imecadine.ge

ბილეთების სრული სია

884 ოფიციალური ბილეთი — T, S კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღია არხების გაწმენდა წარმოებს:

1 ფრეზული არხსაწმენდი მანქანებით
2 უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანით
3 აქტიური და პასიური მუშა ორგანოებიანი არხსაწმენდი მანქანებით
კანონის ახსნა
ღია არხების გაწმენდა წარმოებს აქტიური და პასიური მუშა ორგანოებიანი არხსაწმენდი მანქანებით.

ღია არხების გაყვანა წარმოებს:

1 როგორც აქტიური და კომბინირებული, ასევე გუთნისებური მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით
2 მხოლოდ აქტიური და გუთნისებური არხსათხრელი მანქანებით
3 მხოლოდ აქტიური და კომბინირებული მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით
კანონის ახსნა
ღია არხების გაყვანა წარმოებს როგორც აქტიური და კომბინირებული, ასევე გუთნისებური მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით.

უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანის ციცხვებს შორის მანძილი აიღება შემდეგ ზღვრებში:

1 0,4 მეტრიდან 0,6 მეტრამდე
2 0,2 მეტრიდან 0,4 მეტრამდე
3 0,6 მეტრიდან 1,0 მეტრამდე
კანონის ახსნა
უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანის ციცხვებს შორის მანძილი აიღება 0,2 მეტრიდან 0,4 მეტრამდე ზღვრებში.

კავალირების მოსწორება წარმოებს:

1 ბულდოზერის ფრთის საშუალებით
2 ერთციცხვიანი ექსკავატორით
3 ფრეზული მუშა ორგანოთი
კანონის ახსნა
კავალირების მოსწორება წარმოებს ბულდოზერის ფრთის საშუალებით.არხის ფერდისა და ფსკერის მოსწორება წარმოებს პასიური დანით.

არხის ფერდისა და ფსკერის მოსწორება წარმოებს:

1 ციცხვებიანი დანით
2 პასიური დანით
3 ციცხვებიანი როტორით
კანონის ახსნა
ახალი ფართობების ათვისებისას ქვებისაგან გაწმენდა წარმოებს კბილებიანი ფოცხების საშუალებით ან კბილებიანი დანების საშუალებით.

ახალი ფართობების ათვისებისას ქვებისაგან გაწმენდა წარმოებს:

1 ბულდოზერის ფრთის საშუალებით
2 კბილებიანი ფოცხების საშუალებით; კბილებიანი დანების საშუალებით
კანონის ახსნა
ახალი ფართობების ათვისებისას ქვებისაგან გაწმენდა წარმოებს კბილებიანი ფოცხების საშუალებით ან კბილებიანი დანების საშუალებით.

დახურული დრენაჟის სადრენაჟე მილების გაწმენდა წარმოებს:

1 გამწმენდი მილების საშუალებით
2 სპეციალური ბუნიკით წყლის ჭავლით
3 საფხეკიანი დანების საშუალებით
კანონის ახსნა
დახურული დრენაჟის სადრენაჟე მილების გაწმენდა წარმოებს სპეციალური ბუნიკით წყლის ჭავლით.

არხსაწმენდი მანქანები არსებობს:

1 მთლიანი და არასრულპროფილიანი წმენდის
2 უწყვეტი და ციკლური ქმედების
3 უწყვეტი და წყვეტილი ქმედების
კანონის ახსნა
არხსაწმენდი მანქანები არსებობს უწყვეტი და ციკლური ქმედების.

შნეკური არხსაწმენდი მანქანის მუშა ორგანოა:

1 კონუსური შნეკი
2 მართკუთხა შნეკი
3 ცილინდრული შნეკი
კანონის ახსნა
შნეკური არხსაწმენდი მანქანის მუშა ორგანოა ცილინდრული შნეკი.

როგორი მუშა ორგანო აქვს მრავალციცხვიან არხსაწმენდს?

