შუქნიშნის სიგნალები

48 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ფერების და ისრების მნიშვნელობა, მოციმციმე რეჟიმები, რევერსული შუქნიშანი.

ბილეთი #1445 შუქნიშნის სიგნალები

რამდენია ერთციცხვიანი ექსკავატორების მწარმოებლობა?

  1. 1 10-დან 15000 მ³/სთ-მდე
  2. 2 30-დან 2000 მ³/სთ-მდე
  3. 3 20-დან 18000 მ³/სთ-მდე
კანონის ახსნა
ერთციცხვიანი ექსკავატორების მწარმოებლობაა 10-დან 15000 მ³/სთ-მდე.
ბილეთი #1446 შუქნიშნის სიგნალები

რამდენია მრავალციცხვიანი ექსკავატორების მასა?

  1. 1 600 დან 15000 ტონამდე
  2. 2 500 დან 9000 ტონამდე
  3. 3 400 დან 8600 ტონამდე
კანონის ახსნა
მრავალციცხვიანი ექსკავატორების მასაა 600 დან 15000 ტონამდე.
ბილეთი #1447 შუქნიშნის სიგნალები

რამდენია ერთციცხვიანი ექსკავატორების სიმძლავრე?

  1. 1 9200 კვ-მდე
  2. 2 10000 კვ-მდე
  3. 3 50000 კვ-მდე
კანონის ახსნა
ერთციცხვიანი ექსკავატორების სიმძლავრეა 9200 კვ-მდე.
ბილეთი #1448 შუქნიშნის სიგნალები

რომელი ინდექსით აღინიშნება ბულდოზერი, რომელსაც ეწოდება სპეციალური?

  1. 1 C ინდექსით
  2. 2 B ინდექსით
  3. 3 A ინდექსით
კანონის ახსნა
ბულდოზერი, რომელსაც ეწოდება სპეციალური აღინიშნება B ინდექსით.
ბილეთი #1450 შუქნიშნის სიგნალები

როგორი მართვის სისტემა აქვს ბულდოზერის ამწე სამართავ მექანიზმებს?

  1. 1 ჰიდრავლიკური
  2. 2 ბაგირული და ჰიდრავლიკური
  3. 3 ბაგირული
კანონის ახსნა
ბულდოზერის ამწე სამართავი მექანიზმები არის ბაგირული და ჰიდრავლიკური მართვის.
ბილეთი #1451 შუქნიშნის სიგნალები

როგორია უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის მართვის ნორმალური სიმძლავრე?

  1. 1 60 კვტ
  2. 2 44 კვტ
  3. 3 30 კვტ
კანონის ახსნა
უნივერსალური ერთციცხვიანი ექსკავატორის მართვის ნორმალური სიმძლავრეა 44 კვტ.
ბილეთი #1588 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #1588 — სიტუაციის სურათი

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ტრაქტორის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

  1. 1 მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
  2. 2 მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ
  3. 3 როგორც ოპერატიული სამსახურის ავტომობილის, ასევე ავტობუსის მძღოლის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად,არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც. გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.
ბილეთი #1649 შუქნიშნის სიგნალები

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:

  1. 1 გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს
  2. 2 გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა
  3. 3 გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად
კანონის ახსნა
თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა გააგრძელოს მოძრაობა, ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.