imecadine.ge

ბილეთების სრული სია

884 ოფიციალური ბილეთი — T, S კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

რამდენ დოლიანი ჯალამბარი აქვს ექსკავატორ - გრეიფერს?

1 სამი
2 ერთი
3 ხუთი
კანონის ახსნა
ექსკავატორ - გრეიფერს აქვს სამ დოლიანი ჯალამბარი.

რისი საშუალებით ხდება ბულდოზერის ფრთის აწევა და დაშვება?

1 დომკრატის
2 მექანიკური საშუალებით
3 ჰიდრავლიკური ცილინდრებით
კანონის ახსნა
ბულდოზერის ფრთის აწევა და დაშვება ხდება ჰიდრავლიკური ცილინდრებით.

რა სისქის ყრილის გასამკვრივებლად გამოიყენება სატკეპნი მანქანები?

1 0,1 – 1,0 მეტრი სისქის
2 0,8 – 1,5 მეტრი სისქის
3 0,4 – 2,0 მეტრი სისქის
კანონის ახსნა
სატკეპნი მანქანები გამოიყენება 0,8 – 1,5 მეტრი სისქის ყრილის გასამკვრივებლად.

არხის ფერდისა და ფსკერის მოსწორება წარმოებს:

1 ციცხვებიანი როტორით
2 ციცხვებიანი დანით
3 პასიური დანით
კანონის ახსნა
არხის ფერდისა და ფსკერის მოსწორება წარმოებს პასიური დანით.

ნაკერების დაჭრა მოპირკეთებულ ბეტონში წარმოებს:

1 არხის გრძივი და განივი მიმართულებით
2 არხის ფერდის მიმართულებით
3 არხის გრძივი მიმართულებით
კანონის ახსნა
ნაკერების დაჭრა მოპირკეთებულ ბეტონსი წარმოებს არხის გრძივი და განივი მიმართულებით.

ღია არხის პერიმეტრზე მოპირკეთებულ ბეტონში ნაკერების დაჭრა წარმოებს:

1 გრძივი მიმართულებით - გილიოტინისებური დანით; განივი მიმართულებით - ანკერული დანით
2 გრძივი მიმართულებით - ანკერული დანით. განივი მიმართულებით - V-ს ფორმის დანი
კანონის ახსნა
ღია არხის პერიმეტრზე მოპირკეთებულ ბეტონში ნაკერების დაჭრა წარმოებს: - გრძივი მიმართულებით - ანკერული დანით. - განივიმიმართულებით - V-სფორმისდანით.

გუთნისებური ფრთიანი არხსათხრელი მანქანის სამუშაო ორგანოებია:

1 ბრტყელი სახნისი, ფრთა, ფრთისებრი ზედაპირი, ფრთოვანები
2 სახნისი, ველის ფიცარი, წინამხვნელი, საკვეთელი
3 ოვალური ფრთა, ფრთისებრი ზედაპირი, გრუნტის მჭრელი, საკვეთელი
კანონის ახსნა
გუთნისებური ფრთიანი არხსათხრელი მანქანის სამუშაო ორგანოებია:სახნისი, ველის ფიცარი, წინამხვნელი და საკვეთელი.

შნეკურ-როტორული კომბინირებული არხსათხრელი მანქანის ძირითადი სამუშაო ორგანოებია:

1 ციცხვებიანი როტორი, ციცხვებიანი ჯაჭვი, ცილინდრული შნეკები, გამცლელი ტრანსპორტიორები
2 კონუსური შნეკები, მრავალციცხვიანი როტორი, გამცლელი ტრანსპორტიორები
3 ცილინდრული შნეკები, ფრთოვანი ციცხვებიანი როტორი, გამცლელი ტრანსპორტიორები
კანონის ახსნა
შნეკურ-როტორული კომბინირებული არხსათხრელი მანქანის ძირითადი სამუშაო ორგანოებია: ცილინდრული შნეკები, ფრთოვანი ციცხვებიანი როტორი და გამცლელი ტრანსპორტიორები.

რას სწავლობს მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია?

