რა ნაწილებისგან შესდგება მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმი?
1
ბარბაცა, ექსცენტრიული კბილანა, ლილვი, მქნევარა
2
დგუში, დგუშის თითი, ბარბაცა, მუხლანა ლილვი
3
მუხლანა ლილვი, დგუშის რგოლები, ბარბაცა
კანონის ახსნა
მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმი შესდგება დგუშის, დგუშის თითის, ბარბაცას და მუხლანა ლილვისაგან.
რა სისტემებისგან შედგება ტრაქტორის ძრავა?
1
კვების სისტემა, ანთების სისტემა, შეზეთვის სისტემა, გაგრილების სისტემა, გაშვების სისტემა
2
შერევის სისტემა, შეკუმშვის სისტემა, გაფართოების სისტემა, ანთების სისტემა
3
მიწოდების სისტემა, მართვის სისტემა, დამუხრუჭების სისტემა, აჩქარების სისტემა, გადაცემის სისტემა
კანონის ახსნა
ტრაქტორის ძრავა შედგება კვების სისტემის, ანთების სისტემის, შეზეთვის სისტემის, გაგრილების სისტემისა და გაშვების სისტემისაგან.
რა დანიშნულება აქვს ტრანსმისიას?
1
ანაწილებს მომენტებს წინა და უკანა თვლებზე
2
ცვლის ტრაქტორის სიჩქარეს
3
ძრავის მაბრუნ მომენტს გადასცემს წამყვანთვლებს
კანონის ახსნა
ტრანსმისიის დანიშნულებაა ძრავის მაბრუნ მომენტის გადასცეს წამყვანთვლებს.
როგორი სახის ტრანსმისიები არსებობს?
1
მექანიკური, ჰიდრავლიკური, კომბინირებული
2
საფეხურიანი, უსაფეხურო, კომბინირებული
3
ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი, მრავალსაფეხურიანი
კანონის ახსნა
ტრანსმისიები არსებობს საფეხურიანი, უსაფეხურო, კომბინირებული.
გადაცემათა კოლოფები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
1
ელექტრული და ავტომატური
2
მექანიკური, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური
3
ნახევრადავტომატური, სინქრონული
კანონის ახსნა
გადაცემათა კოლოფები კლასიფიცირდება შემდეგნაირად: მექანიკური, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური.
ტექნიკურ ნაკეთობას ეწოდება მუშაუნარიანი თუ:
1
ის აკმაყოფილებს გარეგანი დიზაინის მოთხოვნებს
2
ის აკმაყოფილებს უსაფრთხოების ტექნიკის ყველა მოთხოვნას
3
არ არის გასული მისი მორალური ცვეთის ვადა
4
მას შეუძლია შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებით არის დადგენილი
კანონის ახსნა
ტექნიკურ ნაკეთობას ეწოდება მუშაუნარიანი, თუ მას შეუძლია შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებით არის დადგენილი.
1
ტექნიკური ნაკეთობის ენერგეტიკული მაჩვენებლების გაუარესებას
2
მოვლენას, რომელიც იწვევს ტექნიკური ნაკეთობის მუშაუნარიანობის დაკარგვას
3
მანქანის გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნას
4
მანქანის რესურსის ამოწურვას
კანონის ახსნა
მტყუნება ეწოდება მოვლენას, რომელიც იწვევს ტექნიკური ნაკეთობის მუშაუნარიანობის დაკარგვას.
საიმედობა წარმოადგენს მანქანის:
1
მუშა ორგანოების უმტყუვნო მუშაობის უნარს დროის განსაზღვრულ შუალედში
2
მდგრადი მოძრაობის შენარჩუნების უნარს
3
მოცემული პროცესის მაღალხარისხოვნად შესრულების უნარს
4
თვისებას, შეინარჩუნოს მოცემული ფუნქციის შესრულების უნარი საექსპლოატაციო მაჩვენებლების შეცვლის გარეშე
კანონის ახსნა
საიმედობა წარმოადგენს მანქანის თვისებას, შეინარჩუნოს მოცემული ფუნქციის შესრულების უნარი საექსპლოატაციო მაჩვენებლების შეცვლის გარეშე.
