მარეგულირებლის სიგნალები

32 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ხელების და კვერთხის მდებარეობა და მისი შესაბამისობა შუქნიშანთან.

ბილეთი #875 მარეგულირებლის სიგნალები

თუ ქვეითთა გადასასვლელების მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა რეგულირდება მარეგულირებლის მეშვეობით, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლები უნდა გაჩერდნენ:

  1. 1 ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან
  2. 2 მარეგულირებელის წინ
  3. 3 საპირიპირო მიმართულების ზოლზე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან.
ბილეთი #901 მარეგულირებლის სიგნალები

“მარეგულირებელი” არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

  1. 1 საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა
  2. 2 მხოლოდ სამართალდამრღვევ მძღოლს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 32-ე პუნქტის თანახმად, მარეგულირებელი - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა.
ბილეთი #955 მარეგულირებლის სიგნალები

თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ:

  1. 1 არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით
  2. 2 მხოლოდ პრიორიტეტის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.
ბილეთი #1281 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #1281 — სიტუაციის სურათი

რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

  1. 1 ყველა მიმართულებით
  2. 2 მხოლოდ A, B და D მიმართულებით
  3. 3 მხოლოდ B და C მიმართულებით
  4. 4 მხოლოდ A და D მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან. ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
ბილეთი #1282 მარეგულირებლის სიგნალები
ბილეთი #1282 — სიტუაციის სურათი

რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?

  1. 1 მხოლოდ პირდაპირ
  2. 2 მხოლოდ მარცხნივ
  3. 3 ყველა მიმართულებით
  4. 4 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.
ბილეთი #1452 მარეგულირებლის სიგნალები

როგორია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის გადაადგილების უდიდესი სიჩქარე?

  1. 1 15 კმ/სთ
  2. 2 19 კმ/სთ
  3. 3 25 კმ/სთ
კანონის ახსნა
უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის გადაადგილების უდიდესი სიჩქარეა 19 კმ/სთ.
ბილეთი #1453 მარეგულირებლის სიგნალები

რამდენია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის სატვირთავი ციცხვის ტევადობა?

  1. 1 3 მ³
  2. 2 10 მ³
  3. 3 0,5 მ³
კანონის ახსნა
უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის სატვირთავი ციცხვის ტევადობაა 0,5 მ³.
ბილეთი #1454 მარეგულირებლის სიგნალები

რამდენია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის თხრის მაქსიმალური სიღრმე სპეციალური ციცხვით?

  1. 1 2,5 მ
  2. 2 3,5 მ
  3. 3 4,5 მ
კანონის ახსნა
სპეციალური ციცხვით, უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის თხრის მაქსიმალური სიღრმეა 3,5 მ.
ბილეთი #1455 მარეგულირებლის სიგნალები

რამდენია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის ჩამოცლის მაქსიმალური სიმაღლე სპეციალური ციცხვით?

  1. 1 2,5 მ
  2. 2 3,5 მ
  3. 3 4,5 მ
კანონის ახსნა
სპეციალური ციცხვით, უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის ჩამოცლის მაქსიმალური სიმაღლეა 2,5 მ.
ბილეთი #1456 მარეგულირებლის სიგნალები

რა სახის შეიძლება იყოს არხსაწმენდები?

  1. 1 ჯაჭვური
  2. 2 უწყვეტი და ციკლური მოქმედების
  3. 3 წრიული
კანონის ახსნა
არხსაწმენდები გვხვდება უწყვეტი და ციკლური მოქმედების.
ბილეთი #1457 მარეგულირებლის სიგნალები

როდის გამოიყენება არხისშიდა არხსაწმენდები?

  1. 1 სავალ ნაწილის ფერდზე
  2. 2 როდესაც არხის სიგანე ნაკლებია მუხლუხებს შორის მანძილზე
  3. 3 როდესაც ბერმებზე და ნაპირზე გავლა შეუძლებელია
კანონის ახსნა
არხისშიდა არხსაწმენდები გამოიყენება როდესაც ბერმებზე და ნაპირზე გავლა შეუძლებელია.
ბილეთი #1458 მარეგულირებლის სიგნალები

როგორი მუშა ორგანო აქვს უწყვეტი ქმედების მრავალციცხვიან არხსაწმენდს?

  1. 1 ციკლური
  2. 2 მობილური ქმედების
  3. 3 ჯაჭვური ან როტორული
კანონის ახსნა
უწყვეტი ქმედების მრავალციცხვიან არხსაწმენდს აქვს ჯაჭვური ან როტორული მუშა ორგანო.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.