imecadine.ge

ამკრძალავი ნიშნები

48 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

წრიული ნიშნები, რომლებიც ზღუდავს ან კრძალავს მოძრაობას.

ბილეთი #766 — სიტუაციის სურათი

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

1 მხოლოდ II და III
2 მხოლოდ I, II და IV
3 მხოლოდ I
4 ყველა მოცემული საგზაო ნიშნის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ე“ პუნქტის თანახმად, 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე-ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.20 „გასწრება აკრძალულია”, 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია”, 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.

ბილეთში გამოყენებული ნიშანი

3.20. გასწრება აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან­სპორ­ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.

3.26. ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია

კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.

3.2. მოძრაობა აკრძალულია

კრძალავს ყველა სახის სატრან­სპორტო საშუალებით მოძრაობას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს.

3.29. დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში

კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში. 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. ამ პერიოდში დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საფოსტო ავტომობილზე, რომელსაც ძარაზე აქვს თეთრი დიაგონალური ზოლი ლურჯ ფონზე, აგრეთვე ტაქსიზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც იგია დადგმული.

რომელია ერთჩამჩიანი ექსკავატორის საექსპლუატაციო მწარმოებლობის განზომილება?

1 მ³/სთ
2 მ²/სთ
3 მ/სთ
4 ჰა/სთ
კანონის ახსნა
ერთჩამჩიანი ექსკავატორის საექსპლუატაციო მწარმოებლობის განზომილებაა -მ³/სთ.

საგზაო-სამშენებლო მანქანებში გვხვდება შემდეგი სახის ტრანსმისია:

1 ჰიდრავლიკური
2 მექანიკური
3 კომბინირებული
4 პნევმატიკური
კანონის ახსნა
საგზაო-საამშენებლო მანქანებში გვხვდება პნევმატიკური სახის ტრანსმისია.

ჰიდრავლიკური მართვის სისტემის შემადგენელი ელემენტია:

1 ჰიდრავლიკური ტუმბო
2 შემსრულებელი მექანიზმი
3 ჰიდროგამანაწილებელი
4 სარედაქციო-დამცველი სარქველი
კანონის ახსნა
ჰიდრავლიკური მართვის სისტემის შემადგენელი ელემენტია ჰიდროგამანაწილებელი.

საგზაო-სამშენებლო მანქანების სავალი მოწყობილობა არის:

1 პნევმოთვლიანი
2 მუხლუხა
3 მაბიჯი
4 საჰაერო ბალიშზე
კანონის ახსნა
საამშენებლო მანქანების სავალი მოწყობილობაა მაბიჯი.

საგზაო-სამშენებლო მანქანების სავალი მოწყობილობა არის:

1 მცურავი
2 კომბინირებული
3 ხისტი თვლიანი
4 მაბიჯი
კანონის ახსნა
საამშენებლო მანქანების სავალი მოწყობილობაა მაბიჯი.

რომელია პნევმოთვლიანი სავალი მოწყობილობის უარყოფითი მახასიათებელი?

1 მაღალი სატრანსპორტო სიჩქარე
2 წნევის რეგულირება საყრდენებზე
3 მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი
4 გრუნტზე დიდი დაწოლა
კანონის ახსნა
პნევმოთვლიანი სავალი მოწყობილობის უარყოფითი მახასიათებელია - გრუნტზე დიდი დაწოლა.

თუ პნევმოთვლიანი სვლის თვლების ფორმულაა 6x4, რამდენი თვალია წამყვანი?

1 10
2 4
3 6
კანონის ახსნა
თუ პნევმოთვლიანი სვლის თვლების ფორმულაა 6x4 წამყვანი თვალია 4.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

60 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 793 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.

დაგვიკავშირდი