მანქანის გამოსადეგობის ვადა წარმოადგენს:
1
სეზონური ტექნიკური მომსახურებებს შორის დროის შუალედს
2
მანქანის ექსპლოატაციის კალენდარულ ხანგრძლივობას იმ მომენტამდე, როცა მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები აღწევს ზღვრულ მნიშვნელობას
3
მანქანის სამსახურის საგარანტიო ვადას
4
მისი მორალური ცვეთის ვადას
კანონის ახსნა
მანქანის გამოსადეგობის ვადა წარმოადგენს მანქანის ექსპლოატაციის კალენდარულ ხანგრძლივობას იმ მომენტამდე, როცა მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები აღწევს ზღვრულ მნიშვნელობას.
მანქანათა ტექნიკური მომსახურება წარმოადგენს ოპერაციათა გარკვეულ ერთობლიობას:
1
რომელთა ჩატარებაც უზრუნველყოფს მანქანის მუშაუნარიანობის შენარჩუნებას
2
რომელთა ჩატარებაც აუცილებელია მანქანის გამოსახმარისებისთვის
3
რომელთა ჩატარებაც აუცილებელია მანქანათა საიმედობის გაზრდისთვის
4
დიაგონალური და საქცევური
კანონის ახსნა
მანქანათა ტექნიკური მომსახურება წარმოადგენს ოპერაციათა გარკვეულ ერთობლიობას რომელთა ჩატარებაც უზრუნველყოფს მანქანის მუშაუნარიანობის შენარჩუნებას.
გამოყენებული ენერგიის წყაროს მიხედვით სასოფლო-სამეურნეო აგრეგატი შეიძლება იყოს:
1
თბური, ელექტრული, ჰიდრავლიკური, საჭაპანე
2
მარტივი, კომპლექსური, კომბინირებული
3
მობილური და სტაციონარული
4
ბენზინის, დიზელის, ნავთის, ხის სპირტის
კანონის ახსნა
გამოყენებული ენერგიის წყაროს მიხედვით სასოფლო-სამეურნეო აგრეგატი შეიძლება იყოს თბური, ელექტრული, ჰიდრავლიკური და საჭაპანე.
ტრაქტორების და ავტომობილების ტექწნიკური მომსახურების სისტემაში შედის:
1
გამოსახმარისება, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება
2
დიაგნოსტიკა, ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება
3
ტექნიკური დათვალიერება, ყოველი ცვლის და სეზონური ტექნიკური მომსახურება
4
გამოსახმარისება, ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება
კანონის ახსნა
ტრაქტორების და ავტომობილების ტექწნიკური მომსახურების სისტემაში შედის: დიაგნოსტიკა, ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება.
ტრაქტორების ტექნიკური დიაგნოსტიკა წარმოადგენს:
1
მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენის პროცესს დაშლის საშუალებით
2
მათი ტექნიკური მდგომარეობის პროგნოზირების პროცესს
3
მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენის პროცესს დაუშლელად
კანონის ახსნა
ტრაქტორების ტექნიკური დიაგნოსტიკა წარმოადგენს მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენის პროცესს დაუშლელად.
