ბილეთების სრული სია

1021 ოფიციალური ბილეთი — T, S კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1354 ადმინისტრაციული კანონი

საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება:

  1. 1 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე
  2. 2 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
ბილეთი #1355 ადმინისტრაციული კანონი

ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს:

  1. 1 შინაგან საქმეთა სამინისტრო
  2. 2 საგადასახადო ორგანო
  3. 3 დეკლარანტი
კანონის ახსნა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.
ბილეთი #1379 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:

  1. 1 აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. 3 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბილეთი #1380 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

ეკრძალება თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დადგენილ მოთხოვნებს?

  1. 1 ეკრძალება
  2. 2 არ ეკრძალება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
ბილეთი #1381 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?

  1. 1 მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე
  2. 2 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე
  4. 4 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე
კანონის ახსნა
სამუხრუჭო მანძილის მნიშვნელობა დამოკიდებულია როგორც სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე, ასევე გზის საფარის მდგომარეობაზე და სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე.
ბილეთი #1382 მოძრაობის უსაფრთხოება

მუშაობის პერიოდში მიწაში თუ აღმოჩენილი იქნა რაიმე სადენი, მაშინ?

  1. 1 მუშაობა უნდა გაგრძელდეს სიფრთხილის დაცვით
  2. 2 დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა
  3. 3 დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა და გაგრძელდეს მხოლოდ ოფიციალური თანხმობის მიღების შემდეგ
კანონის ახსნა
მუშაობის პერიოდში მიწაში თუ აღმოჩენილი იქნა რაიმე სადენი, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა და გაგრძელდეს ოფიციალური თანხმობის მიღების შემდეგ.
ბილეთი #1383 მოძრაობის უსაფრთხოება

მექანიზმის მუშა მდგომარეობაში მოყვანისას ან მისი გადაადგილების წინ სამუშაო ადგილის გარეშე პირებისგან განთავისუფლების მიზნით მემანქანემ:

  1. 1 უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი
  2. 2 გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა მისცეს ხელით
  3. 3 უნდა ჩავიდეს სამუშაო ადგილზე და პირადად გააფრთხილოს გარეშე პირები
კანონის ახსნა
მექანიზმის მუშა მდგომარეობაში მოყვანისას ან მისი გადაადგილების წინ სამუშაო ადგილის გარეშე პირებისგან განთავისუფლების მიზნით მემანქანემ უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი.
ბილეთი #1384 მოძრაობის უსაფრთხოება

სამუშაოს დაწყების წინ, სამუშაო ადგილზე უნდა გაკეთდეს ტრაფარეტი წარწერით?

  1. 1 მიმდინარე სამუშაოების შესახებ
  2. 2 „შესვლა აკრძალულია“
  3. 3 მემანქანის გვარი, სახელი და მამის სახელი
კანონის ახსნა
სამუშაოს დაწყების წინ, სამუშაო ადგილზე უნდა გაკეთდეს ტრაფარეტი წარწერით მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
ბილეთი #1385 მოძრაობის უსაფრთხოება

ექსკალატორზე შეიძლება თუ არა უცხო პირთა დაშვება?

  1. 1 შეიძლება მემანქანესთან ერთად
  2. 2 არ შეიძლება
  3. 3 შეიძლება ხელმძღვანელობის თანხმობით
კანონის ახსნა
ექსკავატორზე უცხო პირთა დაშვება არ შეიძლება.
ბილეთი #1386 მოძრაობის უსაფრთხოება

ექსკალატორიდან ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებელია:

  1. 1 მხოლოდ გამოირთოს ყველა გამშვები
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოქმედების შესრულება
  3. 3 მხოლოდ ყველა გამშვები დაყენდეს ნეიტრალურ მდგომარეობაში
კანონის ახსნა
ექსკავატორიდან ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებელია გამორთოთ ყველა გამშვები და დავაყენოთ ნეიტრალურ მდგომარეობაში.
ბილეთი #1387 მოძრაობის უსაფრთხოება

შეიძლება თუ არა მექანიზმის მუშა მდგომარეობაში დატოვება?

  1. 1 არა
  2. 2 დიახ
  3. 3 შეიძლება 15-20 წუთის განმავლობაში
კანონის ახსნა
მექანიზმის მუშა მდგომარეობაში დატოვება არ შეიძლება.
ბილეთი #1388 მოძრაობის უსაფრთხოება

შეიძლება თუ არა ექსკალატორის ციცხვის დატვირთულ მდგომარეობაში მიწიდან მოცილებით დატოვება?

