imecadine.ge

მოძრაობის უსაფრთხოება

71 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღვედი, ალკოჰოლი, დაღლილობა, ამინდი, ქცევა ავარიის დროს.

რომელი მექანიზმი გამოიყენება შიგაწვის ძრავებში?

1 სათბობგამანაწილებელი მექანიზმი
2 წყლის გაგრილების მექანიზმი
3 ზეთის გამანაწილებელი მექანიზმი
4 აირგამანაწილებელი მექანიზმი
კანონის ახსნა
შიგაწვის ძრავებში გამოიყენება აირგამანაწილებელი მექანიზმი.

მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:

1 უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
2 უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
კანონის ახსნა
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.

რომელი გადაცემა გამოიყენება მბრუნავ ლილვებს შორის თუ მათი გეომეტრიული ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა და შეადგენს ცვლად კუთხეს?

1 კბილანური გადაცემა
2 ჭიახრახნული გადაცემა
3 კარდანული გადაცემა
კანონის ახსნა
მბრუნავ ლილვებს შორის, თუ მათი გეომეტრიული ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა და შეადგენს ცვლად კუთხეს გამოიყენება კარდანული გადაცემა.

რომელი დენის წყაროდან იკვებება ყველა მომხმარებელი ძრავას დაბალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს?

1 საიდუნქციო კოჭიდან
2 აკუმლიატორიდან
3 გენერატორიდან
4 გამანაწილებელიდან
კანონის ახსნა
ძრავას დაბალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს ყველა მომხმარებელი იკვებება აკუმლიატორიდან.

რომელი დენის წყაროდან იკვებება ყველა მომხმარებელი ძრავას საშუალო და მაღალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს?

1 აკუმლიატორიდან
2 საიდუნქციო კოჭიდან
3 გამანაწილებელიდან
4 გენერატორიდან
კანონის ახსნა
ძრავას საშუალო და მაღალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს ყველა მომხმარებელი იკვებება გენერატორიდან.

სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?

1 მხედველობის არე ფართოვდება
2 მხედველობის არე ვიწროვდება
3 მხედველობის არე არ იცვლება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას მძღოლის მხედველობის მხედველობის არე ვიწროვდება.

ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?

1 მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
2 ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
3 მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
4 მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.

საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრხე იზრდება:

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
3 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
კანონის ახსნა
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.

დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:

1 ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
2 განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3 შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.

რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?

1 დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
2 დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
3 აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
კანონის ახსნა
მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:

1 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
2 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
3 ისე, როგორც რეალურადაა
კანონის ახსნა
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

60 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 793 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.

დაგვიკავშირდი