სამედიცინო დახმარება

69 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე — სისხლდენა, მოტეხილობა, შოკი.

ბილეთი #1277 სამედიცინო დახმარება
ბილეთი #1277 — სიტუაციის სურათი

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქ სიგნალზე?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
ბილეთი #1280 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა:

  1. 1 რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით
  2. 2 დაშავებული დავაყენოთ მუხლებზე სახით დაბლა და რამდენჯერმე მუშტი დავარტყათ ზურგზე
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოსაცილებლად აუცილებლად უნდა რამდენჯერმე ხელისგული დავარტყათ ზურგზე, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დავდგეთ დაშავებულის უკან, ქვედა ნეკნის დონეზე მუცელთან ხელები მუშტად გადავაჭდოთ ერთმანეთს, ერთდროულად მოვახდინოთ დაწოლა ნეკნებზე და მკვეთრად დავაწვეთ მუშტებით მუცლის არეში შიდა და ზედა მიმართულებით.
ბილეთი #1283 სამედიცინო დახმარება

ნებადართულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა?

  1. 1 არ არის ნებადართული
  2. 2 ნებადართულია
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფ დაშავებულისათვის სამკურნალო პრეპარატების მიცემა ნებადართული არ არის.
ბილეთი #1284 სამედიცინო დახმარება

არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:

  1. 1 იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
  2. 2 გასწორებული ხელი ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე
კანონის ახსნა
არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხელის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა იდაყვში მოხრილი ხელი ჩამოვკიდოთ კისერზე და ბინტის დახვევით მივუმაგროთ ტანზე.
ბილეთი #1389 სამედიცინო დახმარება

მუშაობის პერიოდში, სამუშაო ადგილიდან გარეშე პირი რა მანძილზე უნდა იყოს მოშორებული?

  1. 1 2 მ
  2. 2 10 მ
  3. 3 15 მ
  4. 4 5 მ
კანონის ახსნა
მუშაობის პერიოდში, სამუშაო ადგილიდან გარეშე პირი მოშორებული უნდა იყოს 15 მეტრის მანძილზე.
ბილეთი #1390 სამედიცინო დახმარება

რემონტის მიმდინარეობისას გარეშე პირი რა მანძილზე უნდა იყოს მოშორებული?

  1. 1 10 მ
  2. 2 5 მ
  3. 3 1.5 მ
  4. 4 2 მ
კანონის ახსნა
რემონტის მიმდინარეობისას გარეშე პირი მოშორებული უნდა იყოს 1,5 მეტრის მანძილზე.
ბილეთი #1391 სამედიცინო დახმარება

მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დაშორება ექსკალატორის მაღალ წერტილსა და ძაბვის მართულებს შორის არა ნაკლებია:

  1. 1 10 მ
  2. 2 2 მ
  3. 3 5 მ
  4. 4 1.5 მ
კანონის ახსნა
მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დაშორება ექსკალატორის მაღალ წერტილსა და ძაბვის მართულებს შორის არა ნაკლებ 2 მეტრია.
ბილეთი #1392 სამედიცინო დახმარება

ექსკალატორი დაკომპლექტებული უნდა იყოს:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი
  2. 2 როგორც აფთიაქით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით
  3. 3 მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით
  4. 4 მხოლოდ აფთიაქით
კანონის ახსნა
ექსკავატორი დაკომპლექტებული უნდა იყოს როგორც აფთიაქით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით.
ბილეთი #1393 სამედიცინო დახმარება

უნდა იცოდეს თუ არა ტრაქტორისტ-მემანქანემ საგზაო მოძრაობის წესები?

  1. 1 არ არის აუცილებელი
  2. 2 დიახ
კანონის ახსნა
ტრაქტორისტ-მემანქანემ საგზაო მოძრაობის წესები უნდა იცოდეს.
ბილეთი #1394 სამედიცინო დახმარება

როდის უნდა ჩაირთოს საჭირო გადაცემა ბულდოზერის დახრილ ზედაპირზე მოძრაობისთვის?

  1. 1 დახრილ ზედაპირზე მოძრაობის დაწყების წინ
  2. 2 დახრილ ზედაპირზე მოძრაობისას
კანონის ახსნა
ბულდოზერის დახრილ ზედაპირზე მოძრაობისთვის საჭირო გადაცემა უნდა ჩაირთოს დახრილ ზედაპირზე მოძრაობის დაწყების წინ.
ბილეთი #1395 სამედიცინო დახმარება

ბულდოზერის შეზღუდულ სივრცეში მანევრირების შესრულებისას ან აღმართის გადალახვისას უნდა:

  1. 1 გაიზარდოს ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე
  2. 2 შემცირდეს ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე
კანონის ახსნა
ბულდოზერის შეზღუდულ სივრცეში მანევრირების შესრულებისას ან აღმართის გადალახვისას თქვენ უნდა შეამციროთ ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე.
ბილეთი #1396 სამედიცინო დახმარება

ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ:

  1. 1 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 20°-ზე მეტია
  2. 2 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 15°-ზე მეტია
  3. 3 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 30°-ზე მეტია
კანონის ახსნა
ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 20°-ზე მეტია.
ბილეთი #1397 სამედიცინო დახმარება

ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ:

  1. 1 ფერდობზე მუშაობა პარალელური დახრილობისას 16° მეტია
  2. 2 ფერდობზე მუშაობა პარალელური დახრილობისას 24° მეტია
  3. 3 ფერდობზე მუშაობა პარალელური დახრილობისას 20° მეტია
კანონის ახსნა
ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია ფერდობზე, 16°-ზე მეტი პარალელური დახრილობისას.
ბილეთი #1398 სამედიცინო დახმარება

დასაშვებია თუ არა მოხვევის განხორციელება ბულდოზერის და საფხიერებელი კბილის ღრმა ნაყარით?

  1. 1 დიახ
  2. 2 არა
კანონის ახსნა
ბულდოზერის და საფხიერებელი კბილის ღრმა ნაყარით მოხვევის განხორციელება დასაშვები არ არის.
ბილეთი #1399 სამედიცინო დახმარება

ბულდოზერის რამდენი საათის მუშაობის შემდეგ ტარდება პირველი ტექნიკური მომსახურება?

  1. 1 მუშაობის 75 საათის შემდეგ
  2. 2 მუშაობის 40 საათის შემდეგ
  3. 3 მუშაობის 50 საათის შემდეგ
კანონის ახსნა
ბულდოზერის პირველი ტექნიკური მომსახურება ტარდება 50 საათის მუშაობის შემდეგ.
ბილეთი #1400 სამედიცინო დახმარება

ბულდოზერის რამდენი საათის მუშაობის შემდეგ ტარდება მეორე ტექნიკური მომსახურება?

  1. 1 მუშაობის 250 საათის შემდეგ
  2. 2 მუშაობის 350 საათის შემდეგ
  3. 3 მუშაობის 300 საათის შემდეგ
კანონის ახსნა
ბულდოზერის მეორე ტექნიკური მომსახურება ტარდება 250 საათის მუშაობის შემდეგ.
ბილეთი #1401 სამედიცინო დახმარება

ბულდოზერის რამდენი საათის მუშაობის შემდეგ ტარდება მესამე ტექნიკური მომსახურება?

  1. 1 მუშაობის 1000 საათის შემდეგ
  2. 2 მუშაობის 750 საათის შემდეგ
  3. 3 მუშაობის 500 საათის შემდეგ
კანონის ახსნა
ბულდოზერის მესამე ტექნიკური მომსახურება ტარდება 1000 საათის მუშაობის შემდეგ.
ბილეთი #1402 სამედიცინო დახმარება

ბულდოზერის ტრანსპორტირება შესაძლებელია?

  1. 1 მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით
  2. 2 მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტით
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებიმიერი ხერხით
  4. 4 მხოლოდ თავისი სვლით
კანონის ახსნა
ბულდოზერის ტრანსპორტირება შესაძლებელია როგორც თავისი სვლით, ასევე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით.
ბილეთი #1522 სამედიცინო დახმარება

მანქანის გამოსადეგობის ვადა წარმოადგენს:

  1. 1 სეზონური ტექნიკური მომსახურებებს შორის დროის შუალედს
  2. 2 მისი მორალური ცვეთის ვადას
  3. 3 მანქანის ექსპლოატაციის კალენდარულ ხანგრძლივობას იმ მომენტამდე, როცა მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები აღწევს ზღვრულ მნიშვნელობას
  4. 4 მანქანის სამსახურის საგარანტიო ვადას
კანონის ახსნა
მანქანის გამოსადეგობის ვადა წარმოადგენს მანქანის ექსპლოატაციის კალენდარულ ხანგრძლივობას იმ მომენტამდე, როცა მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები აღწევს ზღვრულ მნიშვნელობას.
ბილეთი #1523 სამედიცინო დახმარება

მანქანათა ტექნიკური მომსახურება წარმოადგენს ოპერაციათა გარკვეულ ერთობლიობას:

  1. 1 რომელთა ჩატარებაც აუცილებელია მანქანათა საიმედობის გაზრდისთვის
  2. 2 რომელთა ჩატარებაც უზრუნველყოფს მანქანის მუშაუნარიანობის შენარჩუნებას
  3. 3 დიაგონალური და საქცევური
  4. 4 რომელთა ჩატარებაც აუცილებელია მანქანის გამოსახმარისებისთვის
კანონის ახსნა
მანქანათა ტექნიკური მომსახურება წარმოადგენს ოპერაციათა გარკვეულ ერთობლიობას რომელთა ჩატარებაც უზრუნველყოფს მანქანის მუშაუნარიანობის შენარჩუნებას.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.