  1. 1 შეიძლება ნებისმიერ სიმაღლეზე
  2. 2 აუცილებელია ციცხვი დავუშვათ მიწაზე
  3. 3 შეიძლება მიწიდან 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე
კანონის ახსნა
დატვირთულ მდგომარეობაში ექსკავატორის ციცხვის დატოვების შემთხვევაში აუცილებელია ციცხვი დავუშვათ მიწაზე.
ბილეთი #1389 სამედიცინო დახმარება

მუშაობის პერიოდში, სამუშაო ადგილიდან გარეშე პირი რა მანძილზე უნდა იყოს მოშორებული?

  1. 1 2 მ
  2. 2 10 მ
  3. 3 15 მ
  4. 4 5 მ
კანონის ახსნა
მუშაობის პერიოდში, სამუშაო ადგილიდან გარეშე პირი მოშორებული უნდა იყოს 15 მეტრის მანძილზე.
ბილეთი #1390 სამედიცინო დახმარება

რემონტის მიმდინარეობისას გარეშე პირი რა მანძილზე უნდა იყოს მოშორებული?

  1. 1 10 მ
  2. 2 5 მ
  3. 3 1.5 მ
  4. 4 2 მ
კანონის ახსნა
რემონტის მიმდინარეობისას გარეშე პირი მოშორებული უნდა იყოს 1,5 მეტრის მანძილზე.
ბილეთი #1391 სამედიცინო დახმარება

მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დაშორება ექსკალატორის მაღალ წერტილსა და ძაბვის მართულებს შორის არა ნაკლებია:

  1. 1 10 მ
  2. 2 2 მ
  3. 3 5 მ
  4. 4 1.5 მ
კანონის ახსნა
მაღალი ძაბვის ქვეშ მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დაშორება ექსკალატორის მაღალ წერტილსა და ძაბვის მართულებს შორის არა ნაკლებ 2 მეტრია.
ბილეთი #1392 სამედიცინო დახმარება

ექსკალატორი დაკომპლექტებული უნდა იყოს:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი
  2. 2 როგორც აფთიაქით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით
  3. 3 მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით
  4. 4 მხოლოდ აფთიაქით
კანონის ახსნა
ექსკავატორი დაკომპლექტებული უნდა იყოს როგორც აფთიაქით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით.
ბილეთი #1393 სამედიცინო დახმარება

უნდა იცოდეს თუ არა ტრაქტორისტ-მემანქანემ საგზაო მოძრაობის წესები?

  1. 1 არ არის აუცილებელი
  2. 2 დიახ
კანონის ახსნა
ტრაქტორისტ-მემანქანემ საგზაო მოძრაობის წესები უნდა იცოდეს.
ბილეთი #1394 სამედიცინო დახმარება

როდის უნდა ჩაირთოს საჭირო გადაცემა ბულდოზერის დახრილ ზედაპირზე მოძრაობისთვის?

  1. 1 დახრილ ზედაპირზე მოძრაობის დაწყების წინ
  2. 2 დახრილ ზედაპირზე მოძრაობისას
კანონის ახსნა
ბულდოზერის დახრილ ზედაპირზე მოძრაობისთვის საჭირო გადაცემა უნდა ჩაირთოს დახრილ ზედაპირზე მოძრაობის დაწყების წინ.
ბილეთი #1395 სამედიცინო დახმარება

ბულდოზერის შეზღუდულ სივრცეში მანევრირების შესრულებისას ან აღმართის გადალახვისას უნდა:

  1. 1 გაიზარდოს ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე
  2. 2 შემცირდეს ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე
კანონის ახსნა
ბულდოზერის შეზღუდულ სივრცეში მანევრირების შესრულებისას ან აღმართის გადალახვისას თქვენ უნდა შეამციროთ ლილვა მუხლის ბრუნვის სიხშირე.
ბილეთი #1396 სამედიცინო დახმარება

ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ:

  1. 1 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 20°-ზე მეტია
  2. 2 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 15°-ზე მეტია
  3. 3 ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 30°-ზე მეტია
კანონის ახსნა
ბულდოზერის მუშაობა დაუშვევებელია, თუ ფრთის აწევა და გრუნტის დამუშავება გრძივი დახრილობისას 20°-ზე მეტია.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.