მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

54 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ძირითადი მოვალეობები, საცნობი ნიშნები და საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნები.

ბილეთი #1056 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა:

  1. 1 ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა
  3. 3 ტვირთის გადამზიდველის ან ექსპედიტორის მიერ ზედნადებით განსაზღვრული მასა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი.
ბილეთი #1059 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

აკრძალულია თუ არა გზაზე მოძრაობა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას?

  1. 1 აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 არ არის აკრძალული, თუ იგი ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ აღემატებოდეს 11,5 ტონას
  3. 3 არ არის აკრძალული, თუ იგი ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გზაზე მოძრაობს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდგომ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ თანახმად, აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის: ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.
ბილეთი #1089 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:

  1. 1 რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი
  2. 2 რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს
  3. 3 რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული).
ბილეთი #1125 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:

  1. 1 არ აღემატება 4250 კგ-ს
  2. 2 აღემატება 4250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 8250 კგ-ს
  3. 3 აღემატება 4250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 12000 კგ-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.
ბილეთი #1126 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი გადაბმული მისაბმელით, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა:

  1. 1 არ აღემატება 4250 კგ-ს
  2. 2 აღემატება 4250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 75000 კგ-ს
  3. 3 აღემატება 4250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 5500 კგ-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.
ბილეთი #1224 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
ბილეთი #1224 — სიტუაციის სურათი

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც სმენადაქვეითებული მძღოლი მართავს?

  1. 1 მხოლოდ III
  2. 2 მხოლოდ II
  3. 3 მხოლოდ I
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრი¬ს ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი.
ბილეთი #1230 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
ბილეთი #1230 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშანი იდგმება:

  1. 1 ავტომაგისტრალის დასაწყისში
  2. 2 საპატრულო პოლიციის საგუშაგოებთან
  3. 3 საქართველოს ტერიტორიაზე, შემოსასვლელებში, საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.1 „მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები“ - იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.
ბილეთი #1340 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
  2. 2 ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას
კანონის ახსნა
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად.
ბილეთი #1341 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:

  1. 1 მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძლოს მოძრაობა
  2. 2 ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
  3. 3 შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის.
ბილეთი #1379 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:

  1. 1 აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. 3 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბილეთი #1380 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

ეკრძალება თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დადგენილ მოთხოვნებს?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
ბილეთი #1482 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:

  1. 1 ყველა ჩამოთვლილი გარემოება
  2. 2 მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს
  3. 3 მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია
  4. 4 მხოლოდ, რომ შესაძლებელია მოხუც ქვეითს მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა ან/და მხედველობა
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეით, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ის, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ასევე ის, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია და შესაძლებელია მას მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა და მხედველობა.
ბილეთი #1486 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

რატომ არის ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა საფრთხის შემცველი?

  1. 1 მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას
  2. 2 ნარკოტიკული თრობა იწვევს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფაქტორს
  3. 3 მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება
კანონის ახსნა
ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა სიფრთხილის შემცველია, რადგან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება, ასევე იგი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას.
ბილეთი #1572 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:

  1. 1 მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
  3. 3 მხედველობის პირობებს
  4. 4 თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მხედველობის პირობებს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.