ბილეთი #1479გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი
რა მაჩვენებლებით შეირჩევა სახვნელი აპარატის მოძრაობის რაციონალური წესი?
1მწარმოებლობა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი, აგრეგატის მომსახურეობის სიმარტივე
2მწარმოებლობა, მოდების განი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე
3შესარულებული სამუშაოს ხარისხი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე, აგრეგატის მომსახურების სიმარტივე
4მოდების განი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე, შესრულებული სამუშაოს ხარისხი
კანონის ახსნა
სახვნელი აპარატის მოძრაობის რაციონალური წესი შეირჩევა შემდეგი მაჩვენებლებით: მწარმოებლობა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და აგრეგატის მომსახურეობის სიმარტივე.
რისთვის იყენებენ ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს?
1არხების გასაყვანად
2მცირე სიღრმეზე ან მოხნული ნიადაგის შემდგომი დამუშავებისათვის
3გაყამირებული ნიადაგის დამუშავებისთვის
4ნიადაგის ღრმა დამუშავებისათვის
კანონის ახსნა
ნიადაგის ზედაპირული დამუშავების მანქანებს გამოიყენებენ მცირე სიღრმეზე ან მოხნული ნიადაგის შემდგომი დამუშავებისათვის.
ბილეთი #1482მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1ყველა ჩამოთვლილი გარემოება
2მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს
3მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია
4მხოლოდ, რომ შესაძლებელია მოხუც ქვეითს მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა ან/და მხედველობა
კანონის ახსნა
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეით, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ის, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ასევე ის, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია და შესაძლებელია მას მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა და მხედველობა.
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1მხოლოდ საბურავების გადახურება
2როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება
3მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება
4მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭის მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება.
კბილებიანი ფარცხების კბილები არის კვადრატული ფორმის.
ბილეთი #1486მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა
რატომ არის ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა საფრთხის შემცველი?
1მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას
2ნარკოტიკული თრობა იწვევს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფაქტორს
3მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება
კანონის ახსნა
ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა სიფრთხილის შემცველია, რადგან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება, ასევე იგი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას.
თავთავიანი კულტურების აღების ტექნოლოგია მოიცავს შემდეგ ოპერაციებს: ღეროების მოჭრა, გალეწვა, ჩელხიდან მარცვლის მოცილება და მარცვლიდან მინარევების მოცილება.