1 უწყვეტი და წყვეტილი ქმედების
2 ჯაჭვური და როტორული
3 მთლიანი და არასრული წმენდის
კანონის ახსნა
მრავალციცხვიან არხსაწმენდს აქვს უწყვეტი და წყვეტილი ქმედების მუშა ორგანო.

როტაციული მუშა ორგანოებიდან არხების საწმენდად გამოყენებულია?

1 ფრეზები
2 ჰიდროცილინდრები
3 ისრის ჰიდროცილინდრები
კანონის ახსნა
როტაციული მუშა ორგანოებიდან არხების საწმენდად გამოყენებულია ფრეზები.

ხვეტია არხსაწმენდის მუშა ორგანოა?

1 უწყვეტი ჯაჭვი ფირფიტებით(ხვეტიებით)
2 ჯაჭვური ცელი
3 შნეკი
კანონის ახსნა
ხვეტია არხსაწმენდის მუშა ორგანოა უწყვეტი ჯაჭვი ფირფიტებით(ხვეტიებით).

როგორი სახის გვხვდება დახრილშნეკიანი არხსაწმენდები?

1 ვერტიკალური
2 სანაპირო და მცურავი
3 კონუსური
კანონის ახსნა
დახრილშნეკიანი არხსაწმენდები გვხვდება სანაპირო და მცურავი სახის.

სრულპროფილიანი კომბინირებული არხსაწმენდი შედგება:

1 ფრეზისა და გამტყორცნელისაგან
2 ციცხვისა და დამცლელისაგან
3 სახელურისა და ციცხვისაგან
კანონის ახსნა
სრულპროფილიანი კომბინირებული არხსაწმენდი შედგება ფრეზისა და გამტყორცნელისაგან.

ვერტიკალურ კონუსურშნეკიანი არხსაწმენდი გამოიყენება?

1 პატარა სიღრმის არხების გასაწმენდად
2 საშუალო სიღრმის არხების გასაწმენდად
3 დიდი სიღრმის არხების გასაწმენდად
კანონის ახსნა
ვერტიკალურ კონუსურშნეკიანი არხსაწმენდი გამოიყენება პატარა სიღრმის არხების გასაწმენდად.

ფრეზულ არხსაწმენდზე შეიძლება დაყენდეს:

1 საბრუნი როტორი
2 ფრეზი
3 ხვეტია ტიპის მომსწორებლები
კანონის ახსნა
ფრეზულ არხსაწმენდზე შეიძლება დაყენდეს ხვეტია ტიპის მომსწორებლები.

მცირე სარწყავი ან დასაშრობი ქსელის სარემონტოდ და გასაწმენდად იყენებენ:

1 ციკლურ ქმედების არხსაწმენდებს
2 უწყვეტი ქმედების არხსაწმენდებს
3 შნეკურ და როტაციულ არხსაწმენდებს
კანონის ახსნა
მცირე სარწყავი ან დასაშრობი ქსელის სარემონტოდ და გასაწმენდად იყენებენ უწყვეტი ქმედების არხსაწმენდებს.

რამდენი ტიპისაა ტრაქტორებზე საკიდი არხსაწმენდები?

1 ხუთი
2 ორი
3 სამი
კანონის ახსნა
ტრაქტორებზე საკიდი არხსაწმენდები სამი ტიპისაა.

როგორი სიმკვრივის გრუნტებში სამუშაოდ გამოიყენება ექსკავატორი - დრაგლაინი?

1 მე-6 კატეგორიის
2 მე-5 კატეგორიის
3 მსუბუქი და საშუალო კატეგორიის
კანონის ახსნა
ექსკავატორი - დრაგლაინი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო კატეგორიის სიმკვრივის გრუნტებში სამუშაოდ.

როგორი სიმკვრივის გრუნტებში სამუშაოდ გამოიყენება ექსკავატორი - გრეიფერი?

1 მსუბუქი
2 მე-7 კატეგორიის
3 მე-6 კატეგორიის
კანონის ახსნა
ექსკავატორი - გრეიფერი გამოიყენება მსუბუქი სიმკვრივის გრუნტებში სამუშაოდ.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

60 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 793 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.

დაგვიკავშირდი