მანქანათა სისტემის ოპტიმიზაციის ამოცანის მიზანს წარმოადგენს
1
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას,ხელის შრომის გამორიცხვით
2
მოცემული პირობებისათვის ისეთი მანქანათა სისტემის შერჩევა,რომელიც უზრუნველყოფს,ისე რომ რომელიმე კრიტერიუმი მიაღწევს მინიმალურ მნიშვნელობას
3
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას,ენერგომატარებლების დაზოგვით
4
მოცემული პირობებისათვის ისეთი მანქანათა სისტემის შერჩევა,რომელიც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას,შრომითი რესურსების ეკონომიური გამოყენებით
კანონის ახსნა
მოცემული პირობებისათვის ისეთი მანქანათა სისტემის შერჩევა,რომელიც უზრუნველყოფს,ისე რომ რომელიმე კრიტერიუმი მიაღწევს მინიმალურ მნიშვნელობას
ტექნოლოგიური მანქანების ხვედრით წინააღმდეგობაზე მოქმედებენ შემდეგი ფაქტორები:
1
ა) ბუნებრივ-კლიმატური; ბ) კონსტრუქციული
2
ა) ორგანიზაციული; ბ) სამეურნეო; გ) კონსტრუქციული
3
ა) ბუნებრივ-კლიმატური; ბ) კონსტრუქციული; გ) საექსპლოატაციო
4
ა) კონსტრუქციული; ბ) საექსპლოატაციო
კანონის ახსნა
ტექნოლოგიური მანქანების ხვედრით წინააღმდეგობაზე მოქმედებენ შემდეგი ფაქტორები: ა. ბუნებრივ-კლიმატური; ბ. კონსტრუქციული; გ. საექსპლოატაციო;
ძრავის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენენ:
1
საწვავი კამერის მოცულობა, კუმშვის ხარისხი, დგუშის სვლის სიგრძე, ცილინდრების რაოდენობა
2
ეფექტური სიმძლავრე, მაბრუნი მომენტი, საწვავი კამერის მოცულობა, საწვავის საათური ხარჯი, საწვავის ხვედრითი ხარჯი
3
ცილინდრების განლაგება, საწვავი კამერის მოცულობა, კუმშვის ხარისხი, დგუშის სვლის სიგრძე
4
ბრუნვის სიხშირე, ეფექტური სიმძლავრე, მაბრუვი მომენტი, საწვავის საათური ხარჯი, საწვავის ხვედრითი ხარჯი
კანონის ახსნა
ძრავის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენენ: ეფექტური სიმძლავრე, მაბრუნი მომენტი, საწვავი კამერის მოცულობა, საწვავის საათური ხარჯი და საწვავის ხვედრითი ხარჯი.
აგრეგატის მანევრულობა ითვალისწინებს:
1
ა) მოხვევის უნარს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას; დ) გამავლობას
2
ა) წევით სიმძლავრეს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას
3
ა) მოძრაობის სიჩქარეს; ბ) მობრუნების რადიუსს; გ) გადაბრუნებისადმი მდგრადობას
4
ა) სატრანსპორტო სიჩქარეს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას; დ) გამავლობას
კანონის ახსნა
აგრეგატის მანევრულობა ითვალისწინებს: ა. მოხვევის უნარს; ბ. მოძრაობის მდგრადობას; გ. მართვადობას; დ. გამავლობას.
მუშა სვლების მიმართულების მიხედვით აგრეგატის მოძრაობის სახეებია:
1
საქცევური და წრიული
2
საქცევური, დიაგონალური და წრიული
3
მაქოსებრი, კომბინირებული და საქცევური
4
დიაგონალური და საქცევური
კანონის ახსნა
მუშა სვლების მიმართულების მიხედვით აგრეგატის მოძრაობის სახეებია: მაქოსებრი, კომბინირებული და საქცევური.
მანქანათა ტექნიკური დათვალიერება (შემოწმება) წარმოადგენს:
1
მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობის შესახებ
2
მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ჩამოწერის შესახებ
3
მანქანის ტექნიკური მომსახურების შემდეგ მის შემოწმებას საკონტროლო გავლისას
4
მანქანის ძირითადი კვანძების მდგომარეობის დადგენას გარეგანი მონაცემების საფუძველზე
კანონის ახსნა
მანქანათა ტექნიკური დათვალიერება (შემოწმება) წარმოადგენს მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.
საერთაშორისო სტანდარტით ტრაქტორებს უტარდებათ:
1
ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი
2
პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი
3
ყოველი ცვლის და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი
4
ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, აგრეთვე მიმდინარე რემონტი
კანონის ახსნა
საერთაშორისო სტანდარტით ტრაქტორებს უტარდებათ ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
60 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 793 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.
ყველა მარშრუტი რუკაზე
GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
საიტზეც და აპლიკაციაშიც
ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.