მუშაობის პერიოდში მიწაში თუ აღმოჩენილი იქნა რაიმე სადენი, მაშინ?
1
მუშაობა უნდა გაგრძელდეს სიფრთხილის დაცვით
2
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა
3
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა და გაგრძელდეს მხოლოდ ოფიციალური თანხმობის მიღების შემდეგ
კანონის ახსნა
მუშაობის პერიოდში მიწაში თუ აღმოჩენილი იქნა რაიმე სადენი, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა და გაგრძელდეს ოფიციალური თანხმობის მიღების შემდეგ.
მექანიზმის მუშა მდგომარეობაში მოყვანისას ან მისი გადაადგილების წინ სამუშაო ადგილის გარეშე პირებისგან განთავისუფლების მიზნით მემანქანემ:
1
უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი
2
უნდა ჩავიდეს სამუშაო ადგილზე და პირადად გააფრთხილოს გარეშე პირები
3
გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა მისცეს ხელით
კანონის ახსნა
მექანიზმის მუშა მდგომარეობაში მოყვანისას ან მისი გადაადგილების წინ სამუშაო ადგილის გარეშე პირებისგან განთავისუფლების მიზნით მემანქანემ უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი.
სამუშაოს დაწყების წინ, სამუშაო ადგილზე უნდა გაკეთდეს ტრაფარეტი წარწერით?
1
„შესვლა აკრძალულია“
2
მიმდინარე სამუშაოების შესახებ
3
მემანქანის გვარი, სახელი და მამის სახელი
კანონის ახსნა
სამუშაოს დაწყების წინ, სამუშაო ადგილზე უნდა გაკეთდეს ტრაფარეტი წარწერით მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
ექსკავატორზე შეიძლება თუ არა უცხო პირთა დაშვება?
1
შეიძლება მემანქანესთან ერთად
2
შეიძლება ხელმძღვანელობის თანხმობით
3
არ შეიძლება
კანონის ახსნა
ექსკავატორზე უცხო პირთა დაშვება არ შეიძლება.
ექსკავატორიდან ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებელია:
1
მხოლოდ ყველა გამშვები დაყენდეს ნეიტრალურ მდგომარეობაში
2
მხოლოდ გამოირთოს ყველა გამშვები
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოქმედების შესრულება
კანონის ახსნა
ექსკავატორიდან ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებელია გამორთოთ ყველა გამშვები და დავაყენოთ ნეიტრალურ მდგომარეობაში.
შეიძლება თუ არა მექანიზმის მუშა მდგომარეობაში დატოვება?
1
შეიძლება 15-20 წუთის განმავლობაში
2
დიახ
3
არა
კანონის ახსნა
მექანიზმის მუშა მდგომარეობაში დატოვება არ შეიძლება.
შეიძლება თუ არა ექსკავატორის ციცხვის დატვირთულ მდგომარეობაში მიწიდან მოცილებით დატოვება?
1
აუცილებელია ციცხვი დავუშვათ მიწაზე
2
შეიძლება მიწიდან 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე
3
შეიძლება ნებისმიერ სიმაღლეზე
კანონის ახსნა
დატვირთულ მდგომარეობაში ექსკავატორის ციცხვის დატოვების შემთხვევაში აუცილებელია ციცხვი დავუშვათ მიწაზე.
მუშაობის პერიოდში, სამუშაო ადგილიდან გარეშე პირი რა მანძილზე უნდა იყოს მოშორებული?
1
2 მ
2
10 მ
3
5 მ
4
15 მ
კანონის ახსნა
მუშაობის პერიოდში, სამუშაო ადგილიდან გარეშე პირი მოშორებული უნდა იყოს 15 მეტრის მანძილზე.
რემონტის მიმდინარეობისას გარეშე პირი რა მანძილზე უნდა იყოს მოშორებული?
1
5 მ
2
2 მ
3
1.5 მ
4
10 მ
კანონის ახსნა
რემონტის მიმდინარეობისას გარეშე პირი მოშორებული უნდა იყოს 1,5 მეტრის მანძილზე.
მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დაშორება ექსკავატორის მაღალ წერტილსა და ძაბვის მავთულებს შორის არა ნაკლებია:
1
2 მ
2
10 მ
3
1.5 მ
4
5 მ
კანონის ახსნა
მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დაშორება ექსკავატორის მაღალ წერტილსა და ძაბვის მავთულებს შორის არა ნაკლებ 2 მეტრია.
ექსკავატორი დაკომპლექტებული უნდა იყოს:
1
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი
2
მხოლოდ აფთიაქით
3
როგორც აფთიაქით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით
4
მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით
კანონის ახსნა
ექსკავატორი დაკომპლექტებული უნდა იყოს როგორც აფთიაქით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით.
უნდა იცოდეს თუ არა ტრაქტორისტ-მემანქანემ საგზაო მოძრაობის წესები?
1
არ არის აუცილებელი
2
დიახ
კანონის ახსნა
ტრაქტორისტ-მემანქანემ საგზაო მოძრაობის წესები უნდა იცოდეს.
როდის უნდა ჩაირთოს საჭირო გადაცემა ბულდოზერის დახრილ ზედაპირზე მოძრაობისთვის?
1
დახრილ ზედაპირზე მოძრაობის დაწყების წინ
2
დახრილ ზედაპირზე მოძრაობისას
კანონის ახსნა
ბულდოზერის დახრილ ზედაპირზე მოძრაობისთვის საჭირო გადაცემა უნდა ჩაირთოს დახრილ ზედაპირზე მოძრაობის დაწყების წინ.
ბულდოზერის შეზღუდულ სივრცეში მანევრირების შესრულებისას ან აღმართის გადალახვისას უნდა:
1
შემცირდეს ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე
2
გაიზარდოს ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე
კანონის ახსნა
ბულდოზერის შეზღუდულ სივრცეში მანევრირების შესრულებისას ან აღმართის გადალახვისას თქვენ უნდა შეამციროთ ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე.
ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ:
1
ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 30°-ზე მეტია
2
ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 15°-ზე მეტია
3
ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 20°-ზე მეტია
კანონის ახსნა
ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 20°-ზე მეტია.
ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ:
1
ფერდობზე მუშაობა პარალელური დახრილობისას 16° მეტია
2
ფერდობზე მუშაობა პარალელური დახრილობისას 24° მეტია
3
ფერდობზე მუშაობა პარალელური დახრილობისას 20° მეტია
კანონის ახსნა
ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია ფერდობზე, 16°-ზე მეტი პარალელური დახრილობისას.
დასაშვებია თუ არა მოხვევის განხორციელება ბულდოზერის და საფხიერებელი კბილის ღრმა ნაყარით?
კანონის ახსნა
ბულდოზერის და საფხიერებელი კბილის ღრმა ნაყარით მოხვევის განხორციელება დასაშვები არ არის.
ბულდოზერის ტრანსპორტირება შესაძლებელია?
1
მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით
2
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებიმიერი ხერხით
3
მხოლოდ თავისი სვლით
4
მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტით
კანონის ახსნა
ბულდოზერის ტრანსპორტირება შესაძლებელია როგორც თავისი სვლით, ასევე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით.
ბულდოზერის მცირე მანძილზე ტრანსპორტირება რეკომენდირებულია?
1
თავისი სვლით
2
საავტომობილო ტრანსპორტით
3
სარკინიგზო ტრანსპორტით
კანონის ახსნა
ბულდოზერის მცირე მანძილზე ტრანსპორტირება რეკომინდირებულია თავისი სვლით.
ბულდოზერის შორ მანძილზე ტრანსპორტირება რეკომენდირებულია?
1
მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტით
2
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ხერხით
3
მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით
კანონის ახსნა
ბულდოზერის შორ მანძილზე ტრანსპორტირება რეკომინდირებულია როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
60 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 793 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.
ყველა მარშრუტი რუკაზე
GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
საიტზეც და აპლიკაციაშიც
ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.