1 მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მანქანების მუშაობის კანონზომიერებას
2 რომელიმე კულტურის წარმოების ფინანსურ გეგმას
3 სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების მუშაობის კანონზომიერებების და ეფექტური გამოყენების მეთოდებს
4 რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას
კანონის ახსნა
მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია სწავლობს საოფლო-სამეურნეო აგრეგატების მუშაობის კანონზომიერებების და ეფექტური გამოყენების მეთოდებს.

ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს:

1 რომელიმე კულტურის წარმოების ფინანსურ გეგმას
2 რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას
3 რომელიმე კულტურის წარმოების ბიზნეს-გეგმას
4 მანქანათა სისტემას რომელიმე კულტურის მოსაყვანად
კანონის ახსნა
ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას.

ოპერაციულ-ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს:

1 რომელიმე სამუშაოს შესრულების გეგმას
2 სამუშაოთა ჩამონათვალს მოცემული კულტურის წარმოებისთვის
3 რომელიმე სამუშაოს შესრულების ბიზნეს-გეგმას
4 სამუშაოს ჩატარების ფინანსურ მაჩვენებლებს
კანონის ახსნა
ოპერაციულ-ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს რომელიმე სამუშაოს შესრულების გეგმას.

რა მახასიათებლების მიხედვით იყოფა ტრაქტორები კლასებად?

1 ტრანსმისიის მიხედვით
2 დანიშნულების მიხედვით
3 ძრავას მიხედვით
4 ნომინალური წევის ძალის მიხედვით
კანონის ახსნა
ტრაქტორები კლასებად იყოფა ნომინალური წევის ძალის მიხედვით.

რა ფიზიკურ-მექანიკური თვისება ახასიათებს ნიადაგს?

1 წებოვნება
2 სიმკვრივე
3 კულტურული
კანონის ახსნა
ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებაა სიმკვრივე.

რა ტექნოლოგიური თვისებები ახასიათებს ნიადაგს?

1 წებოვნება
2 ნიადაგის ტენიანობა
3 ფორიანობა
კანონის ახსნა
ნიადაგის ტექნოლოგიური თვისებაა წებოვნება.

ხვნის სახეებია?

1 მხოლოდ რომბული
2 ყველა ჩამოთვლილი სახეები
3 მხოლოდ კულტურული
4 მხოლოდ ხვნა ბელტის მთლიანი გადაბრუნებით
კანონის ახსნა
ხვნის სახეებია:კულტურული, ხვნა ბელტის მთლიანი გადაბრუნებით და რომბული.

რომელი მექანიზმია გამოყენებული დგუშიან შიგაწვის ძრავაში?

1 ჭიახრახნული მექანიზმი
2 კულისა მექანიზმი
3 მრუმხარა-ბარბაცა მექანიზმი
4 პლანეტარული მექანიზმი
კანონის ახსნა
დგუშიან შიგაწვის ძრავაში გამოყენებულია მრუმხარა-ბარბაცა მექანიზმი.

სავალი ნაწილის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება:

1 ჩარჩოიანი, ნახევრადჩარჩოიანი, უჩარჩო
2 საერთო დანიშნულების, უნივერსალური სათოხნი, სპეციალური
3 მუხლუხა, ნახევრადმუხლუხა, თვლიანი
4 სამთო, ჭაობნარის, სამელიორაციო, საბაღბოსტნე
კანონის ახსნა
სავალი ნაწილის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება: მუხლუხა, ნახევრადმუხლუხა და თვლიანი.

რომელ ძრავაში გამოიყენება ანთების ბატარეული სისტემა?

1 ჰიდრავლიკურ ძრავებში
2 კარბურატორიან ძრავებში
3 დიზელის ძრავებში
4 ელექტრო ძრავებში
კანონის ახსნა
ანთების ბატარეული სისტემა გამოიყენება კარბურატორიან ძრავებში.

რომელი მექანიზმი გამოიყენება შიგაწვის ძრავებში?

1 სათბობგამანაწილებელი მექანიზმი
2 წყლის გაგრილების მექანიზმი
3 ზეთის გამანაწილებელი მექანიზმი
4 აირგამანაწილებელი მექანიზმი
კანონის ახსნა
შიგაწვის ძრავებში გამოიყენება აირგამანაწილებელი მექანიზმი.

მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:

1 უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
2 უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
კანონის ახსნა
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

60 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 793 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.

დაგვიკავშირდი