალება.
ბილეთი #540 მოძრაობის სიჩქარე
ბილეთი #540 — სიტუაციის სურათი

რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ ბუქსირება ხდება ხისტი გადაბმით?

  1. 1 50 კმ/სთ სიჩქარით
  2. 2 80 კმ/სთ სიჩქარით
  3. 3 60 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #541 ბუქსირება
ბილეთი #541 — სიტუაციის სურათი

არღვევს თუ არა ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე ავტომობილის მძღოლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს?

  1. 1 არ არღვევს
  2. 2 არღვევს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება, ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს.
ბილეთი #543 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს:

  1. 1 როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი
  2. 2 მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა
  3. 3 მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი
კანონის ახსნა
თუ დაზარალებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა, ერთი ჩასუნთქვა ყოველ 6 წამში, მანამ ვიდრე არ აღუდგება სპონტანური სუნთქვა.
ბილეთი #546 ბუქსირება
ბილეთი #546 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ტრაქტორი მოძრაობს 50კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სატვირთო ავტომობილი ახორციელებს გასწრებას?

  1. 1 როგორც ტრაქტორის, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  2. 2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  3. 3 მხოლოდ ტრაქტორის მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია: ა) „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით; დ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
ბილეთი #547 ბუქსირება
ბილეთი #547 — სიტუაციის სურათი

დასაშვებია თუ არა, გაუმართავი საჭის მართვის მექანიზმის მქონე მსუბუქი ავტომობილის მოცემული ხერხით ბუქსირება?

  1. 1 არ არის დასაშვები
  2. 2 დასაშვებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება ხისტი ან მოქნილი გადაბმით, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია.
ბილეთი #549 ბუქსირება
ბილეთი #549 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

  1. 1 წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  2. 2 მობუქსირე ნახევარმისაბმელიანი საწევარას მძღოლი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით (მისაბმელის გარეშე) სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება ამ კანონით დადგენილი წესით.
ბილეთი #550 ბუქსირება
ბილეთი #550 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების რამდენი მოთხოვნაა დარღვეული, თუ მოქნილი გადამბმით ბუქსირებული შემადგენლობა მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მათ შორის მანძილი 5 მეტრია?

  1. 1 ორი
  2. 2 სამი
  3. 3 ოთხი
  4. 4 ხუთი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად: 7. დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი. 8. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას საბუქსირო (შემაერთებელი) მოწყობილობა აღნიშნული უნდა იქნეს ალმებით ან სხვა გამაფრთხილებელი მოწყობილობით, ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში. 9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა. აქ დარღვევაა: სავალ ნაწილზე განლაგება; მობუქსირე ავტომობილს არა აქვს ჩართული ახლო განათების ფარები; საბუქსიროს - ავარიული სიგნალიზაცია და საბუქსირო მოწყობილობა აღნიშნული არ არის ალმებით.
ბილეთი #552 ბუქსირება
ბილეთი #552 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, მობუქსირე ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

  1. 1 მხოლოდ A მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ B მიმართულებით
  3. 3 როგორც A, ასევე B მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ - მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედების ზონა ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო გამაფრთხილებელ ნიშანთან ერთად - სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.
ბილეთი #553 ბუქსირება
ბილეთი #553 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მობუქსირე ავტომობილის მძღოლს, ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ გზა მოყინულია?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არა ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია.
ბილეთი #554 ბუქსირება

დასაშვებია თუ არა მისაბმელიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება?

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 არ არის დასაშვები
  3. 3 დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ზე ნაკლებია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით (მისაბმელის გარეშე) სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება ამ კანონით დადგენილი წესით.
ბილეთი #555 ბუქსირება

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს:

  1. 1 როგორც ხისტი, ასევე მოქნილი გადაბმით და ნაწილობრივი დატვირთვით
  2. 2 მხოლოდ ხისტი გადაბმით
  3. 3 მხოლოდ მოქნილი გადაბმით
  4. 4 მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს ხისტი ან მოქნილი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.
ბილეთი #556 ბუქსირება

სავალდებულოა თუ არა, ხისტი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი, როცა გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას?

  1. 1 სავალდებულოა
  2. 2 არ არი სავალდებულო
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას.
ბილეთი #558 ბუქსირება

ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია:

  1. 1 მხოლოდ საბუქსირო ავტობუსით
  2. 2 როგორც საბუქსირო ავტობუსითა და ტროლეიბუსით, ასევე საბუქსირო სატვირთო ავტომობილის ძარით
  3. 3 მხოლოდ საბუქსირო სატვირთო ავტომობილის ძარით
  4. 4 მხოლოდ საბუქსირო ტროლეიბუსით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.
ბილეთი #560 ბუქსირება

მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს:

  1. 1 2-4 მეტრს
  2. 2 6-8 მეტრს
  3. 3 4-6 მეტრს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა.
ბილეთი #563 ბუქსირება

აკრძალულია თუ არა, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომელსაც ორი მისაბმელი აქვს?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს.
ბილეთი #565 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

თუ უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივ მასაზე ნაკლებია, მისი ბუქსირება დასაშვებია:

  1. 1 როგორც ხისტი გადაბმულობით, ასევე ნაწილობრივი დატვირთვით
  2. 2 მხოლოდ ხისტი გადაბმულობით
  3. 3 მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით
  4. 4 მხოლოდ მოქნილი გადაბმულობით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.
ბილეთი #566 ბუქსირება

ბუქსირება დასაშვებია:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი
  2. 2 მოქნილი გადაბმით, როცა გზები მოყინულია
  3. 3 მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია ბუქსირება: დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება; ე) მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.