რკინიგზის გადასასვლელი

29 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

გადასვლის წესი, აკრძალვები და ქცევა გაჩერებული ავტომობილის დროს.

ბილეთი #1291 რკინიგზის გადასასვლელი

თხევადი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში ავტოცისტერნა გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ ცისტერნა შევსებულია:

  1. 1 ნახევრად
  2. 2 75%-ით
  3. 3 მთლიანად
კანონის ახსნა
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი. ავტოცისტერნით თხევადი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ შეუვსებელ ცისტერნაში სითხეს აქვს გადაადგილების საშუალება, რაც დამატებით მომქმედ ინერციულ ძალას წარმოშობს და ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას გადაყირავების წინააღმდეგ.
ბილეთი #1292 რკინიგზის გადასასვლელი

მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლის მოცურება, გადაყირავება და დაკეცვა შეიძლება გამოიწვიოს:

  1. 1 მხოლოდ მკვეთრმა დამუხრუჭებამ
  2. 2 მხოლოდ საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ
  3. 3 მხოლოდ გადამეტებულმა სიჩქარემ
  4. 4 როგორც გადამეტებულმა სიჩქარემ, ასევე საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ და მკვეთრმა დამუხრუჭებამ
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ დიდია ავტომატარებლის მოცურების, დაკეცვის და გადაყირავების საშიშროება. მოსახვევები უნდა გავიაროთ მდორედ, არ უნდა გავაკეთოთ მკვეთრი დამუხრუჭება, ვიმოძრაოთ დაბალი სიჩქარით. საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება, მკვეთრი დამუხრუჭება ან გადამეტებული სიჩქარე მისაბმელის დიდი ინერციის გავლენით მოსალოდნელია გახდეს ავტომატარებლის მოცურების, გადაყირავების და დაკეცვის მიზეზი.
ბილეთი #1293 რკინიგზის გადასასვლელი

მოლიპულ გზაზე, აღმართზე მოძრაობისას ავტომატარებლის მოცურება, გადაყირავება და დაკეცვა შეიძლება გამოიწვიოს:

  1. 1 მხოლოდ საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ
  2. 2 მხოლოდ მკვეთრმა დამუხრუჭებამ
  3. 3 როგორც საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ, ასევე მკვეთრმა დამუხრუჭებამ
კანონის ახსნა
ზამთრის პირობებში აღმართზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა ჩართოს დაბალი გადაცემა ან ჩართოს სარიგებელი კოლოფი, რათა გამორიცხოს აღმართზე სიჩქარის გადართვის აუცილებლობა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს წამყვანი თვლების მოცურება. აღმართზე ყინულით დაფარული გზის პირობებში ავტომობილი ვერ შეძლებს მოძრაობის განახლებას და მისაბმელი თვითნებურად დაიწყებს მოცურებს უკან. მოლიპულ გზაზე საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება ან დამუხრუჭება ასევე შეიძლება გახდეს ავტომობილის და მისაბმელის მოცურების, დაკეცვის ან გადაყირავების მიზეზი.
ბილეთი #1300 რკინიგზის გადასასვლელი

მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსის დინამიკური დერეფანი ერთეული ავტომობილის დინამიკურ დერეფანზე მეტია:

  1. 1 50-70%-ით
  2. 2 10-40%-ით
  3. 3 5%-ით
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას გამწე ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის უკანა და მისაბმელის თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსის დინამიკური დერეფანი 10-40%-ით მეტია ვიდრე ერთეული ავტომობილის და ჩვეულებრივი ავტობუსის დინამიკური დერეფანი.
ბილეთი #1303 რკინიგზის გადასასვლელი

ავტომატარებლით და შესახსრებული ავტობუსით გასწრების დროს, გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი მიზანშეწონილია არ იყოს:

  1. 1 1 მეტრზე ნაკლები
  2. 2 1,5 მეტრზე ნაკლები
  3. 3 2 მეტრზე ნაკლები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებისათვის (საშუალებებისათვის) უნდა დატოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე. გასწრების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ სავალი ნაწილის სიგანე იძლევა საშუალებას დაიკავოს გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში გვერდითი ინტერვალი არა ნაკლები 1-1,5 მეტრი. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მძღოლებმა დამატებით უნდა გაითვალისწინონ, რომ მისაბმელის გვერდითი გადაადგილება ზრდის სატრანსპორტო შემადგენლობის დინამიკურ კარიდორს 10-40%-ით. უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს 2 მეტრზე ნაკლები.
ბილეთი #1310 რკინიგზის გადასასვლელი

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს:

  1. 1 საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას
  2. 2 მხოლოდ საბურავების დაბერვის შესაძლებლობას
  3. 3 მხოლოდ საბურავების წნევის გაზომვის შესაძლებლობას
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას.
ბილეთი #1311 რკინიგზის გადასასვლელი

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად სავალდებულოა მუშა მდგომარეობაში იყოს სატრანსპორტო საშუალების:

  1. 1 მხოლოდ ცისტერნის ჩასასხმელის ჩამრაზი
  2. 2 მხოლოდ კარების მართვის ამძრავი და საკეტები
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობა
  4. 4 მხოლოდ სატვირთო პლატფორმის ბორტების ჩამრაზი
კანონის ახსნა
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალების კარების საკეტები, სატვირთო პლატფორმის ბორტის ჩამრაზი, ცისტერნების ჩასასხმელის ჩამრაზი, მძღოლთა და მგზავრთა სავარძლების ფიქსირებისა და რეგულირების მექანიზმები, ხმოვანი სიგნალი, საქარე მინის გაქრევისა და გათბობის მოწყობილობა, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა, კარების ავარიული გამომრთველი და გაჩერების მანიშნებელი სიგნალი, ავტობუსების ავარიული გამოსასვლელები და მათი მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობა, ავტობუსის სალონის შიგა განათების ჩამრთველები, კარების მართვის ამძრავი და მათი მუშაობის სიგნალიზაცია უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.
ბილეთი #1343 რკინიგზის გადასასვლელი

ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა თუ არა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას?

  1. 1 დიახ, რადგან დიდი მასის გამო ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო დიდია ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა
  2. 2 არა, რადგან ავტომატარებლის მძღოლის გამოცდილების გამო მისი რეაქციის დრო ნაკლებია ვიდრე სხვა მძღოლების
  3. 3 არა, რადგან ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო მოკლეა ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა
კანონის ახსნა
ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას რადგან ავტომატერებლის დიდი მასა და მუხრუჭების რეაგირებისათვის საჭირო დრო საშუალებას არ იძლება სწრაფად დამუხრუჭების.
ბილეთი #1476 რკინიგზის გადასასვლელი

რა ტიპისაა გუთნები დანიშნულების მიხედვით?

  1. 1 სპეციალური
  2. 2 საერთო
  3. 3 საერთო და სპეციალური
კანონის ახსნა
გუთნები დანიშნულების მიხედვით არის საერთო და სპეციალური.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.